ქართველ ახალგაზრდობას

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ქართველ ახალგაზრდობას
ავტორი: ტერენტი გრანელი


გათავდა, მორჩა, მე არ ვარსებობ,
ახლა თქვენ შორის არ ვიმყოფები.
მშვიდობით, ჩემო ახალგაზრდებო,
მე სამუდამოდ გემშვიდობებით.

გათავდა, მორჩა, მე არ ვარსებობ,
დღენი მიჰქრიან, როგორც ფოთლები.
მშვიდობით, ჩემო ახალგაზრდებო,
მე სამუდამოდ გემშვიდობებით.

გათავდა, მორჩა, მე არ ვარსებობ,
დავტოვე დები და მეგობრები.
მშვიდობით, ჩემო ახალგაზრდებო,
მე სამუდამოდ გემშვიდობებით.

გათავდა, მორჩა, მე არ ვარსებობ,
ახლა თქვენ შორის არ ვიმყოფები.
მშვიდობით, ჩემო ახალგაზრდებო,
მე სამუდამოდ გემშვიდობებით.

რესურსები ინტერნეტში[edit]