ქინაქინა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ქინაქინა
ავტორი: დუტუ მეგრელი


ქი​ნა​ქი​ნა

I
მშვე​ნი​ე​რი ზაფ​ხუ​ლის დი​ლა იყო. მზეს თუმ​ცა უხ​ვად მო​ე​ფი​ნა დე​და-მი​წა​ზე თა​ვი​სი სხი​ვე​ბი, მაგ​რამ ჯერ კი​დევ გრი​ლო​და. ხან-და-ხან ქრო​და სა​ა​მო ნი​ა​ვი და ფენ​და გარ​შე​მო ბა​ღე​ბი​დან ტკბილ სურ​ნე​ლე​ბას სხვა-და-სხვა ყვა​ვი​ლე​ბი​სას. დი​დი სიმ​ხი​ა​რუ​ლე იყო ყო​ველ​გან: სუ​ლი​ე​რი თუ უსუ​ლო სი​ა​მოვ​ნე​ბით შე​ხა​რო​და ამ ბედ​ნი​ერ დი​ლას.
არც კ_ის სა​სოფ​ლო სკო​ლის პა​წა​წა შე​გირ​დე​ბით მო​ფე​ნი​ლი ეზო იყო მოწ​ყე​ნი​ლი ამ დი​ლას: ბავ​შვე​ბი უკან არ ჩა​მორ​ჩე​ბოდ​ნენ სა​ერ​თო მხი​ა​რუ​ლე​ბა​ში სი​ცოც​ხლით სავ​სე ბუ​ნე​ბას და მას​თან ერ​თად დღე​სას​წა​უ​ლობ​დენ, ათას​ნა​ირ თა​მა​შო​ბა​ში გარ​თულ​ნი: სულ პა​ტა​რე​ბი ჭრელ პეპ​ლებს დას​დევ​დენ და​სა​ჭე​რად, უფ​რო მოზ​რდი​ლე​ბი რიკ-ტა​ფე​ლას თა​მა​შობ​დენ, ყვე​ლა​ზე უფ​რო​სე​ბი ბურთს გა​ე​ტაც​ნა და აქეთ-იქით დარ​ბო​დენ, თავ​და​ვიწ​ყე​ბულ​ნი. სკო​ლის აი​ვა​ნი სავ​სე იყო პა​ტა​რა გო​გო​ე​ბით; ესე​ნი რა​ღა​ცე​ებს აკე​თებ​დენ _ ალ​ბათ თა​ვი​ანთ დე​დო​ფა​ლე​ბის​თვის _ და ისე მხი​ა​რუ​ლად იცი​ნოდ​ნენ, რომ მა​თი კის​კი​სი მაღ​ლა ღმერთს ეყუ​რე​ბო​და...
აგერ გა​მო​ვი​და აი​ვან​ზედ ახალ​გაზ​რდა, ცო​ტა​თი გამ​ხდა​რი კა​ცი. ღი​მი​ლით გა​ი​არ-გა​მო​ი​ა​რა გო​გო​ებ​ში, ზო​გი​ერ​თებს კი​დეც და​ე​ლა​პა​რა​კა და მო​ვი​და სვეტ​თან, სა​დაც ზა​რი ეკი​და. გო​გო​ებ​მა იცო​დენ, რომ ზა​რის და​რე​კა იყო სა​ჭი​რო და თვა​ლებ​ში შეს​ცქე​რო​დენ მას​წავ​ლე​ბელს, არა მე და​მა​რე​კიე, არა მეო.
_ და​რო, მო​დი და​რე​კე! _ და​უ​ძა​ხა მას​წავ​ლე​ბელ​მა ყვე​ლა​ზე უფ​რო პა​ტა​რა გო​გოს, რო​მე​ლიც კუთ​ხე​ში იჯ​და მარ​ტოდ. გო​გოს აქამ​დის მოწ​ყე​ნი​ლი სა​ხე გა​უბ​რწყინ​და, ლო​ყე​ბი გა​უ​წით​ლდა, თვა​ლე​ბი გა​უ​ცოც​ხლდა, ტუ​ჩებ​მა გა​უ​ღი​მა. თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბა​ზე მი​ირ​ბი​ნა სვეტ​თან, ძლივს მო​კი​და ზა​რის თოკს ხე​ლი და რამ​დენ​ჯერ​მე ჩა​მო​აწ​კა​რუ​ნა.
