Jump to content

ქართველთ ებრაელნი საქართველოში

From Wikisource

"ქართველთ ებრაელნი საქართველოში"
ავტორი: ზაქარია ჭიჭინაძე


File:1904 - ქართველთ ებრაელნი საქართველოში.pdf




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ქართველთ ისრაელნი საქართველოში, ზ. ჭიჭინაძე, თბილისი ელექტრონის საბეჭდავი თ. გრ. ნ. დიასამიძისა, სასახლის 1. 1904

ქართველთ ქართველთებრაელნი ებრაელნი ებრაელნი (ამ შრომას წრფელის გულით ვუძღვნი ჩემგან გულით პატივცემულს ქარ-

თველ მამულისშვილს ალექსანდრე იოსების ძე ბერელაშვილს).
ებრაელთა კვალი საქართველოში მეტად ძველის დროთაგან სჩანს. ებრაელთა ძველს მეისტორიებს ამის შესახებ ბევრი არაფერი აქვსთ, ქრისტეს წინა დროის, IV საუკ., მეისტორიე მაგოსფენი სწერს, რომ ნაბუქოდონოსორ ბაბილონის

მეფისაგან აოხრებულ ურიათა ერთი ნაწილი შავი ზღვისკენ გადასახლდაო. ამ შემთხვევას ებრაელთა ისტორიაშიაც ასახელებენ გაკვრით, მცირედ *). მხოლოდ საშუალ საუკუნის ებრაელთა მოგზაურების ნაწერებში სჩანს აქა-იქ თითო-ოროლა ცნობები ქართველ ებრაელთა ცხოვრების შესახებ. ერთმა განათლებულმა ებრაელმა მაუწყა, რომ ქართველ ებრაელთა შესახებ ძველ ებრაელთ მეისტორიებს ბევრი რამ ცნობები უწერიათო, მაგრამ იმ ცნობებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწიესო, ჟამთა ვითარების მეოხებით მოისპნენო. „ქართლის ცხოვრებაში" ებრაელნი მოხსენებულ არიან მრავალ ალაგას.

ებრაელთა გარდმოსახლება საქართველოში ქრისტეს წინა დროებს ეკუთვნის, შვიდი საუკუნით უწინარეს, ანუ როცა ნაბუქოდონოსარი მეეე დაეცა ურიასტანს, ყოველივე აღაოხრა, იერუსალიმი წარსტყვევნა და ებრაელნიც დაჰფანტა.

აი, პირველად ამ დროს გადმოსახლებულან საქართველოში ებრაელთა ძენი. საქართველოში ამათი მოსვლის ამბავი ასეა მოხსენებული „ქართლის ცხოვრებაში": „მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყვევნა იელუსალიმ, და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს ქართლს, მოითხოვეს მცხეთელ მამასახლისისაგან ქვეყანა ხარკითა. ხოლო მცხეთელმა მამასახლისმან მისცა და დახსნა არაგვსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი. და რომელ ქვეყანა აქვნდათ მათ ხარკითა, აწ ქვიან ხერკ, ხარკისა მისთვის". ___________________

  • ) ისტორია ებრაელთა ერისა, რუსულს ენაზე დაბეჭდილი.
ამ ცნობიდამ სჩანს, რომ საქართველოში ებრაელნი ისეთ

დროს მოსულან, როცა ქართველებში მამასახლისური წესები არსებობდა, მისი გამგეობა რესპუბლიკურ გამგეობას გვანდა. მიტომაც არს, რომ ამათ მცხეთის უფროსი მამასახლისისათვის მიუმართავთ და ადგილები უთხოვნიათ საცხოვრებლად, რაისა გამო იგინი ხარკის გარდახდასაც დაჰპირებიან, ამის გამო შემდეგ დროში თვით ამ საცხოვრებელ ადგილსაც ხარკი სწოდებია. უნდა მოგახსენოთ, რომ ებრაელთა გადმოსახლება საქართველოში რამდენ გზის მე უნდა მომხდარიყოს, მაინც ისტორიულათაც შენიშნულია, რომ ურიასტანიდამ ებრაელნი რამდენ გზისამე იქმნენ დევნილნი, აქა იქ წასულნი და დაპნეულნი თავიანთ სამშობლოს ქვეყნიდამ. ისრაელნი რომ საქართველოში სხვა და სხვა დროს მოსულან. ესა სჩანს თვით ჩვენი ისტორიულის ცნობებიდამაც. ძველადვე ებრაელნი საქართველოში იგოდენათ იყვნენ გამრავლებულნი, რომ როცა საქართველოში ალექსანდრე მაკედონელი შემოვიდა, მაშინ მას საქართველოში ურიათა ერთობ დიდი რიცხვი დაჰხვდა *). როგორცა სჩანს ცნობებიდგან ისრაელნი საქართველოში თავიანთ სჯულით ყოფილან შთენილნი, მათ მოდავე არავინ ყოფილა, იმ ჟამად ქართველნი არმაზს აღიარებდნენ.

მეორე გარდმოსახლებაც ყოფილა ქრისტეს წინეთ, როცა

ურიასტანს ყოველივე აღაოხრეს და ისრაელნიც სდევნეს სასტიკათ. ამ დროს, საქართველოში უნდა მოსულიყვნენ მეტად დიდი რიცხვნი ებრაელთა, რომლის უმეტესი ნაწილი უნდა დასახლებულიყვნენ ლაზისტანს, მესხეთს, ჯავახეთს, ქართლს, იმერეთს, გურიას, ნამეტურ ქიზიყს, ბოდბისხევს. ეს რომ ასე უნდა იყოს, ამას გამოაჩენს სხვა და სხვა ისტორიული ცნობებიც, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ. „ქართლის ცხოვრების" თქმით**) საქართველოში ებრაელთა რიცხვი ძველადგანვე იგოდენათ იყო მოფენილი და მათი ენა საერთოდ ისე იხმარებდა, ___________________

  • ) „ქართ. ცხ." I ტ. გამოც. თფ.
    • ) იქვე.

რაისა გამო თვით ქართველთაც კი იცოდნენ ებრაული ენა ისე როგორც ქართული. ამ გარდმოცემას ჩვენ მარტოდ „ქართლის ცხოვრების" ცნობებზე ვამყარებთ, ევროპიელთ მეისტორივთ ეს ცნობა არსად აქვთ მოხსენებული.

მესამე გარდმოსახლების ხანა უნდა მომხდარიყოს ქრისტეს დაბადების წინეთ 70 წლების, არა უგვიანეს, შემდგომ

ამის, საქართველოში მოდიან ქრისტეს ცხოვრების დროს და თვით იმ დროსაც, როცა კარსნელი მღვდელნი და მცხეთელნი ურიასტანში წავიდნენ და ქრისტეს საქმეებს დაესწრენ. უკანასკნელ გადმოსახლებულთ ებრაელნი დასახლღნენ დასავლეთ საქართველოში, სახელდობრ სადა, ეს ჩვენ არ ვიცით, ხოლო თქმულება არს, რომ ფანასკერტს უნდა ყოფილიყვნენ. ამ გადმოსახლებულთ რიცხვი მეტად დიდი ყოფილა, ზედ მიწევნით ათი ათას სულამდის უნდა ყოფილიყოს, რადგანაც შემდეგ დროს, როდესაც რაღაც შემთხვების გამო ფანასკერტიდამ ურიანი ქართლს გადმოსახლდნენ, მაშინ მარტოთ ურიათა ორს მებატონე ზაზას და ციცის 3000 ჩუსტიანი ებრაელი გადმოყოლია. ზაზა და ციცი ნამდვილ ებრაელთა გვარის მებატონენი ყოფილან, მათივ სარწმუნოების მექონი. შემდეგ დროებში ეს მებატონენი საქართველოში, ქართველთ მეფეებთან ამაღლებულ იქმნენ და თავადისშვილობით დაჯილდოვებულნი, ამ ზაზა და ციცის შთამომავალთ აღიარებენ დღეინდელ ქართლში მცხოვრებ თავად ციციშვილებს, ქარელში ებრაელნიც სცხოვრობენ, ციციშვილები რომ ისრაელთა შთამომავალნი არიან, ამის ცნობები მათ გვარშიაც არს დაშთენილი. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია ისრაელთა შთამომავალმა გამოჩენილმა მხატვარმა ზიჩმაც. ციციშვილებში მიმოვლო, სხვა და სხვა ცნობები შეკრიბა და თავის თავი პირდაპირ ციციშვილების სახლის კაცათ აღიარა.

როგორც სჩანს, ურიასტანიდამ როცა ისრაელთა გარდმოსახლება მომხდარა, გარდმოსახლებულთ შორის გლეხთა

გარდა მებატონენიც ყოფილან, ე. ი. ისრაელთა გვარის შვილნი, იგინი თავიანთ ყმებს თან გამოჰყოლიან, ჟამთა ვითარების მეოხებით ასეთ ცნობებმა ჩვენ დრომდის ვერ მოაღწიეს, ასე რომ მის შესახებ არაფერი ცნობები სჩანს, თუ ისრაელთ მებატონისა და ყმის შორის უცხო სამეფოს წინაშე როგორი დამოკიდებულება არსებობდა, ან რა გვარი კანონები იყო მათში, რომ ისრაელნი საქართველოში სცხოვრებდენ. მამასახლისური წესებისაგან დიდათ კმაყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ, მამასახლისური გამგეობა მათ დიდს შეღავათს აძლევდა, ცხოვრების მოსაპოვებლათ დიდს სახსარს ანიჭებდა, მიზეზიც ეს იყო, რომ ისრაელნი ისე მრავლად გადმოდიოდნენ საქართველოში. საქართველოს ისრაელნი კარგად მოესწრენ ქართველთ მამასახლისურ წესებს, მის არსებობას და შემდეგ გაუ- ქმებასაც. ცხადი საქმეა, რომ საქართველოს ერთ მეფობის დაარსების დროს, ისრაელნიც დიდს მნიშვნელობას იქონიებდნენ ფარნავაზ მეფეზედ, ეს ცხადათ სჩანს იმ გარემოებიდამაც, რომ ებრაელნი ურიასტანიდამ საქართველოში მოსულნი უპირველეს მცხეთას დასახლდნენ, მცხეთა მაშინ უპირველეს ქართველ საცხოვრებელად ითვლებოდა, სჩანს ებრაელთაც მიხვედრა და წარმოდგენა ჰქონიათ, რომ მცხეთელ მამასახლისს მცხეთას და მის ახლო მახლო სოფლებში ცხოვრება სთხოვეს და ამის სამაგიეროთ ხარკის გადახდასაც შეჰპირდნენ.

ცნობა არს, რომ იგინი ამისთვის მომზადებულნიც ყოფილან, რადგანაც მათ ვაჭრობის, ანუ აღებ-მიცემის ცოდნაც

ჰქონიათ, ამას იგინი თავიანთ სამშობლოში შესჩვევიან და შემდეგ მგზავრობაშიაც კარგი მიხვედრა მიუღიათ.გარდა ამის იგინი გამოცდილ იყვნენ თავიანთ სამშობლოს დევნა, ტყვევნააოხრებაშიაც, იცოდნენ აგრეთვე გარდმოსახლების სიძნელე, მისი ფასი, ახსოვდათ კარგათ, თუ მათ რა დიდის ტანჯვით, და ღწვით მოაღწიეს მცხეთამდე. ებრაელნი რომ ამისი ცოდნის უპირატესობით არ ყოფილიყვნენ დაჯილდოვებულნი, უამისოდ მათ არც მცხეთის მამასახლისი დართავდა მცხეთაში დასახლების და ცხოვრების ნებართვას, სჩანს ესენი მოხერხე-. ბულნი ყოფილან. სამწუხაროდ, ებრაელთა ცხოვრების და პირობების შესახებ „ქართლის ცხოვრებაში“ ბევრი რამ არ სჩანს. ამ ერს ბევრი რამ თავგადასავალი გარდახდებოდა, საქართველოში მოსულთაც ბევრი რამ ძნელი სატანჯი პირობები დაჰყვებოდათ. გარდა ამისა, ქრისტეს დაბადებამდე მთელი საუკუნე გადის და მათ შესახებ არსად არაფერი სწერია, მხოლოდ ადრეკ მეფის დროს, დაიბადა იესო და ამ დროს კი აქა იქ მოიხსენებიან ისრაელნი, ამ დროის ცნობებიდგან კარგად სჩანს, რომ ისრაელნი საქართველოში მოსულნი მრავლად ყოფილან.

როგორც სჩანს ქრისტეს დაბადების დროს, საქართველოში, ისრაელნი შეჩვეულნი ყოფილან ადგილობრივ წეს-წყობილებას და ცხოვრებასთან. ამ გარემოებას ძრიელ აცხოვლებდა ის პირობებიც, რადგანაც საქართველოში ებრაელთა რიცხვი მეტად იყო გამრავლებული. მარტოდ მცხეთის ახლო-მახლო სცხოვრებდენ სოფ. ქარსნას, კოდმანს, ძეგვს, ზანავს,

ხერკს, არაგვს და მთლად გასწვრივ არაგვის და მტკვრის შეყოლება, მეტეხს, კასპს, ხანდაკს, მუხნარს, კავთისხევს,ურიათუბანს და სხვა სოფლებში, სადაც დღეს მათი ნასახისაც არაფერია დაშთენილნი. უნდა ითქვას, რომ ძველად, ქართლში, არ ყოფილა სადმე სოფელი, რომ იქ რამდენიმე კომლი ებრაელთა მცხოვრების არ ყოფილიყოს. ქართლის გარდა სამცხე-საათაბაგოსაც ისევე სცხოვრებდნენ. საქართველოში ასე იყო მათი რიცხვი გამრავლებული, მთელს კავკასიის ერთ შო- რის ებრაელნი მარტოდ საქართველოში მოვიდნენ, აქ დასახლდნენ სხვა და სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებში საქართველოდამ გადასახლდნენ და დასახლდნენ. ქართველთ ებრაელთ უძველეს დროდამ ქართული ენა შეინახეს თვით აღმოსავლეთის უშორეს ქვეყნებში, ასევე მოხდა ლაზისტანისკენ, ტრაპიზონშიც კი შეინახეს ქართველ ებრაელთა ქართული ენა, ტრაპიზონს, დღესაც ამ ენით ლაპარაკობენ. თვით ქართველთ შთამომავალთ ქართველ მაჰმადიანებმა ვერ შეანახეს ქართული ენა და დაკარგეს. სამცხე-საათაბაგოს სცხოვრობდნენ ფანასკერტს, არდანუჯს, არტანს, ოლთისს, ახალ-ქალაქს, ახალციხეს. და ბევრსაც სხვა სოფლებში, რომელ სოფლებს ვახუშტიც აღნიშნავს; სცხოვრებდნენ აგრეთვე კახეთს, ნამეტურ ბოდბის ხევს, ბოდბის ხევი მთლათ ებრაელთაგან შესდგებოდა. იმერეთშიაც სცხოვრობდნენ ხოლო მცირედ, აქა იქ. გურიაშიც კი ნახევარზე მეტი მცხოვრებთა რიცხვი ებრაელინი ყოფილან.

