ქარმა ხომ ბევრი ფიქრი დატოვა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ქარმა ხომ ბევრი ფიქრი დატოვა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ქარმა ხომ ბევრი ფიქრი დატოვა,
ცისკენ გაფრინდნენ თეთრი მტრედები.
ყველას მოვშორდი, ახლა მარტო ვარ,
ახლა უმიზნოდ დავეხეტები.

დავტოვებ ქუჩას და მთისკენ წავალ,
მე ისევ ბედის გრიგალს მივყვები.
ვიქნები, ეს მზე სანამ არ ჩავა,
სანამ ფიქრებით არ დავიღლები.

რესურსები ინტერნეტში[edit]