გა​ი​გო​ნეს თუ არა ბავ​შვებ​მა ზა​რის ხმა, მა​შინ​ვე მი​ა​ტო​ვეს თა​მა​შო​ბა და ყვი​რი​ლით გა​იქ​ცენ სკო​ლი​სა​კენ. გო​გო​ე​ბი და​როს​თან ერ​თად ბი​ჭებ​ზე უმალ შე​ვი​დენ სკო​ლა​ში: სკო​ლის კა​რებ​თან იდ​გა მას​წავ​ლე​ბე​ლი და უცი​ნო​და მო​წა​ფე​ებს, რო​მელ​ნიც მხი​ა​რუ​ლად მოხ​ტო​დენ მის წინ.
_ ბევ​რი ითა​მა​შე? _ კით​ხა მას​წავ​ლე​ბელ​მა ერთ შე​გირდს.
_ ბევ​რი, _ მი​უ​გო ამან.
_ რო​ცა სახ​ლში მიხ​ვი​დე, არ და​გა​ვიწ​ყდეს, გა​ა​კე​რი​ნე, სა​ხე​ლო დაგ​გლე​ჯია. _ ბავ​შვმა და​ხე​და ჩა​მო​ხე​ულ სა​ხე​ლოს, გა​წით​ლდა და შე​ვი​და
სკო​ლა​ში.
_ სი​კო, რად კოჭ​ლობ? _ კით​ხა მე​ო​რე შე​გირდს მას​წავ​ლე​ბელ​მა.
_ ეკა​ლი შე​მე​სო ფეხ​ში, _ უპა​სუ​ხა ბავ​შვმა და აჩ​ვე​ნა გა​მოგ​ლე​ჯილ წუ​ღი​დან გა​მო​ყო​ფი​ლი ტიტ​ვე​ლი ქუს​ლი.
_ მე​რე ვერ გა​მო​ი​ღე?
_ ვე​რა.
_ მო​დი ჩემ​თან, მე გა​მო​გი​ღებ.
_ მას​წავ​ლე​ბე​ლი და ბავ​შვი შე​ვი​დენ იქ​ვე ოთახ​ში. პა​ტა​რა ხანს უკან ბავ​შვი, გა​ხა​რე​ბუ​ლი, გა​მო​ვი​და ოთა​ხი​დან და თა​მაშ-თა​მა​შო​ბით შე​ვი​და სკო​ლა​ში.
_ რო​ცა ყვე​ლა​ნი მი​ვიდ​ნენ და დას​ხდენ თავ-თა​ვი​ანთ ად​გი​ლებ​ზედ, მას​წავ​ლე​ბე​ლიც შე​ვი​და; შე​გირ​დე​ბი მა​შინ​ვე ად​გენ და ერ​თმა მათ​გან​მა წა​ი​კით​ხა სწავ​ლის დაწ​ყე​ბის წინ სათ​ქმე​ლი ლოც​ვა.
_ და​ჯე​ქით! _ უთ​ხრა მას​წავ​ლე​ბელ​მა შე​გირ​დებს, რო​ცა ლოც​ვა გა​თავ​და.
შე​გირ​დე​ბი დას​ხდენ. მას​წავ​ლე​ბე​ლი გა​ჩერ​და შუა ად​გილ​ზე. შე​გირ​დებ​მა ხმა გაკ​მინ​დეს. ისე​თი სი​ჩუ​მე ჩა​მო​ვარ​და, რომ ბუ​ზის ფრე​ნა​საც გა​ი​გო​ნებ​და ადა​მი​ა​ნი.