როგორც ქართლს, სამცხეს და გურიას ისევე ებრაელთა

რიცხვი კახეთში — ნამეტურ ქიზიყსაც მრავლად სცხოვრებდნენ. სადაც კი ყოფილან ებრაელნი და უცხოვრიათ, ყველგან თავიანთი ცხოვრების კვალი ქონიათ დამჩნეული, გარდა ასეთი კვალისა იგინი სხვაფრივაც შესამჩნევნი ყოფილან, ამათ ჰყოლიათ თავიანთის სჯულის მეთაური სასულიერო პირნი, მწიგნობარნი, მეტყველნი, მეფსალმუნენი და თვით მღვდელთ მთავარნიც, იმათ შორის ყოფილან ისეთი პირნიც, რომელნიც თავიანთ დროს, ებრაელთა მწიგნობრობით იწოდებოდნენ, მთარგმნელად და ბრძენათა და მეცნიერათ. კარგათ სჩანს, რომ როდესაც კი ურიასტანიდამ ებრაელნი დაძრულან და გარდასახლება გადაუწყვეტიათ, რომელთაც საქართველოში სურვებიათ წამოსვლა, ანუ გარდმოსახლება, მათ იქვე ურიასტანში სცოდნიათ საქართველოს არსებობა, ხალხის ცხოვრება, შინაგან სამეფოს პირობები და ბევრიც სხვა ასეთი საჭირო ცნობანი, რაც კი რომელიმე ერის ემიგრაციის დროს ცხადათ გათვალისწინებული უნდა იყოს გარდამსვლელთათვის. სჩანს, გარდმოსახლება ისე ყოფილა ხოლმე, რომ მათში ყველა დარგის პირნი რეულან, მათ შესძლებიათ თითქმის საქართველოში საკუთარის ისეთი კოლონიების დაარსება, სადაც ყოველივე საჭირო მხარე მათის ცხოვრებისა თვით მათსავე თანამემამულეთ ეჭირებოდათ ხელში.

მაგალითებრ: საქართველოში მცხოვრებთ ებრაელთ ყოველთვის თავიანთ ტომის მკურნალნი და დოსტაქრები ჰყვანდათ, მასწავლებელნი მღვდელნი დ თავიანთ სოფლის გამგენიცა,

რადგანაც იგინი სოფლებში ცალ-ცალკე სცხოვრებდნენ, მათში სხვა ტომის არავინ ერია, მაგალითებრ კარსნას მთლათ ებრაელთა უბანი იყო, ისევე კოდმანს, ბრეთს, ურიათუბანს და სხვა, ეს რომ ასე იყო ამას ცხადათ აჩენს თვით დღეინდელი მათი ცხოვრების ცნობებიც, სადაც კი დარჩენ ქართველ ებრაელნი მათ ყველგან ცალკე ცხოვრება შეინარჩუნეს, ამის მაგალითია ახალციხელთ ებრაელთა საქმე, ქუთაისის და თვით თბილისსაც, ძველად, როცა კი თბილისში ქართველ ებრაელთა მკვიდრნი სცხოვრობდნენ, მაშინ მათი (ვახუშტის გეოგრაფია 1848 წ. დაბეჭ პეტერ.) რიცხვი სცხორობდა თბილისის ერთ კუთხეს, მოედნის ზემოთ, ანუ სიონის მახლობლივ, ფეთხაინის ეკლესიის ძირს, თვით ეს სახელიც ვგონებთ წარმომდგარია ურიული სიტყვა ბეთხაინიდამ, ბეთხაინი ურიულად ნიშნავს სასაფლაავოს და როგორც ცნობა არის, ქრისტეს წინეთ, თბილისში მცხოვრებ ქართველ ებრაელთ თავიანთი ბეთხაინა (სასაფლავო) სწორეთ იმ ალაგას ჰქონიათ, სადაც დღეს სომეხთა ფეთხაინის ეკლესია არს აღშენებული, რომელ ეკლესიაც საუკუნის დამლევს ვახტანგ გორგასლანის შვილის დაჩი მეფისაგან იქმნა აღშენებული ქართველთათვის და ბეთლემის მღვთის მშობლად წოდებული. ჩვენში ამ ტაძრის სახელ წოდების შესახებ ასეთი ცნობა არს დატოვებული და ქართველი ებრაელნი კი იმას ამბობენ, რაც მოვიხსენეთ. შესანიშნავია ეს ფეთხაინი იმის მხრითაც, რომ იქ დღემდე არს დაშთენული ერთი ძველი შთენი, რომელიც წარმართების დროის ქართველ ერის, თუ ქართველ ებრაელთა სალოცავათ ყოფილა დანიშნული. საყურადღებოა ეს შთენი რათა მომავალისათვის არ იქმნეს აღგვილი და მოსპობილი.

ებრაელნი თუმცა საქართველოში ძველადგანვე მოვიდნენ

და „ქართლის ცხოვრების" სიტყვით დასხდნენ და საქართველოში მიეცნენ ცხოვრებასა და შრომას, მაგრამ მათ თავიანთ გულ ჩამწვარ დატყვევებულ სამშ ბლოს ხსოვნა კი მაინც არას დროს არ დავიწყებიათ, შორს იყვნენ, მაგრამ გული კი ყოველთვის სამშობლოსკენ მიელტოდათ, ურიასტანის ყოველ მოვლენას, ყოველ შინაგანს საქმეს და მოძრაობას ესენი ჯეროვან ყურადღებას აპყრობდნენ. ამისათვის მათ ჰქონდათ გამბული ერთობა, წერილების განუწყვეტლივი მიწერ-მოწერა, ნამეტურ საქართველოს ებრაელთა სასულიერო წოდებასაც დაახლოვებული კავშირი ქონდა ურიასტანის სასულიერო გამგეობასთან, ესენი მათ ემორჩილებოდნენ უაღრესად. ყოველი ნაბიჯი ქართველთ ებრაელთა სასულიერო წოდებისა ურიასტანის სასულიერო წოდების გამგეობას ექვემდებარებოდა, საქართველოს ებრაელთა უმთავრესი სასულიერო გამგეობა მცხეთაში ყოფილა, უმფროსი მღვდელმთავარიც აქა მჯდარა, მღვდელ მთავრის ბინა ანუ რეზიდენცია მცხეთა ყოფილა. ურიასტანიდამაც მცხეთის ურიათა სასულიერო გამგეობას დიდი ყურადღება ენიჭებოდა და ყოველი ნაბიჯის ცნობა ურიასტანის სასულიერო წოდებისა უმალვე მოსდიოდათ მცხე- თაში და ტყობილობდნენ. ამის მაგალითები „ქართულის ცხოვრებაშიაც" ერთობ ხშირია. როგორც ზემოთაც ვახსენეთ გაკვრით, ებრაელნი ურიასტანიდამ ყველაზედ წინეთ საქართველოში მოსულან და დასახლებულან, როცა ესენი ქართლში სჩნდებიან მათი ხსენება არ არის არც დაღისტანს, სპარსეთს, ურუმის ავღანისტანს, ქურთისტანისკენ, სპარსეთს და სხვა ასეთ უშორეს კუთხეებშიც. პირველ საუკუნოების შემდეგ, ებრაელნი საქართველოდამ გარდასახლდნენ ამ კუთხეებში და დასახლდნენ, ამ გარდასახლებას ძველადგან მათი სასულიერო წოდებაც უწყობდა ხელს და ესენი მხარს აძლევდნენ, რომ საქართველოდამ ებრაელნი კავკასიის ოთხსავ კუთხივ მოსდებოდნენ, გარდასახლებულიყვნენ, რადგანაც საქართველოში მათი რიცხვი ერთობ დიდი იყო.

ებრაელნი საქართველოში ქართულ ენას სულიერად ძველადგანვე შესჩვევიან. მათ სამშობლო ენას ძველადგანვე ქართული ენა შეადგენდა, იგინი ერთობ ადვილად ითვისებდნენ

ამ ენას. ენას გარდა ესენი ითვისებდნენ ქართულ ტანთსაცმელს, გარეგან ყველა წესებს და ჩვეულებათა ქალნი — ქალთა და კაცნი — კაცთა, საქართველოდამ ებრაელნი საცა კი სახლდებოდნენ ყველგან თან მიჰქონდათ, ქართული ენა, ქართველი ერის ტანთსაცმელი და თვით წერილების წერასაც კი ქართულად მოეწყვნენ. უცხოეთში ამათ ქართული ენა კარგა ხანს შეუნახავს, დიდის დროის განმავლობის წყალობით, უკანასკნელი კი დაკარგეს ქართული ენა და სხვა ენა შეძინეს, დღეს ასეთ ებრაელთა რიცხვი კავკასიას მცხოვრებთ შორის აქა იქ ერთობ ხშირია და ყველა იგინი საქრთველოდან არიან გასულნი და მოფენილნი. ზოგს ქართველ ებრაელთ დღემდე აქა იქაც შერჩათ ქართული ტანთსაცმელის ხსოვნა და ბევრს ალაგას ებრაელთა ქართული ტანისამოსი აცვიათ, რასაკვირვლია ცოტა რამ ცვლილებით კი, ეს ეტყობათ არა მარტო კაცებს, არამედ თვით ქალებსაც, რომელნიც ქართველ ქალის თავსახურავს ერთობ დიდხანს ატარებდა უცხოეთში. ქართველ ებრაელთა საქარველოდამ სხვა და სხვა კუთხებში გარდასახლების შესახებ სხვა რამ საერო მიზეზებით არა არის რა, პირდაპირ ებრაელთა ცხოვრების შნო არს და აღორძინების ლტოლვა. არავინ იფიქროს, რომ ესენი ქართლიდამ სარწმუნოების დევნის გამო გადიოდნენ, არა, ესენი ქართლიდამ ვაჭრობის და აღებ-მიცემის მხრით მიემგზავრჱბოდნენ. ცნობილია, რომ მთელი აზიის მცხოვრებ ებრაელთა წინაშე მცხეთა და მის გამგეობა ყველგან ცნობილი ყოფილა. ყოველ ებრაელთა რთული სასულიერო საქმე მცხეთაში გაირჩეოდა მათ მიერ ებრაელთა მღვდელ მთავართაგან, აზიის ყოველ თემთა მცხოვრები ურიანი მცხეთისკენ ისე მიილტოდნენ, როგორც ბეთლემს, სიონს, იერუსალიმს, ისევე მცხეთას უმზერდნენ იგინი და პატრონო- ბდნენ. ურიასტანშიაც ასევე იყო და ებრაელთა სასულიერო წოდება მთელს კავკასიის უპირველეს საბინადრო, წმინდა ადგილათ მცხეთას სთვლიდნენ. ერთის სიტყვით, მცხეთა და მის ურიათა მღვდელთმთავარნი იყვნენ ისრაელთა შუა გულში, ანუ ზღუდე კავშირსა, რომელიც მთელს ოტებულთ ებრაელთა რიცხვს იერუსალიმს უახლოვებდა.

როგორც ვსთქვით ზემოთ, ადრეკ მეფის დროს იშვა იესო,

ამ დროს, საქართველოში, ებრაელთა შორის, სამღვდელო პირთაგანნი სახლოვნებდნენ მღვდელნი მრავალნი, მაგრამ უმეტს მღვდელნი ლონგინოზ კარსნელი დხ ელიოზ მცხეთელი, გამოჩენილნი იყვნენ ებრაელთ შორის იმ დროც არა მარტოდ სამღვდელო პირნი, არამედ ერის კაცნიც და თვით მდედრობითი სქესიც, ამის მაგალითი გახლავსთ ელიოზ მცხეთელის დის სიდონიას ცნობიერება, რომელიც „ქართლის ცხოვრებაშიც" მოიხსენება. იესოს დაბადების შემდეგიდამ, ვიდრე მის ჯვარცმამდე, ებრაელთა სასულიერო წოდება დიდს ქენჯასა და მერყეობაში იყო შთავარდნილი, იესო წინააღმდეგი იყო მათი, ეს ითხოვდა მოსეს სჯულის შეცვლას, მის მაგიერ ახლის სჯულის მიღებას. იესო ამას ჰქადაგებდა ხალხში აშკარად. ამით მან ხალხიც აიყოლა, ებრაელთა ტომის ერში მწვალებლობა დაითესა, ეს გარემოება ებრაელთა სასულიერო წოდებას ძრიელ აწუხებდა, დიდათ სწყინდათ მათ და იესოს ეუბნებოდნენ,. რომ ჩვენ შენს თქმულებას ვერ მივიღებთ, მოსეს სჯულს უარს ვერ ყოფთ. განვიხილავთ, გავარჩევთ, თუ რამ უადგილოს ვპოვებთ, იმას გამოვტოვებთ და მის მაგიერ სხვას დავსდებთ, ხოლო სრულიად შეცვლას კი ვერ ვიზავთო. ამაზედ მოხდა დიდი დავა და სწორეთ ამ გარემოებამ გამოიწვია იესოს ჯვარცმაც, რასაც ებრაელთა საღვდელოებაც დიდათ ითხოვდა. ებრაელთა სამღვდელოებას საქმე გაუჭირდათ, სახუმარო აღარ იყო, ამათ განიძრახეს ებრაელთა შორის მსოფლიო კრების დანიშვნა და ეს მალეც მოახერხეს. ამდროს ურიასტანი რომის იმპერიას ემორჩილებოდა. მართალია ებრაელთ თავიანთი მეფეც ყავდათ, მაგრამ იგინი მაინც რომის იმპერიას ხარკს აძლევდნენ, ურიასტანში რომაელთ სენატი არსებობდა. რომაელთ სენატსაც შეჩივოდნენ ებრაელთა სამღვდელონი, ატყობინებდნენ, რომ ჩვენში გამოჩნდა ერთი კაცი, სახელდობრ იესო, იოსების ძე ნაზრეველი, რომელიც თავის თავს ძე ღვთისათ აღიარებს და მოსეს სჯულის წესებსაც ეწინაამღდეგებაო, ჩვენ ვითხოვთ მის სამართალში მიცემას და დასჯასო. ვიდრე ებრაელთა სამღვდელოება თავისს საწადელს მიაღწევდა, მინამ საქართველოს ადრეკ მეფის მეშვიდე წლის მეფობის დროს, მცხეთელ ურიებს ასეთი ცნობა მოუვიდათ იერუსალი მიდამ: „სპარსთა იერუსალიმი წარტყვევნეს, ყოველივე ურიათა წარიღეს". მცხეთელ ურიებს დიდათ ეწყინა ესეთი ამბავი, მათ იწყეს დაქცეულს სამშობლოზედ ტირილი, გოდება სიონზედ, ცხარე ცრემლის ფრქვევა იერუსალიმის ნამთებზედ, გოდება მცხეთელ ურიათა იყო უმწარესი სამსალი და ვაება, რომელიც ოხვრით მოსთქვამდნენ ურიანი. მეორე წელს, ურიათა საბედნიეროთ, საქართველოში მცხეთელ ურიებს სხვა და სხვა ამბავი მოსვლიათ, აი ეს ამბავიც სიტყვით სიტყვა:

„სპარსნი არა წარტყვევნად მოვიდეს იერუსალიმის", არამედ აქვნდათ ძღვენი ყრმისა ვისიმე შობლისათვის". ე. ი. მოგვთა მოსვლას

აღნიშნავს, ამიტომ იგივ მათიანე მოგვითხრობს ასე:. „განიხარეს ურიათა მცხეთლთ" იწყეს ლოცვა მღვთისადმი, მადლობა, რომ მათი სამშობლო მტერს არ აუოხრებიათ, უხაროდათ ეს მით უფრო, რადგანაც მგზავრობით მათ გამოსცადეს მრავალნაირ ტყვევნა და დარბევა, შორს მყოფთა დიდათ შესტკიოდათ გული თავიანთ ქვეყნისათვის. ნახეთ რას ნიშნავს მამულისშვილური სახმილის ალები. ურიანი დაწყნარდნენ და მალე მცხეთიდგან მთელს კავკასიის ებრაელთაც ეუწყათ სასიხარულო ამბავი, რომ იერუსალიმი მშვიდობით გადარჩენილაო. ამ დღეთა შემდეგ, ანუ იესოს დაბადების 27 წლის შემდეგ, მცხეთელ ურიათა მღვდელ მთავარს იერუსალიმის ურიათა მღვდელ მთავარ ანნასაგან შემდეგი წერილი მოუვიდათ: „ვითარმედ რომლისათვის იგი მოვიდეს მოგვნი და შესწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყვის თავისათვისა ძედ მღვთისად და სხვასა რასმე ახალსა სჯულსა გვიქადაგებს და აწ წარმოგვივლენია მოციქულნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულსა თანამდებნი და განვაბჭოთ მასზედა. აწ თქვენგანიცა წარმოვიდენ მეცნიერნი სჯულისანი. მანდეთ რათა სჯულსა ძმათა ჩვენთა შეუცვალებელივყოთ და დავამტკიცოთ და მცნება მოსესი აღვასრულოთ, რათა ახლით მით სჯულითა რომელ რასმე გვიქადაგებს. არა შეაცდენე, უმარტივესნი ვინმე სჯულისა ჩვენისანი, ხოლო სიკვდილითაცა მისითა შური ვიძიოთ" *).

რაც ზემოთ ვსთქვით, ის აქ კარგათ სჩანს, რომ ებრა-

______________________

*) „ქართ. ცხ." I ტ. გამ. 1896 წ. თფ.

ელთა სამღვდელოებას იესოს ღწვა და შრომა უჯეროთ მიუღიათ, ჩვენს მოსეს სჯულს ვერ გადავალთ, ახალს ვერას მივიღებთო... მწიგნობარნი კაცები შევიკრიბნეთ, ჩვენს სჯულს განვარჩევთ, მასში თუ რამ მეტია იმას გამოვტოვებთ, ხოლო რაც კარგია იმას კი არ დავივიწყებ, მოსეს სჯულს ვერ გადავალთო. ამ წერილიდამ ცხადათ მტკიცდება, რომ ურიასტანის სამღვდელოების წინაშე მცხეთელნი მღვდელნი იმოდენათ პატივცემულნი ყოფილან, რომ მცხეთაშიაც მოუმართავთ და უთხოვნიათ იერუსალიმს წასვლა, მოსეს სწავლის გარჩევასა და განბჭობაზედ დასწრება და მით საყოველთაოდ კითხვების გა- თავებას. ამ დროს, მცხეთაში, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, ურიათა გამოჩენილ მღვდლათ ირიცხებოდა ელიოზ მცხეთელი, კაცი მწიგნობარ-მკურნალობითაც ცნობილი და მღდელი ლონგინოზ კარსნელი. ურიასტანიდამ ეს ორი მოძღვარი ყოფილა მიწვევული. მცხეთელ ებრაელთ იმ დროის ურიასტანის ერის ცხოვრების საქმეები კარგათ სცოდნიათ და მასთან იესოს ქადაგების ცნობებიც. ამათ სცოდნიათ კარგათ ის საქმეებიც, რომ იმავე დროს, ე. ი. როცა მოსეს სჯულს გაარჩევდნენ და თუ მათში უვნებნლს არას ჰპოვობდნენ, მაშინ იესოსთვის სიკვდილი უნდა მიესაჯათ, რათა მით მოსპობილიყოს მოსეს სჯულზედ კამათი. ამის ამბები საქართველოს ებრაელებს მწიგნობართაგან ქონდათ შეტყობილი.

ელიოზი და ლინგოზი მალე წავიდნენ მცხეთიდგან, მალეც გასცილდნენ საქართველოს საზღვრებს და დროის განმავლოვაში ურიასტანსაც მიაღწიეს, მალე დაესწრენ ურიათა

მღვდელმთავრების კრებას და ყოველი კამათი, ბჭობაც მოისმინეს, განარჩიეს მოსეს სჯული, მასში მეტი ვერა სცნეს რა და მის მოკამათე იესო სამართალში მისცეს და ვითაარცა მათ ურჩი და მოსეს წესის მგმობელის სამართლის ძალით დასჯა ითხოვეს, დასჯა სიკვდილით, რათა მისი მსგავსი მოსეს სჯულის სხვა არავინ გაუჩნდესო. ყოველივე ესე ელიოზ მცხეთეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა თავიანთ თვალით ნახეს და გაიგონეს გასაგონი. რამდენიმე ხნის შემდეგ ესენი ურიასტანიდამ დაბრუნდნენ საქართველში, თან მოიტანეს ბევრი რამ საყურადღებო ცნობები და ყოველივე მცხეთელ ურიებს აუწყებს და მერე მცხეთიდამ საქართველოს სხვა კუთხის ებრაელთაც ეცნობა, ნამეტურ ბოდელთ, ანუ ბოდბისხევის ურიათა, სადაც მათი რიცხვი მაშინ ერთობ დიდი იყო. ამ დღიდამ საქართველოს ურიანი თავიანთ მამა პაპის სჯულზედ მტკიცედ დაშთნენ, მათ არავისაგან რამე საშიში, ანუ საცდუნებელი აღარა მოელოდათ რა, რადგანაც მათ კარგათ გაიცნეს იესოს საქმენი, მასთან მისის შაგირდებისაც, რომელნიც დაცემულ იქმნენ და უარყოფილნი. ურიასტანის სამღვდელოებას დიდი სიფრთხილე ჰქონდათ მცხეთელ ურიების, საქართველო ურიასტანიდამ ერთობ შორს არს, ვაი თუ საქართველოში იესოს სწავლამ მიაღწიოს და ურიანი შეცდნენ და მოსეს სჯულს გადავიდნენო.იმიტომაც სწერენ ურიასტანიდამ, ჩვენ დიდი შიში გვაქვს, რათა საქართველოს ურიებამდის იესოს სწავლამ არ მოაღწიოს და თქვენც არ მიიღოთ იგიო.მობძანდით რუიასტანში, განვახილოთ მამა პაპათა სჯული, თუ მასში რამე ცუდი ვნახოთ, იგი გამოვტოვოთ და უკეთესი დავიტოვოთო, უამისოდ კი სრულიად მისი დატოვება ჩვენგან არ შეიძლებაო.

როგორც საქართველოს ებრაელნი ელტოდნენ თავიანთ

დაქცეულის სამშობლოს არსეობის ტრფიალებას ისევე ურიასტანის სასულიერო წოდება აპყრობდა ამათ ყურადღებას. ურიასტანში ყველა ებრაელთა სჯულის კაცთა კარგათ იცოდნენ, რომ საქართველოში ურიების რიცხვი ერთობ დიდი იყო. მათ შორის მყოფ თანამემამულეთათვის გული დიდათ შესტკივოდათ. მცხეთელი ურიებს მეტად კარგათ იცნობდნენ თვით ისეოს მოციქულნიც; როგორცა სჩანს მოციქულებს საქართველოს ებრაელთა ცხოვრების საქმები კარგათ უნდა სცოდნიყოთ, გულიც კი ეთანაღრებოდათ მათი ცხოვრების შესახება, ეთანაღრებოდათ მით უფრო, რადგანაც ებრაელთა საქართველოში მცხოვრებთ მზერდნენ ურიასტანიდამ ერთობ შორს მდგარათ, სამშობლო ქვეყნიდამ სასტიკათ მოწყვეტილთ. ობლათ მიაჩნდათ ასე დაშორებულთ თანა მემამულეთ ცხოვრება. ამიტომაც იყო, რომ იესოს მოციქულებმა ამ კუთხის პატრონობაც ისურვეს და მასთან თანამემამულეებში თავიანთ სჯულის გავრცელება, ანუ სწავლის აღორძინება. ამისთვის კრებაც ქმნეს და საქართველოს ურიები წილად ხვდა ანდრია მოციქულსა. ამიტომ იგინი იესოს შემდეგ საქართველოსაც მიაქცეს ყურადღება და ურიათა საქადაგებლადაც მოვიდნენ.

II
ქართველ ებრაელნი ცხოვრების მხრით როგორც ქართველ მამასახლისურის გამგეობის დროს, ისევე ერთ მეფობის

დროსაც სრულის დამოკიდებულობით სარგებლობდნენ. მათი სასულიერო წოდება თავისუფალი იყო ბევრნაირი შევიწროებისაგან, გარდა ამისა უპირატესობითაც იყვნენ დაჯილდოვებულნი, იგინი იყვნენ თვით ადრეკ მეფის წინაშე მწიგნობარ პირებათ და მთარგმნელათ. ამიტომაც მოიხსენებენ ხოფის კანანელთა მთარგმნელთა, ბოდელთა მწიგნობართა მღვდელთა. მცხეთელთა და კარსნელთა მწიგნობართა და მეტყველთა. რაც შეეხება სამეფოს წინაშე მოვალეობის გარდახდას კი ამის, როგორც ნამდვილი ქათრველნი. მოხდებოდა ასე რომ ერთი სოფლის მეომრობის დროს, მაგიერობას მეორე სოფელი სწევდა. მაგალითებრ მოხდებოდა ხანდისხან ისეთი შემთხვევა, რომ საბრძოლველ ასპარეზზედ მეომრათ ანუ მებრძოლათ ვერ გამოიყვანდა, შინაური გარემოება მათ ნებას არ მისცემდა, მაშინ მათ მაგიერ მეორე სოფელს გამოიყვანდა მებრძოლნი და ესენი სწევდნენ მაგიერობას. მოვალეობის აღსრულება ისე წმინდათ იცოდენ, რომ იხოცებოდნენ კიდეც, მერე ამ დახოცილთა რიცხვიც ვალათ ედებოდათ მათ. ამის საბუთია შემდეგი მაგალითი, რომელიც მოხსენებულია „ვახუშტის გეოგრაფიაში“ ასე: „კარსნელთა ჰმართებთ კოდმანელთა ხუთი მკვარი ვიდრე დღემდე"*). ეს ცნობა ძველი უნდა იყოს; თანამედროვე _________________

  • ) გეოგრაფია ვახუშტისა. 1848

პირისაგან დაწერილი. ასეთის ცნობებიდგან ჩვენმა ძველმა მემატიანეთა ის დასკვნა გამოიტანეს, რომ ვითომც ქართველნი მკვდარი კაცის ხორცს შეექცეოდენ და ამიტომ ურთიერთ შორის მკვდარსაც სესხულობდნენ. ეს აზრი თვით აკადემიკ ბროსესაც შეეპარა, მაგრამ იგი მკაცრათ დაარღვია დ. ბაქრაძემ და განმარტა *), რომ საქართველოს ტურფა ბუნების მექონ ერისთვის ძრიელ იშვიათი და თან მოუფიქრებელიც უნდა ყოფილიყოს, რომ მშვენიერის ბუნების ნამოქმედარ საკვებისათვის თავი დაენებებინა და მიწაზედ გართხმული მკვდრის ლეში ეჭამა. ეს შეუძლებელიაო და ამიტომ სრულიად უარს ვყოფთ ასეთს მოსაზრებას და საუბარს. „მკვდართ სესხი" შეეხება პირდაპირ იმ მხარეს, რაც ჩვენ მოვიხსენეთ აქვე და რაც ქართველთ შორის საქართველოში საერთოდ იყო მიღებული და ამ საერთო მიღებას საქართველოს ებრაელნიც ემორჩილებოდნენ. მეტად საინტერესო კია ამ კითხვის გარკვევა. ჩვენ პირ და პირ გადაჭრით ვიტყვით, რომ საქართველოს ისტორიულს წიგნებში სრულიად უსაფუძვლოთ არს შეტანილი და მოხსენებული, რომ ვითომც ქართველნი მკვდარს სჭამდნენ, ამის სესხობაც კი იცოდნენ. კარსნას და კოდმანს უმეტესად ებრაელნი ესახლენ და ამათ რაღა დაემართათ, ნუ თუ ესენიც მკვდარსა სჭამდნენ; ეს შეუძლებელია. ამის მაგალითები არც ურიების ისტორიაშია. კარსნელ და კოდმანელ ურიებს მკვდრების სხეული არა დროს არ უჭამიათ. იესოს ჯვარცმის შემდეგ, მცხეთას, ქართველ ებრაელთა შორის სარწმუნოებრივი რამე არევა არა მომხდარა-რა, ურიასტანს კი მან ნიადაგი გაიმაგრა, ფესვი გაიდგა, აქა-იქ ებრაელთა შორის იესოს სწავლის მიმდევარნიც გაჩნდნენ, მცხეთელ და სხვა ებრაელნი კი თავისუფლათ დაშთნენ და იგინი ურყევლად სცხოვრრებდნენ და მოქმედებას აგრძობდნენ, მათში ვერაფერი სწავლა ნიადაგს ვერ იკეთებდა. ასე გასტანა თითქმის ორმა საუკუნემ, ამხნის განმავლობაში ურიასტანიდამ მათში _____________________

  • ) საქართველოს ისტორია დ. ბაქრაძისა, თბილისი, 1889 წ.

