Jump to content

ქარში დაკარგვა ისევ მწყურია

From Wikisource
ქარში დაკარგვა ისევ მწყურია
ავტორი: ტერენტი გრანელი


ქარში დაკარგვა ისევ მწყურია,
ეს ღამე რაღაც უცნაურია.

ცის მდუმარება იგრძნეს ქუჩებმა,
აქ ბრწყინავს სევდა, იქ სილურჯეა.

მოქალაქენი ნელა მიდიან,
ირგვლივ დუმილი და სიმშვიდეა.

მთვარე წავიდა, ღამე შავია,
აქ ვარ მიწაზე, იქ ვარსკვლავია.

ჩემთვის პოეტი მხოლოდ გულია,
სადღაც სიბნელე და უფსკრულია.

ვწევარ, ქუჩებში სხვები დადიან
და როგორც ლექსი, ცა მარადია.

ქარში დაკარგვა ისევ მწყურია,
ეს ღამე რაღაც უცნაურია.

რესურსები ინტერნეტში

[edit]