_ დღეს ჩვენ გვეწ​ვე​ვა ერ​თი სტუ​მა​რი, _ ღი​მი​ლით და​იწ​ყო მას​წავ​ლე​ბელ​მა: _ რო​ცა აქ შე​მო​ვი​დეს, ყვე​ლა​ნი ადე​ქით და, სა​ნამ არ გით​ხრათ, ნუ დაჯ​დე​ბით. რო​ცა გკით​ხოსთ რა​მე, პა​სუ​ხი თა​მა​მად უთ​ხა​რით, ხმა​მაღ​ლა, გარ​კვე​ვით. არ შე​გე​შინ​დეთ! ის ერ​თობ კე​თი​ლი კა​ცია და ბავ​შვე​ბი ძლი​ერ უყ​ვარს. გკით​ხავსთ მხო​ლოდ იმას, რაც იცით. ცოდ​ნა-კი უნ​და მო​იხ​მა​როთ, რო​ცა სა​ჭი​რო​ე​ბა მო​ი​ტანს, და დღეს სწო​რედ სა​ჭი​რო იქ​ნე​ბა მი​სი მოხ​მა​რე​ბა, რაც გის​წავ​ლი​ათ. აბა თქვენ იცით!..
გა​ა​თა​ვა ეს სიტ​ყვე​ბი, მი​ვი​და კე​დელ​თან, სა​დაც გა​მო​კი​დე​ბუ​ლი იყო შე​გირ​დე​ბის სა​ხე​ლი და გვა​რე​ბი, და ჩა​მო​ი​კით​ხა, რომ გა​ე​გო ვინ არ იყო დღეს სკო​ლა​ში. აღ​მოჩ​ნდა, რომ ერ​თი პა​წა​წა ბავ​შვის, მი​ხას, გარ​და ყვე​ლა იყო.
_ ავად ხომ არ არის მი​ხა, თუ იცით ვინ​მემ? _ იკით​ხა მას​წავ​ლე​ბელ​მა. ბავ​შვებ​მა ერ​თმა​ნეთს გა​და​ხე​დეს და პა​სუ​ხი კი ვე​რა​ვინ უთ​ხრა.

II
პა​წა​წა მი​ხა ავად არ იყო, მაგ​რამ სკო​ლა​ში წა​სას​ვლე​ლად მა​ინც არა სცა​ლო​და, საბ​რა​ლო მი​ხას დე​დას აცი​ებ​და და იმ დი​ლა​საც სა​შინ​ლად გა​ა​ცი​ვა. მი​ხას მა​მა ყა​ნა​ში იყო წა​სუ​ლი და ავად​მყოფს მი​ხას მე​ტი პატ​რო​ნი არა​ვი​ნა ყავ​და. ჯერ ვი​თომ გა​უ​ძალ​და მი​ხას დე​დას სენს და სა​დი​ლის კე​თე​ბას მი​ყო ხე​ლი, მაგ​რამ ფე​ხებ​მა და ხე​ლებ​მა უსუს​ტეს და იძუ​ლე​ბუ​ლი შე​იქ​ნა და​წო​ლი​ლი​ყო, დაწ​ვა საწ​ყა​ლი, მო​ა​ტა​ნია მი​ხას, რაც რამ ქვე​შა​გე​ბის მაგ​ვა​რი მო​ი​პო​ვე​ბო​და მათ სახ​ლში; მო​ა​ტა​ნია აგ​რეთ​ვე, რაც რამ კონ​კე​ბი ება​დათ, და და​ი​ყა​რა ყვე​ლა​ფე​რი თავ​ზე, მაგ​რამ ვე​რა​ფე​რი ეშ​ვე​ლა, ვერ გათ​ბა.
_ მო​დი, შვი​ლო, შენც და​მა​წე​ვი, თვა​რა მოვ​კვდი სი​ცი​ვით, _ უთ​ხრა შვილს აკან​კა​ლე​ბულ​მა დე​დამ.
მი​ხა მა​შინ​ვე მი​ვი​და და ჩა​ეკ​რა დე​დას, რამ​დენ​სა​მე ხანს ასე იყ​ვნენ დე​და-შვი​ლი, გათ​ბა, რო​გორც იქ​ნა, მი​ხას დე​და და მი​ხაც ძირს ჩა​მო​ვი​და. ნელ-ნე​ლა სიც​ხემ უმა​ტა ავად​მყოფს და პა​ტა​რა ხანს უკან ისე​თი ბორ​გვა და​იწ​ყო, რომ, რაც ეხუ​რა, ყვე​ლა​ფე​რი გა​და​ყა​რა.
_ წყა​ლი, წყა​ლი!.. _ იძა​ხო​და ყო​ველ წამს ავად​მყო​ფი და მი​ხაც აწო​დებ​და პა​ტა​რა ხე​ლა​დით წყალს.