მრავალნი სჯული თავი კაცები მოდიოდნენ და სცხოვრებდნენ, მაგრამ ყველა იგინი იყვნენ იესოს სჯულის პატივის მცემელნი და მღაღადებელნი. მესამე საუკუნის ნახევრიდამ კი გაჩდნენ ისეთი მოგზაურ ურიათა სჯულის თავი კაცები, რომელნიც საქართველოს სერიებში იესოს მცნებაზედაც საუბრობდნენ. ასეთ პირთა ცნობა ჩვენ ბევრი არა გვაქს რა, იგი მიმქრალებულია, წერილობითი ცნობები ჩნდება მესამე საუკუნის დასასრულიდამ.

ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ სამი ხანა ებრაელთა გარდმოსახლების საქართველოში, სამი სხვა და სხვა დრო, ეხლა მოვიყვანთ მეოთხე დროსაც, რომელიც მოხსენებულია „ქართლლის ცხოვრებაში", სახელდობრ, ქრისტეს შემდეგ, ადრეკ მეფის ძის ბარტამ მეფის დროს, ურიასტანს დაეცა რომის კეისარი

ვესპასიანე, და ყოველივ იერუსალიმ დაამხო და ურიანი წარტყვევნა, საერთოდ ებრაელებს საქმე გაუჭირდათ, ამიტომ ებრაელნი კვალად დევნილ ლტოლვილ იქმნენ. ლტოლვილნი საქართველოში გარდმოსახლდნენ, ამ გარდმოსახლების ამბავს „ქართლის ცხოვრება“ ასე გარდმოგვცემს: „ვესპასიანოს რომთა კეისარმან წარმოტყვევნა იერუსალიმი. და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს მცხეთას, და დასხდეს მოსრულთა ურიათა თანა, რომელთა თანა ერთდეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯვარცმისა განუტევეს ურიათ“. კარგად სჩანს აქედამ, რომ აღნიშნულ შემთხვევის გამო ებრაელნი საქართველოში მოსულან, სადაც ძველადგანვე მოსული ებრაელნი სახლობდნენ, სჩანს, მაშ ახლად მოსულ ებაელთ კარგი ცნობა ქონიათ ძველათ მოსულთ ებრაელთა შესახებ. უნდა მოგახსენოთ, რომ ვესპასიანეს შემდეგ მისი შვილი კეისარი ტიტაც დაეცა და აღაოხრა მთელი ურიასტანი, ამ დროსაც საქართველოში გარდმოსახლებულან ურიანი, ამ გარდმოსალებულთა ცნობა არ არის ანუსხული. ამ შემთხვევის შემდეგ ურიასტანის და ქართველ ურიათა ცნობები „ქართლის ცხოვრებაში“ არაფერია მოყვანილი, ყოველივე დაფარვის ეძლევა. მთელი საუკუნე თავდება ისე, რომ ურიათა შესახებ არაფერი სჩანს, ხოლო მირიან მეფის დრის მცხეთელ ქართველ ურიათა ასპარეზზედ ჩნდება ქართველ ურიათა მღვდელი აბიათარი. აბიათარ მღვდელი წმინდა ნინოს მოსვლასაც მოესწრო და ბოლოს დროს მას დაემოწაფა კიდეც. ასევე დაემოწაფა ნინოს აბიათარ მღვდლის ქალი ცნობილი სიდონია.

აბიათარ მღვდელი, ანუ ურიათა მღვდელთ-მთავარი თავის დროის კვალად მწიგნობარ პირად სჩანს და მასთანვე ურიასტანის და იერუსალმმის დიდს მოტრფეთ' და გულ-შემატკივრათაც. იგი რომ ასეთი პირი ყოფილა, ამას ამტკიცებს

თვით ამ მღვდელ მთავრის მოწმობა, რომელსაც თვით იგი უნდა მოგვითხრობდეს, მაგალითებრ აი რა ცნობებია მოყვანილი „ქართლის ცხოვრება"-ში აბიათარ მღვდლისაგან: ცნობები შეეხება იმ დროსა და ხანას, როცა წმინდა ნინო საქართველოში მოვიდა. ამას სიტყვით გამოვსწერთ, ჰაზრის დასკვნა მკითხველისათვის მიგვინდვია:

„მე აბიათარ მღვდელი ვიყავით წლით ხვედრებელი მის წელიწადისა, ოდეს წმინდაი და ნეტარი ნინო მოიწია მცხეთად, და

მისვე ჟამსა მოწევნულ იქმნა ჩემდა წიგნი ანტიოქიოთ ურიათაგან მღვდელთა" შემდგომ ამის წერილი მოუთხრობს, რომ ურიათა სამეფო განსქდა, ცოდვა მოგვერია ისრაელთა ძეთა და ქვეყანა ჩვენი რომთა დაიპყრესო. ამაზედ მოწმობს აბიათარი ასე: „აღესრულა ყოველივე, და განვიბნიეთ ყოველსა ქვეყანასა და რომთა დაიპყრეს ქვეყანა ჩვენი: ურიანი ვტიროდით ურთიერთ დღეს, რამეთუ განვარისხეთ შემოქმედი ღმერთი" აბიათარი სწერს, რომ ისრაელთა სამეფო ჩვენის მამა პაპათა ცოდვებისაგან განსქდაო და მიტომ დავკარგეთ ჩვენც წმინდა ტაძარიო. შემდგომ ამის აბიათარი მოგვითხრობს სპარსთაგან იერუსალიმის დაპყრობის ამბავს და ქართველ ურიათა გლოვნას, ამ უბედურობის ამბავი აბიათარ მღვდელს თავისი მშობლებისაგან გაუგონია და იმათ კიდევ თავიანთ მშობლებისაგან სმენიათ ე. ი. თითქმის სამი თაობის ამბებია. ამ ამბავს აბიათარ მღვდელი აი როგორ გადმოგვცებს: „მე აბიათარ მოგითხრობთ თქვენ თხრობასა მას, და რომელი მეუწყა და ყურითა ჩემითა ვისმინე, მამისა და დედისა ჩემისაგან. და რომელი წიგნთაგანაცა უწყის, რამეთუ მათაც პაპათა და მშობელთაგან თვისთა მოთხრობით და სმენით უწყოდეს. ოდეს იგი მეფობდა ჰეროდე იერუსალიმს, მას ჟამსაგვესმა ესრედ ვითარმედ იერუსალიმი სპარსთა დაიპყრეს, რომლისთვისაც იქმნა გლოვა და წუხილი ურიათა ზედა ქართველთა, მცხეთელთა მკვიდრთა, ბოდელთა (ბოდბის ხევი) მღვდელთა, კოდის წყაროელთა, მწიგნობართა და ხოფის კანანელთა თარგმანთა, რომლისათვისაც ესე ყველანი აღძრეს წასვლად და შეწევნად იერუსალიმთა".

ზემოთაც მოვიხსენეთ და აქაც ვიტყვით, რომ „ქართლის

ცხოვრება"-ში მოხსენებული კოდის წყაროელ მწიგნობარნი, ხოფმის კანაანელ მთარგმნელი და მოდელი მღვდელნი აღსანიშნავია, რადგანაც მათ თავიანთ დროს, ქართველ ებრაელთა ცხოვრების ასპარეზზედ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა სჭეროდათ, ამ მნიშვნელობას თვით მათი მოხსენებაც აჩენს ცხადათ. კარგათ ვიცით, რომ ასეთი პირთა რიცხვი ებრაელთა შორის ყოველთვის ყოფილან, რადგანაც იგინი მათის ცხოვრების აგებულებისათვის აუცილებელს საჭიროებას შეადგენდნენ. ერთი მწიგნობარ და მთარგმნელ პირის სიკვდილის შემდეგ მეორე პირი იჭერდა ადგილსა. უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთ მწიგნობართა თვით ქართველებზედაც დიდი ზეგავლენა ექმნებოდათ, რადგანაც იგინი საქართველოს სამეფო გამგეობისაგანაც პატივცემულნი იყვნენ. აღსანიშნავია აქ ის გარემოებაც, რომ თვით ებრაელნიც იმავ თავიდგანვე დიდათ ესიყვარულებოდნენ ქართველთა და საქართველოს ისე უმზერდნენ როგორც თავიანთ ძველს სამშობლოს, ამიტომაც არის, რომ ებრაელთ იმავ თავიდგანვე თავიანთ თავებს ქართველ ებრაელნი უწოდეს, ანუ როგორც მოიხსენებენ „იქმნა გოდება და ტირილი ურიათა ზედა ქართველთა" ე. ი. საქართველოს, ან ქართველ ურიები.ზემოთ ხსენებულთ მწიგნობართა და მთარგმნელთ არსებობის საფუძველი ჩვენ ცხადს დასკვნას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქა- რთველოში უმთავრესად ურიანი სცხოვრებდნენ შემდეგ ადგილებში:

ბოდბისხევს, ძველად მთლათ ებრაელნი ყოფილან დასახლებულნი. ბოდბელი მღვდელნი ბოდბისხევის ურიათა მღვდელს

ნიშნავს. ბოდბის ხევს ურიათი დასახლება უნდა ყოფილიყოს შემდეგ დროს, იმ დროს, როცა უჯარმა საქართველოს სატახტო ქალაქათ იყო დანიშნული, ურიასტანიდამ ოტებულნი ურიანი საქართველოში პირველად ქართველთ სატახტო ქალაქ უჯარმას უნდა მისულიყვნენ, ჯერეთ აქ უნდა დასახლებულიყვნენ და შემდგომ აქედგან უნდა გადასულიყვნენ ბოდბის ხევს, თვით უჯარმაშიაც რომ უნდა ეცხოვრათ ებრაელთა ამას კარგათ აჩენს ის მაგალითიც, რომ თვით წმიდა ნინოს ცხოვრების აღმწერელათ, მისივე ნამოწაფარი სალომე უჯარმაელი არს, რომელიც რასაკვირველია ნინოს აბიათარ მღვდლის ასული სიდონიასთან ერთად დაემოწაფა და რომელ ქალიც ისრაელთა კაი მცნობიც იყო. სალომე უჯარმოელი ჩვენს ისტორიაში ცნობილი პირათ ითვლება, მას საპატიო ადგილი უკავია თავის ისტორიულის აღმწერლობით. უნდა ითქვას რომ ძველ ქართველ ებრაელთა შორის არა ერთი და ორი ქალი სჩანს მწიგნობარნი, მღვთის მეტყველნი და თვით მკურნალობის და სხვა და სხვა ხელობათა საქმის მცოდნენიც. მაშინ ყოველივე ამათგან იწერებოდა ებრაულს ენაზედ, შემდეგ დროს კი ქართულ ენაზედ იწყეს წერა, წმ. ნინოს ცხოვრებაც ასევე ასწერეს მათ ქართულს ენაზედ, რომელიც მოთავსებულია „ქართლის ცხოვრებაში".

სიდონია — ებრაელი მღვდლის აბიათარის ქალი იყო. იგი

მწიგნობარი უნდა ყოფილიყოს როგორც ებრაულს მწიგნობრობაში, ისევე ქართულში. ქართულის მწიგნობრობის საფუძვლათ ჩვენ ის გარემოება მიგვაჩნია, რომ ამ დროს, საქართველოში, ქართული ანბანი და წერა უკვე გაჩაღებული იყო, რადგანაც იგი აღორძინდა ქრისტეს წინეთ, ფარნავაზ საქართველოს მეფის დროს. სიდონიას ქართულს ენაზე სხვადასხვა აღწერანი დაუტოვებია. ერთი ამის აღწერა მოთავსებულია „ქართლის ცხოვრების" I ტომში, რომელიც ასე იწყება: „თქმული სიდონია დედაკაცის": რომელი იყო მოწაფე წმიდისა ნინოსი, რომელი ესე იხილა და დაიწერა მოქცევა სასწაულითა მირიან მეფისათა და შევრდომაჲ აღსარებისათვის" და სხ.

სამწუხაროა და თან საყურადღებო ის გარემოება, თუ

ბოდბის ხევში ურიები როგორ სცხოვრობდნენ და ან მათ იქ. როგორ განვლეს და ან შემდეგში როგორ მოისპნენ. უჯარმოს მოსპობის მიზეზები ჩვენ კარგად ვიცით. ურიათა მოსპობის უმთავრეს მიზეზათ ის უნდა ვაღიაროთ, რაც თვით ქართველთა მოსპობის ანუ უჯარმოს აოხრების გამო მოხდა, ეს ჩვენ უკვე ვიცით, მაშასადამე საქმე ბოდბის ხევის ურიათა ცხოვრებას შეეხება და მისი ანუსხვა უნდა იყოს საჭირო. ბოდბის ხევში მცხოვრებ ქართველ ურიები ქრისტეს წინა დროებიდამ თითქმის ქრისტეს შემდეგ მეშვიდე საუკუნემდე, სჩანან, შემდეგ და შემდეგ კი მათი რიცხვნი აქეთ-იქით სახლდებიან ვაჭრობის გამო და უკანასკნელ ბოდბის ხევს სრულიად ისპობა მათი რიცხვი, ქრება მათი ცხოვრების ნავალი და მისი კვალი. ხოლო ბოდბის ხევში რომ დაშთენილია დღემდე ბოდბელთ შორის ურიის ერის მცირე მსგავსება ეს იქიდამაც სჩანს, რომ ქიზიყელნი საკმარისად განირჩევიან დანარჩენ კახელთა ცხოვრებისაგან. მათ ბევრი რამ ეტყობათ ამ განსხვავების. ბოდბის ხევის ებრაელთა არსებობა წმ. ნინომაც კარგათ იცოდა, იგი მცხეთიდგან მიტომ წავიდა ბოდბეს, სადაც ებრაელთა შორის დაჰყო კარგა ხანი და იქვე გარდაიცვალა.

გურია. გურიას რა დავარქვათ, გურია, გულია, თუ თათართაგან გიაურია. გია-ურია-საგან უნდა იყოს ეს წარმოშობილი, ამისი ისტორიით არა ვიცით-რა, ადგილობრივ დაშთენილი ცნობები კი საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გურია უნდა წარმომდგარი იყოს გურიიდამ. ანუ გი-ურია, გია-ურია

და სხვანი. ამის მაგალითია დღემდე გურიაში დაშთენილი სოფლის სახელები, რომელთაც პირდაპირი ურიის კაცის სახელები ქვიანთ, მაგალითებრ. — ლიხა — ურია, დღეს ლიხა-ურია, გურიანთა, გ-ურიას მთა, რადგანაც გურიანთა მეტად მაღლა სძევს, ასეთი სოფლების შედარებასა და მოხსენებას რომ გავყვეთ ეს ერთობ შორის წავა. ამის ნიშნები თვით გვარებშიც კია დაშთენილი, მაგალითებრ ებრაელიძე, ებრაელის ძე, ურუშასძე, ანუ ურუშაძე და ბევრიც სხვები, რომელთა გვარებს დღეს ვეღარას შევატყობთ. ურიასტანიდამ საქართველოში ებრაელთა მოსვლა და გურიაში დასახლება ქრისტეს წინეთ უნდა მომხდარიყოს. დრო ამისი არ სჩანს, ერთობ შორს კი უნდა მოსწევდეს, თითქმის პირველ გარდმოსახლების დროს. გურიაში იგინი თავიანთ სახელებს მიტომ დარქმევდნენ სოფლებს და დაბებს, რადგანაც მაშინ გურიაში უმეტეს ცარიელ ადგილები იყო და ურიები კი, როგორც ახლად მოსულნი და მოშენენი ყველგან თავის სახელებს დაარქმევდნენ, ეს ასეც უქნიათ და აქა იქ სოფლებისათვის თავიანთებური სახელები უწოდებიათ, რომელ სახელს ბოლოზე ურია მაინც შერჩენია.

ადრე, აღარ მახსოვს, თუ რომელ გაზეთში თუ წიგნში,

ნ. მარმა შენიშვნა დასწერა და გურულები პირდაპირ ურიათა შთამომავალ მონათესავეთ აღიარა. მართლაცა და გურულების ნიჭი ძრიელ წააგავს ურიებისას, გარდა ამის, სახის მოყვანილობითაც დიდათ უახლოვდებიან ერთმანეთს გურიის რომელიმე სოფელში რომ ერთად შეყრილი გურულები ნახოთ და დააკვირდეთ მათ სახეს, თქვენ მაშინათვე ცხადათ შენიშნავთ, რომ იგინი ებრაელთა გარეგან მოყვანილობის უახლოეს მენიშნენი არიან. შეიძლება ეს მოსაზრება ბევრს არ ეჭაშნიკოს, შეხედეთ გურულების მრავალ ნაირ სახეთა მოყვანილობას, თქვენ იგინი შეადარეთ რომელიმე ტომის ერს და მაშინ ამაზედ ცხადათ დარწმუნდებით. ასე და გვარად, ჩვენ ვამბობთ, რომ გურიაში ებრაელთა ცხოვრების კვალი ღრმათ უნდა იყოს დაჩნეულ-დანერგული. ხოლო ის კი არ ვიცით, თუ აქ ურიათა რიცხვს როდის უნდა ეწყო შემცირება და ან იგი რომელ საუკუნეში უნდა მოსპობილიყოს.

ხობს (ლაზისტანს) როდის მოვიდნენ და დასახლდნენ,

ამის ცნობა სისწორით არ სჩანს. აქაც ძველათ უნდა იყვნენ მოსულნი, ქრისტეს წინეთ, რადგანაც მათ აბიათარ მღვდელიც მოიხსენებს, მაგალითებრ მოხსენებულ არს: „ხობის კანანელთა თარგმანთა'", ე. ი. ხობის კანანელი მთარგმნელიო. რა არის ეს თხრგმანთა, ხოფელი რის კანანელი იყო და რის მთარგმნელი, ამაზედ არა ვიცით რა, სასიამოვნო კი უნდა იყოს მის გაცნობა. ვფიქრობთ, რომ ხოფელნის, ანუ ხოფლელნი მწიგნობარნი მღვდელნი უნდა ყოფილიყვნენ და მასთან ებრაულის ენიდამ მთარგმნელიც, მასთან უპირატესი პირნი და უპირატესი ადგილებიც უნდა ჰკავებოდათ. ხობელი ურიები ვაჭრობას ყოფილან შეჩვეულნი, ამიტომ მათი რიცხვით მოფენილა მთელი ლაზიკა, ისე რომ არ დარჩენილა სოფელი და დაბა, რომ იქ ებრაელნი ვაჭარნი არ ყოფილიყვნენ. ამათ ძველადგანვე შეაჩვიეს ლაზები აღებ-მიცემას და ხელოსნობას, სულ ასეთ გარედან შემოსულ პირთა წყალობა გახლავსთ, რომ ლაზები ძველადგანვე წავიდნენ წინ, დღეს იგინი შენიშნულნი არიან როგორც ხელოვანი ვაჭარნი, ხელოსნები და სხვა.

ქართველთა ებრაელთ თავიანთ წილათ ყველგან დიდი

სიკეთე მოჰქონდათ საქართველოში, ამიტომაც იყო, რომ მათ ქართველთაგან სრული პატივისცემაც დაიმსახურეს, როგორც ვიცით, ებრაელთა რიცხვი ლაზისტანში კარგა ხანს დარჩა, უმრავლესი რიცხვი კი ძველადგანვე დაუკავშირდენ ქრისტიანობას, მით თავიანთი გვაროვნება და ენა დაკარგეს და ლაზური შეითვისეს. XVIII საუკუნის ნახევრამდე ლაზისტანში ებრაელნი აქა-იქ კიდევ სცხოვრობდნენ თავიანთის სჯულით, ხსენებული საუკუნის ნახევრიდამ კი იქ შემცირება იწყეს და აქეთ იქით გადასვლა, გარდასახლება. მაგალითებრ მაშინ გადასახლდნენ ხობიდამ ქ. ტრაპიზონს და ზოგიც სხვა ქალაქებში, ტრაპიზონში მცხოვრებ ქართველ ებრაელნი ქართულად ლაპარაკობდნენ, მათ იქ კარგახანს შეინახეს ქართული ენა და ტანთ საცმელი, თვით ქართველ მაჰმადიანებმა დაკარგეს ქართული ენა და ებრაელთა კი შეინახეს, ძველად ოსმალურად ქართველ ებრაელთა ქუჩას „გურ- ჯი მეჰელე“ ანუ ქართული უბანი ეწოდებოდა, დღეს კი არა ვიცით რა ამის შეხებ. ებრაელთა ლაზისტანიდამ გარდასახლება იმ გარემოებამაც გამოიწვია, რადგან ლაზისტანი ოსმალეთმა დაიმორჩილა, იგი გაერთიანდა ოსმალეთის სამეფოსთან, ქართველ ებრაელთაც ისარგებლეს ამით და როგორც ერთ სამეფო ესენი ხოფიდამ ტრაპიზონს გარეშე სხვა და სხვა ქალაქებსაც გადასახლდნენ. მაგალითებრ მთელს მცირე აზიაში სულ ლაზისტანიდამ მოედნენ და გადასახლდნენ. საქმე ისე მოეწყო, რომ დღეს, ლაზისტანში, ძირეულ ქართველთ ებრაელთა შთამომავალთაგანი აღარ სცხოვრებენ. იქ ამათი ჩრდილიც აღარ სჩანს, რაც გადავარდნენ და სხვა სარწმუნოებას დაუკავშირდნენ, იმათ გარდა ვინც ებრაელათ დაშთენ, იგინიც ისე დაიფანტნენ აქეთ-იქით, რომ მათი ცხოვრების დღეს აღარა სჩანს რა. სამწუხაროა ჭეშმარიტად ის გარემოება, რომ ებრაელის ტომის ძეთა საქმეს ყველგან ასეთი გულ საწვავი გარემოება და მომავალი ევლინებოდათ. დღეს ლაზიკაში ამათი რიცხვის აღარა არის-რა, ამბათაც კი არავის ეცოდინება, რომ ლაზისტანს ძველად ქართველ ურიათა რიცხვი მეტად დიდი იყო.

მცხეთელ მცხეთელ მცხეთელ (ქართლის) ურიები რაც ზემო და ქვემო ქართლს ქართველი ურიები სცხოვრობდნენ, ყველა იგინი იწოდებოდნენ მცხეთელ ურიებათ, ანუ კარსნელ-კოდმანდელათ. როგორც

ვსთქვით, მცხეთა ებრაელთათვისაც ისეთივე აკვანი და კერა იყო, როგორც ჩვენ ქართველთათვის. მცხეთას ურიათა დასახლება ანუ დასხდომა ეკუთვნის პირველ ძველ დროს. თითქმის ურიათა პირველ გარდმოსახლების ჟამს. მცხეთელი ურიები და მათი მღვდელ მთავარნი მაღლა მდგარნი არიან დანარჩენ ურიებზედ და მათ სასულიერო პირობებზედაც. დღეს კი მცხეთას ქართველ ურიათა ცხოვრების ნასახი, აჩრდილიც კი აღარ სჩანს, აღარ სჩანს ასევე კარსნის, სადაც ძველათ მთლათ ურიები იყვნენ. გარდა კარსნისა მცხეთას გარშემო სოფლები მთლათ ურიებით იყო მოფენილი, მათი რიცხვი დიდი იყო, აქედგან მოეფინენ იგინი ქართლის სხვა და სხვა სოფლებში, მაგრამ ჟამთა ვითარების მეოხებით ვერც სხვაგან დარჩნენ მრავლად, სხვაგანაც უმეტესად იგივ ხვედრი მოევლინათ, რაც ზოგიერთ ადგილებში იქმნა მოვლენილი. დღეს ქართლში თუ ვინმე სცხოვრებს ასეთ ურიათა შთამომავალნი, მათი რიცხვი დიდი არ არის და იგინი სულ რამდენსამე დაბასა და სოფელში სცხოვრებენ.

ასე და ამგვარად, ოდესმე მრავლად მცხოვრებ ქართველ

ებრაელთა რიცხვიდამ ჩვენ დღეს დაგვრჩა მეტად მცირე რიცხვი ქართველ ებრაელთა, ვინც არიან, ესენიც თითქმის გათახსირებას ეძლევიან და მცირდებიან. ვიცით, რომ ძველად ქართველი ურიები საქართველოში მის მიზეზითაც უფრო მცირდებოდნენ, რადგანაც მათ თვით საქართველოდან თვით იე- რუსალიმსაც-კი იწყეს გადასახლება. საქართველოდამ ამათი გარდასახლება, როგორც ძემოთაც ვსთქვით, არა ხდებოდა რამე განსაკუთრებითი შემაწუხებელის პირობების წყალობით, არამედ თვით ურიათა სურვილით, ნებით და ურიასტანის სიყვარულით. საკვირველი ერთი ის გახლავთ, რომ თვით საქართველოდამ ძველად გარდასახლებულ ურიათაც-კი შეინახეს ქართული ენა და იგინი იქ ქართული ენით თვით ჩვენს დრომდისაც კი საუბრობდნენ. საქართველოდამ ძველად ურიასტანში გარდასახლებულ ურიათა ცნობები თვით ჩვენი დროის ქართველ ურიებმაც კარგად იციან და ესენიც საუბრობენ, რომ ძველის ძველად ქართველი ურიები საქართველოდამ ურიასტანში თავის ნებით მრავლად გარდასახლებულანო, ამაზედ ქართველთ მეფენიც ეხმარებოდნენო.

სანატრელია, რომ ქართველ იქაურ ებრაელთა ცხოვრების

კვალსაც კარგათ ვიცნობდეთ, ვიცოდეთ ყოველივე ამათი ცხოვრების და გარდასახლების ცნობები, მაგრამ ეს კარგათ არ ვიცით. მეტი არ იქმნება აქ მოგახსენოთ, რომ ქართველთა და ქართველ ებრაელთ შორის ძველადგანვე დიდი სიყვარული ვრცელდებოდა, ქართველნი ებრაელთ დიდათ სცემდენ პატივს, მათ ისე უმზერდნენ, როგორც საქართველოს შვილებს, ქართველ ებრაელთ ერთგულთ და არა ისე, როგორც შემოხიზნულთ, გარედამ მოსულთ და დასახლებულთ ერთი ლუკმა პურის შოვნის გულისთვის. ქართველთა ურიების დიდი სიბრალული ჰქონდათ, იგინი ამათ მფარველობდნენ ყოველნაირის მხრით და ცხოვრების საქმეებით. ძველადგანვე ურიები სარგებლობდნენ ისეთის სრულის თავისუფლებით, როგორც თვით ქართველნი. მათში გარჩევა არაფრისა იყო, საქართველოს ებრაელთაც იცოდნენ საქართველოს სამეფოს და ქართველთა ასეთი საქციელი და ამიტომ ესენიც შესაფერად უმზერდნენ და პატივს სცემდნენ მათ.

ქართველ ურიას საქართველო ძველათგანვე ისე უყვარდა, როგორც თავისი ქვეყანა, სამშობლო და მისი მფარველობა, სადაც მას თავისუფლად შეეძლებოდა ყოფნა, ცხოვრება და თავის ქონების და ცოლ-შვილის დაფარვა. ქართველი ერი მათ ისე უყვარდათ, როგორც უვნებელი მფარველნი, პატივისმცემელნი და ვაჭრობასა და მეურნეობაში დიდი

მექომაგენი. საზოგადოთ, ქართველებს ჩვეულებათ ჰქონდათ, რომ ვინც კი მათს ქვეყანას მიეკედლებოდა და დასახლდებოდა, იმას იგინი მაშინ მეტის თავაზით და პატივისცემით უმზერდნენ, ამიტომაც იყო, რომ ქართველნი ებრაელთ დიდ პატივსაც აგებდნენ, ქართველნი ყოველთვის ძნეობრივ მოვალედ სთვლიდნენ თავიანთ თავს, რადგანაც ქართველ ბაგრატოვანები მათ შთამომავლათ მიაჩნდათ: გარდა ამისი ქართველთა კარგად ესმოდათ ის ღირსებაც, რომ ურიების საკუთრებას შეადგენდა მოსე, დავითი, თვით იესო, მისი დედა და ყველა მის მოციქულნიც მთლად ურიები იყვნენ. ესეც კარგათ ესმოდათ ქართველთა და ამიტომ უფრო ანიჭებდნენ სრულს ადამიანურს ღირსებას. ამ ღირსებას ბაგრატიონებიც რასაკვრელია უფრო ადიდებდნენ, რადგანაც მათ კარგათ იცოდნენ თავიანთ შთამომავლობის ისტორია, თავიანთ თავი დაბადების და სახარების მეოხებით თვით ღვთისმშობლის ნათესავათაც მიაჩნდათ. ასეთი დამოკიდებულება არსებობდა ქართეელთა და ებრაელთა შორის ძველადგანვე.