ამა​სო​ბა​ში შუა დღემ მო​ა​ტა​ნა, ავად​მყოფს ოფ​ლი მო​ე​დი​ნა და დაწ​ყნარ​და. მი​ხა თა​ვით უჯ​და და ფიქ​რებ​ში იყო გარ​თუ​ლი.
"ახ​ლა რა ამ​ბა​ვია სკო​ლა​ში?" _ ფიქ​რობ​და მი​ხა: _ "იქ​ნე​ბა კარ​გი რამ არის და მე კი წას​ვლა არ შე​მიძ​ლია"...
მი​ხა არ ტყუვ​დე​ბო​და; სკო​ლა​ში მარ​თლა კარ​გი ამ​ბა​ვი იყო. სტუ​მა​რი, რო​მელ​ზე​დაც მა​წავ​ლე​ბე​ლი ეუბ​ნე​ბო​და შე​გირ​დებს, მარ​თლა ეწ​ვია სკო​ლას. იგი და​ეს​წრო გაკ​ვე​თი​ლებს და შე​გირ​დე​ბის ცოდ​ნით კმა​ყო​ფი​ლი დარ​ჩა. ბევ​რმა შე​გირ​დმა სა​ჩუ​ქა​რიც მი​ი​ღო მის​გან კარ​გი სწავ​ლი​სათ​ვის და მთელ​მა სკო​ლამ მას​წავ​ლე​ბელ​თან ერ​თად მად​ლო​ბა და​იმ​სა​ხუ​რა.
"ნე​ტა ახ​ლა მა​მა მო​ვი​დო​დეს", _ ფიქ​რობ​და მი​ხა: _ "რომ მე სკო​ლა​ში წა​ვი​დე!"
მი​ხამ იცო​და, რომ ახ​ლა გვი​ან-ღა იყო, მაგ​რამ მა​ინც უნ​დო​და სკო​ლა​ში მის​ვლა. დი​დი ხა​ნი არ იყო, რაც მი​ხა სკო​ლა​ში შე​იყ​ვა​ნეს, მაგ​რამ ისე შე​უყ​ვარ​და სკო​ლა​ში სი​ა​რუ​ლი, მა​წავ​ლებ​ლის ყუ​რის​გდე​ბა, სა​სი​ა​მოვ​ნო ამ​ბე​ბის კით​ხვა ახალ წიგ​ნში, რო​მე​ლიც ან​ბანს შემ​დეგ და​აწ​ყე​ბი​ნეს, რომ ის დღე, რა დღე​საც სკო​ლა​ში ვერ წა​ვი​დო​და, დღეთ არ მი​აჩ​ნდა.
ამ დროს მი​ხას მა​მა სი​მინდს მარ​გლი​და ყა​ნა​ში. სა​დი​ლო​ბის დრომ მო​ა​ტა​ნა და ამის​თვის კი სა​დი​ლი კაცს არ მო​ქონ​და.
"ალ​ბად, კი​დევ გა​ა​ცი​ვა დე​და-კაცს," _ იფიქ​რა მან, რო​ცა ნა​ხა, რომ აღა​რა​ვინ მო​დის, და, მწა​რედ და​ღო​ნე​ბუ​ლი, წა​ვი​და ში​ნის​კენ.
"რა ვქნა, რა მო​ვა​ხერ​ხო, რომ არ ვი​ცი"? _ ფიქ​რობ​და საბ​რა​ლო მუ​შა-კა​ცი გზა​ზე: _ "ავად​მყოფს მო​ვუ​ა​რო, სა​დი​ლი ვა​კე​თო, თუ ვთოხ​ნო? და​გე​ლო​ცა, ღმერ​თო, სა​მარ​თა​ლი.. მარ​ტო-ხე​ლი კა​ცი ვარ და ამ​დე​ნი საქ​მე კი​სერ​ზე მა​წევს, რა ვქნა, რო​მელ ერთს გა​ვუძ​ღვე? ამ დღე​ებ​ში "ბორ​ჩი​კიც" მო​მად​გე​ბა კა​რებ​ზე ფოს​ტის ფუ​ლის​თვის და მე-კი ორი გრო​შიც ვერ მი​შოვ​ნია, ქი​ნა​ქი​ნა ვი​ყი​დო, იქ​ნე​ბა, დე​და​კაცს ცი​ე​ბამ თა​ვი და​ა​ნე​ბოს"...