ქართველნი ძველადგანვე ებრაელთ აძლევდნენ საკუთრებათ მამულებს, ადგილებს,უხვად, ტყეს, მთას და ველს. აძლევდნენ საჭირო და სავაჭრო საქმეებს უცხო ქვეყანაში წასვლის დროს სხვადასხვა დავალებას და ვინ იცის კიდევ რამდენ რაგინდარას, რასაც ჩვენ ყველას ვერ მოვსთვლით, მოკლეთ უნდა ითქვას, რომ ძველადგანვე ქართველი ურია საქართველოს გამგეობისაგან სარგებლობდა იმავ უფლებით, იმავ

პირობით, როგორც თვით ქართველნი და რომ ითქვას, ქართველებზე უფრო უკეთესათაც. ურიების ასეთი მდგომარეობა საქართველოში შეურყევლად არსებობდა ძველის საუკუნოებიდამა. ბაგრატიონების გამეფების შემდეგ ხომ ესეთი მდგომარეობა მათი უფრო წინ წავიდა, უფრო ძლიერებით შეიმოსა. შემდეგ საუკუნოებში კი ამგვარ გარემოებას სახე შეეცვალა. ქრისტიანობის განმტკიცების და აღორძინების შემდეგ ევროპაში ურიების დევნა სასტიკათ იწყეს და ამ გარემოებამ არც საქართველო, ქართველნი და ურიები დასტოვა უყურადღებოთ. ქართველთ შორისაც კი გავრცელდა ურიათა დევნა და აქა-იქ ხმა მაღლა ძახილი. ქართველებშიაც იწყეს მათი გმობა და ცილის წამება ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, რომ ვითომც ურიები ქრისტიან ბავშთა სისხლს სვამდნენ. ამ გარემოებამ ყველგან გაიდგა ფესვი და ურიებს ყველგან დაუწყეს დევნა, წამება და ტანჯვა, მაგრამ საქართველოში კი ეს ასე უკიდურესობით არ იყო, საქართველოში სხვა გვარ მოიმართა საქმე. ევროპაში ურიათა დევნა VIII საუკუნიდამ იწყეს, ამ დროდამ მათთვის დგება მეტად ბნელი ხანა, მეტად ქარიშხალიანი და უკანასკნელ დიდს წერტილამდისაც ადის, ურიებს სტანჯავენ ყველგან შეუბრალებლად, საქართველოში კი ეს ასე არ ხდება, ურიათა მფარველად მთელი ბაგრატიონების ძალა ხდება, მასთან სამეფო გამგეობა-ერიც.

სამეფო გამგეობა უაღრესობით იღწვის დაუცხრომელად

და მათ ბევრნაირის ბრალდების და ცილისწამებისაგან ათავისუფლებენ. ამათი მდევნელი და მწამებელი საქართველოში არავინ არის, სამეფო სძებნის ურიათათვის პირობიან ცხოვრების გარემოებას და ამიტომ უკანასკნელ ქართველ ურიებს ყმათ აძლევენ ქართველთა დიდრონ ეკკლესიებს, მღვდელ- მთავრებს და მღვდლებს, რათა იგინი ამ სახის ძლიერების მფარველობისაგან მაინც იქმნენ დაცულნიო. X საუკუნის შემდეგიდამ ქართველი ურიები ყმათ ეძლევიან მცხეთის დედა ეკკლესიას, გელათს, ალავერდს, სიონს და ბევრსაც სხვა წვრილმან ეკკლესიებს. ეკკლესიის მფარველობის ქვეშ შესულნი ყმა ისრაელნი მართლაცა და ასეთის პირობების მეოხებით შთებიან საქართველოში უვნებლათ და მშვიდობით, მათ ვერავინ რა ბრალს სდებდა, რადგანაც მათ იცოდნენ, რომ ურიებს რამე დაეშავებინა, იმას თვით მათივე მებატონე ეკკლესია და მღვდელმთავარი გარდაახდევინებდა, იგი არაფერს შეაწევდა, მაგრამ რაც მათს ცხოვრებაში იგი ვერას ხედავდა, ამიტომ მასზედ იგი არც ხმას სცემდა, ნაცვლად ამის ურიებს ქართველნი საკმარის ქომაგობასაც უწევდნენ და ამიტომაც იყო. რომ ურიებიც ქართველ მღვდელმთავარ და დედაეკლესიებსაც კარგად ემსახურებოდნენ, არსად ესენი არას უფუჭებდნენ, ყოველ წესრიგს ცხოვრებისას დიდის მორიდებით ასრულებდნენ, არსად არავის რას უშავებდნენ, ყმაწვილების ტანჯვა, ქრისტიანთ დევნა და სხვა ამგვარნი მათ გვერდით რჩებოდა როგორც ჭორი, მოგონებული, უდიერი ცილი და ბოროტი ბრალდება. უნდა მოგახსენოთ, რომ ებრაელთა ეკკლესიურის ყმობისაგან შეინახეს თავი საქართველოში უვნებლათ და ყოველივე სახსარი მათის მომავლის ცხოვრებისა მხოლოდ ასეთმა გარემოებამ წაიყვანა წინა და შემოსა მშვიდობიანის ფარგლით.

ძველად ქართველი ურია ეკკლესიის ხარკს დიდის ხალისით ხდილობდა, იგი ხარკათ აძლევდა პურს, სიმინდს, ღვინოს, წმინდა სანთელს, თაფლს, საკმელს, ძაფს, ანუ ნართს,

ფულს, ფართალს და ყველო იმ ნივთეულებას, რაც კი მათ გააჩნდათ. გარდა ხარკისა იგინი სამსახურსაც უწევდნენ და სამსახური ყოველთვის ერთგული იყო და უფრო ადამიანური. ურია ქართველ ეკლესიას ანუ სალოცავს ისე უმზერდა, როგორც მოსეს და დავითის ტაძარს. ქართველი ურია ქართულს ეკლესიაში საზაროს არას ხედავდა, იგი ერთგულათ ემსახურებოდა მას და ეკლესიაც მიტომ მფარველობდა და მშვიდობის მყოფელის ცხოვრებით ფარგლავდა. მიზეზი ურიათა უზადო და უეშმაკო ცხოვრება იყო, რომ იგინი სამხედრო ბეგარისაგან ძველადგანვე იქმნენ განთავისუფლებულნი, მათი სამხედრო ბეგრის გარდასახადი ქართული ეკლესიის ხარკით ისაზღვრებოდა. თუმცა ურია სამხედრო ბეგარას ეკკლესიის ხარჯით იხდიდა, მაგრამ როცა საჭიროება იქმნებოდა, მაშინ ესენი არც სამხედრო სამსახურს გაურბოდნენ, შეძლების და გვარად სამხედრო სამსახურსაც ემსახურებოდნენ, რითაც შეეძლოთ, ხელით, ფეხით, ენით და ნივთიერად ემსახურებოდნენ. საქართველოს დაცემის შემდეგ, როცა საქართველო სამ სა- მეფოდ და ხუთ სამთავროდ გაიყო, ამ გარემოებამ ქართველი ურიებიც დააღონა, დააფიქრა, დაცემულთათვის კვალად დაცემა დიდი ცეცხლი იყო. დანაწილებულს საქართველოს ესენი ცრემლით მზერდნენ. ახალციხელი ურიები ყოველთვის ჰგოდებდნენ საქართველოს დაცემას, სამცხე-საათაბაგოში მცხოვრებნი ხშირად გადადიოდნენ თფილისში და თავიანთ ქართველ მეფეს ოსმალთა ამბავს მოუთხრობდნენ. ამით ქართველ ურიებს საქართველოს წინაშე დიდი ამაგი აქვსთ დათესილი. ქართველ ურიასაც ისეთივე სამსახური მიუძღვის და უფრო უკეთესიც, როგორც თვით ქართველს. ასეთნი იყვნენ ურიათა შვილნი საქართველოში, ისე უყვარდათ მათ ქართული ენა და საქართველო, რომ მათ არც ერთს გაჭირებაში ქრისტიანებთან ერთად საქართველოსთვის არას დროს ზურგიც არ უქცევიათ იოტის ოდნად. თუმც ისიც კი უნდა ითქვას, რომ ამათ ასეთს სიკეთეს ქართველნი ხშირად ივიწყებდნენ, ურიებზე ბევრს რასმე საოხუნჯო ცნობებს და ჭორებს ავრცელებდნენ, ერთს ოხუნჯობას აქვე მოვიყვანთ.

თფილისში ქართლის მეფეს ომის გამო საქმე ძრიელ გასჭირებია, ამ მეფეს ქართველ ურიებისთვისაც მიუმართავს, ვითომც ცხინვალში ასი ურია შეკრებილა ერთად, ცხენებზედ

შემსხდარან და მეფეს ხლებიან თფილისში და გამოსცხადებიან. მეფეს სიამოვნებია როცა 100 ქართველი ურია ერთად შეკრებილი უნახავს, მადლობა უთქვამს. შემდგომ მადლობის ვითომც მეფისთვის უკითხავთ: რომ ახლა რას გვიბრძანებთ, სად უნდა წავიდეთ საომრადო? ცნობა მალე უცნობებიათ, შემდეგ ამის, ვითომც ურიებს უთხოვნიათ მეფისათვის, რომ ნეტავი გზაში ყარაული გაგვაყოლოთო, თორემ ჩვენ არც გზა ვიცით და ყაჩაღებისაც გვეშინიაო. მეფეს ამაზედ გაუცინია და იმიტომ უთქვამს ურიათათვის: არა, შვილო, თქვენ ბრძოლის ველზედ მეომრად ვერ გამოდგებით, წადით ისევ თქვენს სახლში. ურიებს დიდათაც გახარებიათ, მეფისათვის მადლობა მოუხსენებიათ და თან თავიანთი ცხენები, ბარგი და ფულიც იმათთვის დაუთმიათ, ვინც სამხედრო სამსახურში შევა და ბრძოლის ველზე წავაო. ურიები წამოსვლის დროს ერთმანერთს ეტყოდენ კითხვით ვითომც: — „ელეო, რამდენი დაგრჩა ფული?" — „30 კაპ." —პასუხათ მიიღებდა, ე. ი. ყოველივე გარდაუხდიათ სამხედრო ბეგარის გამო, რომ თვით მხოლოდ 30 კაპ. დაუტოვებიათ გზის ფულად. ეს გარდმოცემა აქ ამბვათ მომყავს, თუმცა კარგად სჩანს, რომ საქართველოში ებრაელთა გმობა და დევნა ძველადგანვე იყო მოსპობილი ღა ამ მოსპობას ყველა ემორჩილებოდა, მაგრამ მაინც ერთა შორის მოიპოვებოდენ თითო-ოროლა ისეთნიც, რომელნიც ამ გარემოებას ეწინააღმდეგებოდნენ და ებრაელებზე საოხუნჯო ანდაზებს და ამბებს ადგენდნენ. რაც შეეხება საგმობელ- სა და საგიობელს მხარეს კი, ეს ყოველთვის მათში ამოკვეთილი იყო, ამის ცხადი საბუთია აქ მოყვანილი საოხუნჯო გარდმოცემა, რომელსაც ვნებითი, უდიერობის და უსამართლობის არაფერი სცხია ისე, როგორც ეს სხვა სახელმწიფოებში ხდებოდა საბრალო ებრაელთა წინაშე.

მაინც საქართველოს სამეფო საუკუნიდამ ძლიერდებოდა და საუკუნოებში მან ისეთ ძლიერებამდე

მიაღწია, იგი ისეთის მცოდნე ლაშქრის პატრონი იყო და ლაშქრობის რიცხვიც იმოდენი იყო, რომ მათთვის სრულებითაც არ იქმნებოდა საჭირო ბრძოლის ასპარეზზედ ქართველი ურია საომრათ გაეყვანათ. რაც შეეხება საშუალ საუკუნოებს, ანუ XIII-XIV და შემდეგ საუკუნეთა გაჭირებულ ქართველთა გარემოებას, ამ გაჭირვების დროს კი ქართველნი არც ურიებს დასტოვებდნენ უყურადღებოთ, ამასაც ფიქრი არ უნდა, რადგანაც მტრის მახვილით თავდასხმა, ანუ დაცემა ურიასაც ისევ ელოდა როგორც თვით ქართველს, თათარი რომ თფილისს დაეცემოდა, იგი არ კითხულობდა იმის, თუ ვის სახლსკარს იკლებდნენ, ისინი ქართველ ქრისტიანისას, თუ ურიასას. მათვის ორივ ერთი იყო, ვინც კი შეხვდებოდათ მათ წინ, ყველას რასაკვირველია მუსრს ავლებდნენ.

ურიებმაც რასაკვირველია კარგად იცოდნენ ასეთი მდგომარეობა ქვეყნისა და რაღა ფიქრი უნდა, რომ არც იგინი იქნებოდნენ ოცნებაში გართულნი და გულზედ ხელებ დაკრეფილნი,

უეჭველია თავიანთის ქონების გამო ესენი უფრო დიდს შიში იქმნებოდნენ შთავარდნილ, რათა მტერთაგან არ აოხრებულიყვნენ და ამიტომ ცხადი საქმეა, რომ იგინი არც საბრძოლველ ასპარეზს მოერიდებოდნენ და არც მახვილის აღებას ხელში. როგორ შეიძლება ითქვას რამე მასზედ, რომ ებრაელთა საქართვლოში, ქირთველთ გაჭირების დროს, სადმე რამე მონაწილეობა არ მიეღოთ, ეს შეუძლებელია და ამიტომ ჩვენ უარს ვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ვითომც ებრაელნი საქართველოში ვაჭრობის გარეშე სხვას არას აკეთებდნენ.