ამ მწა​რე ფიქ​რებ​ში იყო გარ​თუ​ლი უბე​დუ​რი მი​ხას მა​მა, მაგ​რამ, შე​ვი​და თუ არა თა​ვისს სახ​ლში, სა​დაც ავად​მყო​ფი ცო​ლი დახ​ვდა, მა​შინ​ვე ალერ​სი​ა​ნად და​ე​კით​ხა, რო​გო​რა ხა​რო.
_ რა​ღა რო​გო​რა ვარ, სა​შინ​ლად გა​მა​ცი​ვა, _ ძლივს უპა​სუ​ხა ცოლ​მა.
_არა​ფე​რია, _ ღი​მი​ლით უთ​ხრა ქმარ​მა, _ დღეს ან ხვალ სა​ი​დან​მე ღმერ​თი მოწ​ყა​ლე​ბას მო​ი​ღებს ჩვენ​ზე; ფულს ვი​შო​ვი, ერ​თი ორ​ჯერ ქი​ნა​ქი​ნას გა​და​გა​შუშ​ხვი​ნებ და სულ კუ​დით ქვას ვას​რო​ლი​ნებ შენს ცი​ე​ბას.
_ ქი​ნა​ქი​ნა-კი არა, ნე​ტა​ვი, რაც სა​ჭი​როა იმი​სათ​ვის ვი​შო​ვი​დეთ ფულს, _ თქვა ავად​მყოფ​მა.
_ ვი​შო​ვით, ვი​შო​ვით!.. აბა ხომ ჩვენ​ზე არ შე​იკ​ვრის ქვე​ყა​ნა. _ ამ​ბობ​და მი​ხას მა​მა.
_ მა​მი, რა არის ქი​ნა​ქი​ნა? _ იკით​ხა მი​ხამ, ცნო​ბის მოყ​ვა​რე​ო​ბით გა​ტა​ცე​ბულ​მა.
_ წა​მა​ლია, შვი​ლო, მე​რე რა წა​მა​ლი? _ დე​და​შენ​მა ახ​ლა ერ​თი წვე​თი რომ და​ლი​ოს, მა​შინ​ვე ფეხ​ზე წა​მოდ​გე​ბა, _ უთ​ხრა მა​მამ.
მი​ხა გა​ჩუმ​და; ვე​ღა​რა​ფე​რი თქვა, ისე გა​ი​ტა​ცა დე​დის მორ​ჩე​ნის სურ​ვილ​მა.
_ ნე​ტა ერ​თი ფულს ვი​პო​ვი​დე დღეს, რომ დე​დის​თვის "ქი​ნა​ქი​ნა" ვა​ყიდ​ვიო მა​მას, _ ფიქ​რობ​და მი​ხა და გულ​ში ღმერთს ეხ​ვე​წე​ბო​და: _ ღმერ​თო, გზა​ზედ ფუ​ლი მა​პოვ​ნი​ნეო.
_ მი​ხა, შვი​ლო, თუ გინ​და, წა​დი სკო​ლა​ში! _ უთ​ხრა დე​დამ მი​ხას, რად​გან იცო​და, რომ სკო​ლა​ში წას​ვლა მი​ხას არ ეწ​ყი​ნე​ბო​და.
_ წა​დი შვი​ლო, წა​დი, _ უთ​ხრა მა​მა​მაც: _ წა​დი, იქ​ნე​ბა, ის​წავ​ლო რა​მე და გა​მო​ი​ყე​ნო, თვა​რა ხომ ხე​დავ ჩვენს გა​ჭირ​ვე​ბას? წა​დი, მე სა​დილს და​გახ​ვედ​რებ...
მი​ხა​საც ეს უნ​დო​და; მა​შინ​ვე წა​მოხ​ტა ზე​ზე, ჩა​იწ​ყო ჩან​თა​ში წიგ​ნე​ბი და გა​ე​ქა​ნა, მხი​ა​რუ​ლი, სკო​ლი​სა​კენ.

III
რო​ცა მი​ხა სკო​ლა​ში შე​ვი​და და და​ი​ნა​ხა თა​ვი​სი ამ​ხა​ნა​გე​ბის გაბ​რწყი​ნე​ბუ​ლი სა​ხე, ბედ​ნი​ე​რი მას​წავ​ლე​ბე​ლი, კმა​ყო​ფი​ლი სტუ​მა​რი; და​ი​ნა​ხა, რომ მთელ სკო​ლას რა​ღაც სად​ღე​სას​წა​უ​ლო ფე​რი დას​დე​ბია, _ აღარ იცო​და, რა ექ​ნა. შემ​კრთა​ლი გა​ჩერ​და ერთ ად​გილ​ზე და მი​ა​ჩერ​და მას​წავ​ლე​ბელს. თით​ქო თვა​ლე​ბით შეს​თხოვს, გა​მა​გე​ბი​ნე, რა ამ​ბა​ვია აქაო.
_ მი​ხას გა​უ​მარ​ჯოს! _ და​უ​ძა​ხა მას​წავ​ლე​ბელ​მა ღი​მი​ლით: _ სად იყა​ვი ამ​დენ ხანს?
მი​ხა არა​ფერს არ ამ​ბობ​და და, გაშ​ტე​რე​ბუ​ლი, იდ​გა.
_ სხვა დროს არ და​გიგ​ვი​ა​ნია და დღეს რო​გორ და​გე​მარ​თა, რომ ამის​თა​ნა ბედ​ნი​ერ დღეს გა​მოგ​ვაკ​ლდი? დღეს ჩვენ გვეწ​ვია ძვირ​ფა​სი სტუ​მა​რი, ყვე​ლა​ნი შეძ​ლე​ბის​დაგ​ვა​რად დავ​ხვდით და მად​ლო​ბა და​ვიმ​სა​ხუ​რეთ, შენ-კი ასე გვი​ან მოხ​ვე​დი... აგ​რე უნ​და მას​პინ​ძლო​ბა?..
მი​ხას თვა​ლე​ბი ძირს და​ეშ​ვა და ცრემ​ლე​ბით ავ​სე​ბო​და. რამ​დე​ნი​მე სიტ​ყვა რომ ეთ​ქვათ კი​დევ, ის ტი​რილს და​იწ​ყებ​და; მაგ​რამ ამ დროს მი​იხ​მო სტუ​მარ​მა მას​წავ​ლე​ბე​ლი და ცო​ტა ხანს ჩუ​მად ელა​პა​რა​კე​ბო​და. ლა​პა​რა​კის დროს ორი​ვე​ნი მი​ხას უყუ​რებ​დენ; მე​რე მი​ვი​და მას​წავ​ლე​ბე​ლი მი​ხას​თან, გა​და​უს​ვა თავ​ზე ხე​ლი და უთ​ხრა:
_ არა უშავს რა!
_ მო​დი, პა​წა​წავ! _ უთ​ხრა სტუ​მარ​მაც ალერ​სი​ა​ნად. მი​ხას ია​მა მას​წავ​ლებ​ლი​სა და სტუმ​რის სიტ​ყვე​ბის კი​ლო და თა​მა​მად მი​ვი​და.
_ აბა, მო​ყე​ვი აქე​დან! _ უთ​ხრა სტუ​მარ​მა და აჩ​ვე​ნა გა​დაშ​ლილ წიგ​ნზე ად​გი​ლი. მი​ხა ჯერ ხმის კან​კა​ლით შე​უდ​გა კით​ხვა, მე​რე და მე​რე-კი გა​თა​მამ​და და ჩი​ნე​ბუ​ლად და​იწ​ყო კით​ხვა. წა​კით​ხვის მე​რე სტუ​მარ​მა ათ​ქმე​ვი​ნა წა​ნა​კით​ხი და მი​ხა​მაც მშვე​ნივ​რად უამ​ბო ყვე​ლა​ფე​რი, რაც წა​ე​კით​ხა, მე​რე ლექ​სე​ბი ათ​ქმე​ვი​ნეს ზე​პი​რად, მე​რე სა​ან​გა​რი​შო მის​ცეს. მი​ხამ თა​ვი გა​მო​ი​ჩი​ნა, ისე კარ​გათ უთ​ხრა ყვე​ლა​ფე​რი.