ქართველ ურიათა ცხოვრება ძველადგანვე თავისუფალი

იყო და იგინი არავის ემორჩილებოდნენ, იერუსალიმის ძენი ბაგრატიონების მეოხებით აზანტი იყვნენ ყველაფრით. მხოლოდ შემდეგ საუკუნოებში, როგორც სჩანს, სხვა და სხვა გარეშე მტერთა გავლენის გამო, რაკი ქართული ეკკლესია უძლურებას მიეცა, ამიტომ ეკკლესიას ურიათა მფარველობაც კარგად აღარ შეეძლო, ამას ქართველ ურიებიც კარგად გრძნობდნენ და იგინი ქართველებში სძებნიდნენ თავიანთ ნებით სხვა და სხვა მებატონეთა და მათ ყმობას რჩეობდნენ, რომ გაჭირების დროს მტერთაგან დაცულნი და დაფარულნი ყოფილიყვნენ. საქმე და მათი ცხოვრების გარემოება ისე ეწყობოდა, რომ მათვის ეს აუცილებელს საჭიროებას შეადგენდა და ამიტომაც იგინი ხდებიან საბატონო ყმებათ და უპირატესათ ეძლევიან ყმათ იმ თავადის შვილებს, რომელნიც ურიათა შთამომავლათ ითვლებოდნენ, ასეთია, მაგალითებრ თავად ციციშვილები. თავადის შვილთა ციციშვილებს გარდა ურიათა შთამომავალთ ქართველთ თავადისშვილები სხვებიც მრავლად იყვნენ, მხოლოდ მათი გვარის ცნობებმა ჩვენ დრომდე ვერ მოაღწიეს, იგინი ძველადგანვე ამოწყდნენ, მოისპნენ, დღეს ჩვენთვის მათის აღარაფერი სჩანს, ასეთ მებატონეთა ურია ყმები შემდეგ სხვებზედ გარდავიდნენ, სხვა ქართველთ მებატონებზე, რომელ ყმებმაც თვით ბატონყმობის გათავისუფლებასაც მოაღწიეს.

XII საუკუნიდამ XIX საუკუნის ნახევრამდე, ქართველ

ურიები საქართველოში ყმებათ ირიცხებოდნენ შემდეგ მებატონეთა: სამეგრელოს — დადიანის, იმერეთს — ერისთვისშვილების და სხვათა. ქართლს: ციციშვილების, ავალიშვილების, ფალავანდიშვილების, მაჩაბელის, ერისთვიშვილების და ასევე კახეთს, სამშვილდეს, სამცხეს და სხვაგან თავ-თავის ადგილმდებარე მებატონე თავადის შვილებს. მეთორმეტე საუკ. მებატონეთა შესახებ ჩვენ ბევრი რამ ცნობების არა გვაქს რა. საშუალ საუკუნოების შემდეგ დროებიდამ კი ზოგი რამ ცნობები მოიპოვება აქა-იქ ძველს წიგნებში, მაგრამ იგი უნდა იყოს მეოცე ნაწილი იმ ცნობათა, რაც კი ქართველთ ისრაელთა ბატონყმობის ცნობებს შეეხება. ის კი სჩანს, რომ საქართველოში არ ყოფილა სადმე დიდი ტაძარი და თავადის შვილი, რომ იმას ურია ყმად არა ყოლოდა. საეკლესიო ყმათა რიცხვი ძველადგანვე დაშთა მათ სამკვიდრებლათ ჩვენ დრომდე, საბატონო ურია ყმანი კი შემდეგ საუკუნოებში მრავლობდნენ. ასე რომ ურიათა ყმობა ქართველ ეკლესიას თითქმის IX საუკუნიდამ დამკვირდებია. ჩვენის ფიქრით, სწორეთ ესეთი გარმეობა უნდა ჩაითვალოს იმის უმთავრეს მიზეზათ, რომ საქართველოში ქართველ ურიათ რიცხვი დიდათ შემცირდა, უმეტესი ნაწილი გაქრისტიანდა, დროის მეოხებით გაქართველდნენ) ასეთია მაგალ. ხახამაშვილი, ჩხაიძე (ჩხაიზერ). ისაკძე, დავითაშვილი, ელიოზიშვილი და ბევრიც სხვა ენით უთვლელნი. ასეთ პირთა ზედ ემატება ის გარემოებაც, რომ ზოგნი მათაგანი საქართველოდამ უცხო ქვეყნებშიაც მიემგზავ- ვ რებოდნენ, სადაც ვაჭრობის მხრით იქვე შთებოდნენ და უკან აღარ ბრუნდებოდნენ.

ისიც კი უნდა ავნუსხოთ, რომ ყმა ებრაელთა რიცხვი

ხშირად ზოგიერთ მებატონეთაგან მცირეთაც იდევნებოდნენ. ვინ იცის, იქნება ასეთი მაგალითები დევნათაც არ ჩაითვალოს, მაგრამ ჩვენ მაინც ავნუსხავთ როგორც ისტორიულს ფაქტს. ქართველ მებატონეთა ძრიელ ხშირად იცოდნენ თავიანთ ყმათა ქალების მზითევში გატანება. ზითევში ატანდნენ არა ერთსა და ორს პირს, არამედ მთელის ოჯახობით და ხანდისხან ხუთს და ათს ოჯახსაც კი ერთად. მაგალითი ვიცით, რომ ზოგს შემთხვევაში ორმოცი ოჯახიც კი გაუტანებიათ. ეს გარემოება ხშირად ხდებოდა უფრო ვაჭრობის მიზნით, ყოველი მებატონე ნამეტურ ეტრფოდა და ელტოლა ურიათა ყმობას, ანუ ზითევში გატანებას. ებრაელს საცა კი გაატანდნენ ზითევში, იქ ის უეჭველად ვაჭრობას დაიწყებდა, აღებ-მიცემას გამართავდა ადგილობრივ და გარეშე ნაწარმოებთა საშუალებით. იყვნენ რასაკვირველია ისეთი მებატონენიც, რომელნიც თავიანთ ყმა ურიებს მეტად სინიდისიერად ეპყრობოდნენ, იყ ვნენ ისეთნიც, რომელნიც თავიანთ ბოროტებით აწუხებდნენ, ხშირად საქონელს სტაცავდნენ, მაგრამ რა გაეწყობოდა სადაც ასეთი მებატონენი იყვნენ, იქ კარგნიც მოიპოვებოდნენ, ამას, ვგონებთ, უარს ვერავინ ვერა ჰყოფს. არც ჩვენ ვმალავთ და მოგვყავს შემდეგი მაგალითიც.

XVIII საუკუნის 35 წლებს საქართვილოდამ გაძევებულ

იქმნა ქათოლიკოზი დომენტი*) საბერძნეთს, ტენდეოსის ჭალაში ექსორია ქმნილი. დომენტი კათოლიკოზი იქ კარგა ხანს დაშთა და ამ ხნის განმავლობაში ფრანცუზის ვაჭრების და საბერძნეთის პატრიარქის მას ვალათ დასდებია 5500 ლევი. ეს ვალი რამდენიმე ხნის შემდეგ საქართველომ მოითხოვა პატრიარქმა, მაგრამ დომენტის იგი ვერ გადაეწყვიტა. მის გადასაწყვეტად, საქართველოდამ გაუგზავნია 17 ყმა ურია და ერთი _____________________

  • ) ტიმოთეს მოგზაურობა იერუსალიმს. 1852 წ. თფილისი.

ოქროს თასი, რომელნიც ყველა ესენი დაყიდულა 4000 ლევად ანუ 400 მან. ასე და ამგვარად, თავნ ვალს დაკლებია 1500 ლევი, ანუ 75 მანეთი. სჩანს აქედამ, რომ 15 ურია 350 მან. გაყიდულა, კაცი 25 მ. ოქროს თასიც 50 მანეთად. 1749 წ. საბერძნეთს პატრიარქს კვალად დაუწყია ანტონ კათოლიკოზთან მოეწერა, რომ თქვენზედ 1500 ლევი ვალი ირიცხება და გთხოვთ იგი გამოგვიგზავნოთო. ასეთის ცნობებით კარგად სჩანს, რომ ქართველთ მებატონენი თავიანთ ყმა ურიებს საქართველოში გაცემასა და დარიგებას გარდა, თვით უცხო ქვეყნებშიაც კი გზავნიდნენ, გზავნიდნენ როგორც შემწირველობით, ისევე დასაყიდათ.

ჩვენ ამ გარემოებას ვერ მოვეწყობით, დომენტის არ უნდა ექმნა ესეთი საქმე, რომ 17 ურია უცხოეთში გაგზავნა გასაყიდათ, რათა მათის ფულით ვალი გადაეხადნა, მაგრამ ერთი საკვირველი ის არის, რომ ამ 17 ურიამ 400 მან. როგორ

ვერ იშოვნეს და თავი სულ ვერ გაითავისუფლეს.

დომენტი კათოლიკოზი ლეონ ირანთა მსაჯულის შვილი

იყო, ძმა ვახტანგ მეექვსისა. ყველას რომ ეკადრა ურიების დაყიდვა, ამ მღვდელმთავარს მაინც არ უნდა ექმნა, რადგანაც ქართველი ურიის საქართველოდამ მოცილება იყო თვით ქართველთ დაღუპვა, ღალატი. ურიები საქართველოში ქართველებს არას უშავებდნენ და მაშასადამე ქართველები მათ რაღას ერჩოდნენ მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, გვარში ერთი მახინჯი არ დაილევა. ასეთი იყო დომენტი და ასევე იყვნენ იმ დროს მისი მონათესავე ორბელიანებიც, რომელთაც ებრაელთა ერთი ყმაც კი არ შეირჩინეს, რადგანაც ყველა იგინი დაყიდეს, დააგირავეს და აქა-იქ გაცვალეს სხვა და სხვა ნივთებზედ.

იმერთა ბატონიშვილს დავითს ცოლად ჰყავდა ორბელიანის ქალი, ამ ქალს მშობლებმა ზითევში სხვათა შორის ურიებიც გაატანეს. ეს ურიები შემდეგ საეკკლესიოდ იქმნენ შეწირულნი, რომელთაც საეკკლესიო ხარკი უნდა ეხადათ. ამ

გათავისუფლების მიზეზათ გახდა ის გარემოება, რომ დავით ბატონიშვილის ცოლი უშვილო იყო, დავითი ღმერთს შევედრებია, რომ შვილი მომეციო. შვილი მისცემია, ამ გარემოების გამო დავითსაც ურიები გაუთავისუფლებია. ურიების ზითევში გატანება ქართველ მებატონეთ ჩვეულებად ჰქონდათ, ურიებს კაი ფასი ედოთ, ამიტომ საქართველოში არ ყოფილა ერთი სახლიშვილი, რომ მათ ყმა ურია არა ჰყოლოდა. ამათ ყმობას მით უფრო ნატრობდენ მებატონენი, რადგანაც დაჩაგრულნი უფრო უკეთესად უხდიდნენ ხარკს ვიდრე ყმა ქრისტიანთ გლეხები.

სულ ეს იყო საბრალო ქართველ ებრაელთა ყმობის ტრფიალება და მიზეზები, რომ ყველა ქართველ თავადისშვილნი

ნატრობდნენ მათს ყმობას, ქართლის მებატონეთა შორის ურიათა ყმობის რიცხვი შემცირდა იმ დროდგან, რაც მათ იმერეთში იწყეს გადასახლება. იგინი აქ ისე შეწუხებულ იყვნენ, რომ მებატონეთაგან აქ თავს იხსნიდნენ, იმერეთში გადიოდნენ და იქ ეძლეოდნენ ცხოვრებას და იმერთა მებატონეთ ყმობას. სჩანს იმერთა მებატონეთ ყმური დამოკიდებულება უფრო პირიანი იყო ვინემც ქართლისა. ამიტომაც მოხდა, რომ მთელ ქართლის ურიები იმერეთში გადასახლდნენ. უნდა დაუმატოთ, რომ მართლაც და იმერთ მებატონეთ ზრდილობა და ყმათა წინაშე დამოკიდებულება ბევრათ სჯობდა ქართლის მებატონებისას. ქართლის მებატონენი სრული დესპოტები იყვნენ და იმერნი კი მათზე ზრდილნი და ფხიზელნი იყვნენ. ეს მე მგონია დღესაც კარგათ სჩანს ამ წოდებათა შორის, თუ ვინმე ყურადღებას მიაქცევს და მათ ყოფა-ქცევას ასწონ-დასწონავს.

აბა ვინ იტყვის, რომ დღენდელი იმერეთ თავად-აზნაურები არ სჯობიან ქართლის თავად-აზნაურებს. თავად-აზნაურებს გარდა, ქართლსა და იმერეთში ურიათა გლეხნი ყმათ

თვით ბაგრატიონთ გვარის წევრთაც ყვანდათ, ბაგრატიონებს დიდ სანაქებო საქმედ მიაჩნდათ, როცა ამათ ურიები ყმათ ჰყავდათ. ყმა ურიებს იგინი სიამოვნებით სწირავდენ ეკკლესიებს. ამ გარემოებას ამართლებს და ასაბუთებს შემდეგი მაგალითიც: იმერეთში, თვით გამოჩენილი და წრფელი მეფე სოლომონ მეორე აი რა გვარ ცნობას გვიტოვებს. რადგანაც სოლომან იმერთა მეფის პირველის სურვილით გვამი მისი დასაფლავებულ იქმნა გენათის მონასტერში, ამიტომ მე ჩმის მხრით ხსენებულს მონასტერსავე ვსწირავ სამს კომლს ჩემს ურიათა ყმებს, რომელთაც წლურათ გაენათის ტაძარს უნდა გადუხადონ ხარკათ წელიწადში ფულათ 15მანეთი და ერთი ლიტრაც წმინდა სანთელი*). უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც სოლომონ პირველ იმერთა მეფე, ისევე მეორეც, მეტად ჭკვიანი ბრძენი კაცები იყვნენ ერთიცა და მეორეც ქართველ ებრაელთა ცხოვრების აყვავილების საქმეს არაფრით არ ეწინააღმდეგებოდნენ. როგორც სოლომონ პირველი ისე მეორე იმერთ ებრაელთა ცხოვრებას სულაც არ ავიწროებდნენ და არსად და არას დროს ებრაელთა უბრალოთ არავის სწირავდნენ. იმერთა ბატონიშვილები ქართველ ებრაელთა უფრო ნათელის შეხედულებით აფასებდნენ, ვიდრე ქართლ-კახეთის კეთილშობილნი, ამ გარემოებას თუ დავაკვირდებით, მის პასუხს თვით ქართველთ ებრაელთა ცხოვრება მოგვცემს, როგორვ ძველი, ისევე აწინდელი თვით ქართველ ურიები იტყვიან მკაფიოთ, რომ მათთვის ცხოვრება იმერეთში უფრო ადვილი არს და სასარგებლო, ვიდრე ქართლსა და კახეთში.