_ ყო​ჩაღ, ყო​ჩაღ! _ იძა​ხო​და სტუ​მა​რი. მას​წავ​ლე​ბე​ლი გა​ხა​რე​ბუ​ლი იყო მი​ხას პა​სუ​ხით, სტუ​მა​რი გაკ​ვირ​ვე​ბუ​ლი.
გა​ა​თა​ვეს მი​ხას გა​მო​კით​ხვა.
_ სა​ჩუ​ქა​რი რომ აღა​რა მაქვს შენ​თვის! _ გულ​დაწ​ყვე​ტი​ლი ეუბ​ნე​ბო​და მი​ხას სტუ​მა​რი: _ რაც მქონ​და, ყვე​ლა და​ვა​რი​გე დღეს.
_ ნუ შე​წუხ​დე​ბით, მე მივ​ცემ სა​ჩუ​ქარს თქვენ მა​გი​ერ, _ უთ​ხრა სტუ​მარს მას​წავ​ლე​ბელ​მა.
_ თქვენ-კი მი​ცემთ, მაგ​რამ მე მინ​და, რომ ჩემ​გა​ნაც ქონ​დეს რა​მე. მე მოგ​ცემთ ფულს და გთხოვთ, ჩემ მა​გი​ერ უყი​დოთ, რაც თვი​თონ სურს.
ამ სიტ​ყვებ​ზედ ამო​ი​ღო სტა​მურ​მა რამ​დე​ნი​მე თეთ​რი ფუ​ლი და მი​ცა. მას​წავ​ლე​ბელ​მა გა​მო​არ​თვა და მი​უბ​რუნ​და მი​ხას:
_ მი​ხა, ბა​რემ ახ​ლა​ვე მით​ხა​რი, რა გი​ყი​დო ამ ფუ​ლით?
_ "ქი​ნა​ქი​ნა"! _ წა​მო​ი​ძა​ხა უცებ გა​ხა​რე​ბულ​მა მი​ხამ.
ყვე​ლამ ყუ​რე​ბი ცქვი​ტა და, გა​ო​ცე​ბუ​ლებ​მა, შე​ხე​დეს.
_ რა? _ და​ე​კით​ხა მე​ო​რედ მას​წავ​ლე​ბე​ლი, რო​მელ​საც ეგო​ნა, რომ ყურ​მა მო​მატ​ყუ​აო.
_ ქი​ნა​ქი​ნა! _ გა​ნი​მე​ო​რა ბავ​შვმა.
_ იცი მე​რე, რა არის ქი​ნა​ქი​ნა? _ ღი​მი​ლით კით​ხა სტუ​მარ​მა.
_ წა​მა​ლია, მი​უ​გო ბავ​შვმა.
_ მე​რე რად გინ​და შენ ეგ წა​მა​ლი? _ კით​ხა მას​წავ​ლე​ბელ​მა.
_ დე​დას აცი​ებს და მა​მა წუხს: უფუ​ლო​ბას რა ვუ​ყო, თვა​რა "ქი​ნა​ქი​ნას" ვი​ყიდ​დი და მო​ვარ​ჩენ​დიო,
სტუ​მარ​მა და მა​წავ​ლე​ბელ​მა ერ​თმა​ნეთს შე​ხე​დეს...
იმ სა​ღა​მოს მას​წავ​ლე​ბე​ლი და ფერ​შა​ლი მახ​ლო​ბელ და​ბი​დან მი​ვი​დენ მი​ხას სახ​ლში. ფერ​შალ​მა ნა​ხა ავად​მყო​ფი, სა​ჭი​რო წამ​ლე​ბი (რა​საკ​ვირ​ვე​ლია "ქი​ნა​ქი​ნაც") და​უ​ტო​ვა და და​რი​გე​ბაც მი​ცა, რო​გორ მოქ​ცე​უ​ლი​ყო. მას​წავ​ლე​ბელ​მა-კი პა​ტა​რა სუ​რა​თე​ბი​ა​ნი წიგ​ნი მო​უ​ტა​ნა მი​ხას. აუ​წე​რე​ლია ის მხი​ა​რუ​ლე​ბა, რო​მელ​საც გრძნობ​დენ, რო​გორც მი​ხას მშობ​ლე​ბი, ისე თვი​თონ მი​ხა; ამი​სი მხო​ლოდ გრძნო​ბა შე​იძ​ლე​ბა და არა გა​მოთ​ქმა!..