როგორც ვსთქვით, ურია ყმათა ყვანდათ საქართველოს

უპირველეს სახლის შვილებს და მათ შორის ყვანდათ აგრეთვე დადიანებსაც, ამას ცხადათ ამტკიცებს 'შემდეგი ცნობა; 1793 წელს დადიანის ასულმა მარიამ დედოფალმა საეკლესიოთ შესწირა ერთი მოსახლე ურიის ოჯახისა. ამ ქალს სამეგრელოდანაც ყოლია ურიები ზითებში გატანებული. ეს ქალი სოლომონ მეფის მეუღლე იყო, როგორც ვიცით სოლომონსაც ყვანდა ურიები ყმათ. სამეგრელოში ურიათა მრავლად მოფენა XVII საუკუნედამ ეკუთვნის, ჩვენ კარგათ ვიცით, რომ მარტოდ ერთს შემთხვევის გამო, ქართლიდამ ქართველ ურიების 10 კომლი გადასახლდა სამეგრელოს, იგი- _____________________

  • ) გუჯრები.

ნი დადიანს მიგცნე ყმებათ, იქ დაიწყეს ცხოვრება და მასთან აღებ-მიცემაც, .რასაც თვით დადიანებიც უმადლოდნენ.

იმერთ მებატონეთა შორის ქართველ ებრაელთა ტრფიალება და ფასი იქამდე ყოფილა განღვიძებული, რომ იმერთ

მებატონენი ზოგიერთ ებრაელთა ოჯახს ქართლიდამ თუ ნე- ბით არა ძალითაც კი იტაცავდნენ, ამის მაგალითია შემდეგი: 1792 წ. როსტომ ფალავანდიშვილი შესჩივის მეფეს, რომ წერეთელი დაეცა ჩემს სოფელს და სხვათა შორის, მოიტაცა ერთი ჩემი ყმა ურია თავის ოჯახითაო. მე ამ ყმა ურიის დაბრუნებას ვითხოვ, რადგანაც იგი მე მზითევში მაქვს მიღებული. ვსთხოვ თქვენს უმაღლესობას, რომ სოლომონ მეფეს და წერეთელს მისწეროთ, რომ ჩემი ყმა მევე დამიბრუნდესო *). წერილიდამ სჩანს, რომ ვითომც წერეთელი შეიარაღებულის კაცებით დასცემიან ფალავანდიშვილის ყმებს. ამას გარდა სხვა ურიებიც წაუყვანიათ, ცნობა არის, რომ ვითომც ურიები წერეთელს სიამოვნებით, თითქმის სიხარულით მისდევდნენ.

რა იყო მიზეზები ამ სიხარულით წასვლის, ამაზედ აქ

ჩვენ არას ვიტყვით, რადგანაც ზევით უკვე გაკვრით ვილაპარაკეთ. რაღა ფირი უნდა, რომ სადაც ურიებს ასე ელტოდნენ, იქ უეჭველია მათი ფასიც ეცოდინებოდათ, მაინც იმერელ ებრაელთა ცხოვრებაც გაცილებcთ სჯობია ქართლის ურიის ცხოვრებას.

ქართლის ურია სრული ღატაკია, საწყალი, ჩულებში გახვეული, შინ არაფრის მქონე და ტანი ძონძებით მოსილი. იმერელი ურია კი ასეთ გარემოებას მოცილებულია, იგი ბევრად

სჯობს ქართლის ურიას, ესეც რასაკვირველია ცხადი საბუთია მის, რომ ურიები იმერეთში უფრო უკეთ სცხოვრობდნენ, ვიდრე ქართლში. ამის მიზეზად ესეც უნდა ჩაითვალოს. ვახუშტის მოწმობით, ქართლში ურიები არამც თუ მარტოდ იმ სოფლებში სცხოვრობდნენ, რომელნიც ჩვენ მოვსთვალეთ, არამედ სცხოვობდნენ კიდევ სხვა კუთხის სოფლებშიაც,

________________
  • ) ვახუშტის გეოგრაფია 30 გვერდი.

მაგალითებრ ასეთია, „გოკია, ქალაქი, სამცხეს, მოსახლებენ ურიანი და სოფელ ბარალეთსა"! დღეს კი ამ სოფელში ურიის ხსენებაც აღარ არის, ისეა აქ გამორიცხული მათი ხსენება, რომ ერთი კაციც აღარავინ სჩანს.

როგორც ვისაუბრეთ, მთელს ჩვენს გრძელს წარსულს

რომ გადავავლოთ თვალი, ქართლსა და კახეთში, თითქმის ყოველ საუკუნეში ვნახავთ ისეთ ცნობებს, რომლითაც ცხადათ გამოჩნდება ის სინამდვილე, რომ ქართველ მეფენი და მთავრები თავიანთ ყმა ურიებს თითქმის ყოველთვის სწირავდნენ დედა ეკლესიებს, ასეთია მაგალითებრ კახეთის მეფის ლევანისაგან შეწირული მცხეთის ეკლესიისადმი ურიათა საქმე *). ამათ გარდა ლევანმავე შესწირა იერუსალიმს, ჯვარის მონასტერს, რამდენიმე მოსახლე ურიათა და იესოს საფლავსაც, სულ 80 კომლი ქართველი ურია იქმნა გარდასახლებული იქითკენ, რომელთაც საგზაოთაც მიეცათ საკმარისი შე- ძლება. ურიები სიამოვნებით წავიდნენ იერუსალიმს, დასახლდნენ იქ და თავიანთ ვალსაც ხდილობდნენ, ამ ურიებთან საქართველოდამ მათ მონათესავე ურიებს ხშირი მიწერ-მოწერა ქონდათ და წარმოიდგენთ ისიც, რომ ურიები ყოველთვის ერთმანეთს ქართულათ სწერდნენ წერილებს. ამათ ქართული წერილები არამც თუ საშუალ საუკუნეების გვაქვს ჩვენა, არამედ ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნოებიდამაც კი მოაღწიეს ჩვენს დრომდის, რომელსაც ქართველთ მეცნიერნი ნამდვილ ქართველთ შვილებთაგან ნაწერად ხადიდნენ, ყველას ასე ეგონა, რომ ქართველის ნაწერიაო. ანუ იმ შეწირულ ქართველ ქრისტიან გლეხთაგან, რომელნიც ბევრათ ადრე იქმნენ ქართველთ მეფეთაგან შეწირული. ასეთ შეწირულ ქართველ ებრაელთა რიცხვი ძველთაგანვე ერთობ დიდი ყოფილა. ებრაელთა ცხოვრება საქართველოში ძველად თავისუფლათ არსებობდა, მათ ცხოვრების ხელის შემშლელი არავინ ყვანდათ. იგინი მოქმედობდნენ თავისუფლათ, ცხოვრობდნენ შვიდო- ________________________

  • ) ვახუშტის გეოგრაფია.

ბიანად, სარგებლობდნენ თითქმის ყველანაირ უფლებით. მათი მოდავე და დამშლელი არავინ იყო, იგინი თავისუფლათ იძენდნენ მამულებს, მასთან ჰყიდნენ და ყიდულობდნენ კიდეც. ერთის სიტყვით პირველ და შემდეგ საუკუნოებში საქართველოში ქართველი ურიაც ისეთივე საქართველოს შვილი იყო, როგორც თვით ძირეული ქართველნი. ესენი ყველა ქართველ მეფეს პატავს სცემენ, სამეფო საქმეს თითქმის ეთაყვანებოდნენ, არ თქმულა და არ გაგონილა, რომ ოდესმე ქართველ ურიას ან საქართველოსთვის ეღალატნოს, ან მეფისათვის და რამე ცნობები სხვა სახელმწიფო მტერათათვის გარდაეცათ, თუმცა ამის შემთხვევა მათ ხშირად მიეცემოდათ, რომ ეს ასე ექმნათ, რადგანაც იგინი სავაჭროს მიზნით ხშირად მოგზაურობდნენ უცხო სახელმწიფოებშიაც, მაგრამ არ შვრებოდნენ.

ურია ქართველთ შორის ძველადგანვე არ იყო ისე დევნილი და გმობილი, როგორც ევროპიაში. ევროპიაში ამათ ვინ

იცის როგორ აწვალებდნენ, სტანჯავდნენ და თითქმის აფურთხებდნენ*), თმის გაკრეჭას არ უშვებდნენ, საქართველოში კი ამის მსგავსი არავის არ შეეძლო და ურია თავის ჭერქვეშ მშვიდობით იძინებდა. საქართველოს ურიები ამ გარემოების წყალობით უფრო მისდევდნენ აღებ-მიცემასა და ვაჭრობას, ამის მიმდევრობამ კი იგინი ერთმანეთს დააკავშირა, ერთი ურია მეორე ურიას გადააბა არა მარტო ვაჭრობის საქეით, არამედ ცხოვრებითაც, აღებ მიცემითაც და სხვა რამ ცხოვრების მხარეებითაც. ესენი მთელს საქართველოში ცნობილ იქმნენ როგორც ვაჭრები და ისე სადმე სიტყვა ურია არ იხსენებოდა, რომ იქ იგი მაშინათვე ვაჭრობით არ ყოფილიყოს ცნობილი. ვაჭრობა ამათიც თავისუფალი იყო და თვით ნებიერი, საქართველოს სამეფოც ამისთვის მათ დახმარებასაც აძლევდა. მათს ვაჭრობის საქმეებს მფარველიც ჰყვანდა დანიშნული, რომელიც მჭიდროთ ზედამხედველობასაც უწევდა თვით მგზავრობის დროსაც კი ებრაელ ვაჭრებს გზაში სამგ- ______________________

  • ) სპასოვიჩის სიტყვა.

ზავრით კაცებს ატანდნენ, რომელთაც ურია ვაჭარი ერთის ადგილიდამ მეორე ადგილამდის უნდა მიეყვანათ. მათი გამცარცვავიც, ან მკვლელნიც სასტიკათ დაისჯებოდა, ვაჭარ ურიის ყოველივე ზარალი უნდა აღედგინათ, ნამეტურ პასუხი ეკითხებოდა გზის კაცს, გზის კაცთა გარდა მათ ღამის გუშაგიც ყავდათ დანიშნული, ასეთი იყო მათი ვაჭრობის პირობები საქართველოს სამეფოს წინაშე.

ქართველ ურიები ვაჭრობის გარეშე მეურნეობასაც ძველადგანვე მისდევდნენ. მეურნეობის დარგიც მათში გამოარკვია საქართველოს სამეფოს წეს წყობილების კეთილმა გარემოებამ, კარგმა პირობებმა. საქართველოს ძველის სამეფოს

წეს-წყობილობის კეთილმა გარემოებამ, მძლავრმა ცხოვრებამ. საქართველოს ძველის სამეფოს წესებისათვის დიდათ სამძიმო იყო, რომ მას სადმე მცხოვრები გლეხი ჰყოლოდა და ეს გლეხი, გინდა ვაჭარი, ხელოსანი და სხვა უმიწა-წყლო ყოფილიყოს, უჭერო, უვენახო საყანურის უმიწოთ, მიტომაც იყო, რომ საქართველოში ძველადგანვე მეურნეობას ებრაელთა ყოველი ოჯახიც მოსდევდა, ყოველი გლეხიკაცი, ამას მიტომ მისდევდნენ, რადგანაც მათ საკუთარი ადგილ მამულები ქონდათ, სავენახე და საყანური ადგილები და მასთან საბოსტნეც, მაშ რამ აღამაღლა საქართველოს ერი და დააწინაურა ძლიერებით, რასაკვირველია მეურნეობის ნაყოფმა, დარგმა, მოსავალმა, მაშინ მეურნეობას ისე კი არ მისდევდნენ, რომ მის საშუალებით ვისმეს გამდიდრება ჰქონდათ სახეში ეს როგორც დღეს არის, არამედ მას მისდევდენ როგორც ცხოვრების სახსარს, როგორც მათს გამომკვებელს ძალას და სიცოცხლის მასაზრდოებელს. ასეთის აზრის იყო საქართველოს სამეფო ძველათ და მიტომაც იყო, რომ მათ მიწა-მამულით დაჯილდოვებული ყვანდათ თვით ქართველთ ებრაელნიც. დღესაც სწორეთ ამ მოწყალების მიზეზია, რომ საქართველოში ქართველი ებრაელი უფრო მეტის პირობებით სარგებლობს, ვინემც ევროპიდამ მოსულ განათლებულ ებრაელნი.

საქართველოს მიწასა და ნიადაგთავან ქართველი ებრაელიც ისევე იყო მიკრული და მიწებებული, როგორც თვით

ქართველნი. ასეთი იყო ებრაელთა წარსული საქართველოში და ასეთივეა მათი დღეინდელი ცხოვრებაც. უნდა ითქვას, რომ ასაქართველოს ურიების ასეთი მდგომარეობა მათმა მერჯულეებმა იერუსალიმიდამ დაწყობილი თითქმის ყველა სახელმწიფოში იცოდნენ და ამისთვის ქართველთ მთავრებს და მეფეებსაც იგინი დიდათ უმადლიდრენ. ბევრს ურიის რაბინს და მღვდელ მთავარს უკურთხებია თავის სიტყვით საქართველოს ერი. ბევრს ურიათა მღვდელ მთვარს მოუხსენებია სხვა ტომის ძეთა წინაშე ქართველი ერი როგორც სამაგალითო და მასთან მისაბაძი ებრაელთა სიბრალულში. ასეთი წარსული აქვნდათ ებრაელთა ქრისტეს წინა დროიდამ ვიდრე XVIII საუკუნემდე. ასეთის კეთილის პირობებით სცხოვრობდნენ და ასეთი მისაბაძი კავშირი ქონდათ ქართველებთან, როგორც ესენი ადიდებდნენ და პატივს სცემდნენ ქართველებს, ისევე ქართველები ექომაგებოდნენ და მფარველობდნენ ქართველთ ებრაელთაც.

ქართველ ებრაელთა შესახებ, ზეპირ გარდმოცემაც არს

დატოვებული ერთი ამბავი, რომელიც მოგვყვავს აქ. XVII საუკუნის ნახევარს, ახალციხელ ქართველ ურიები გახმობილ იქმნენ ომში, ესენი ამ მიხმობას დიდის სიამოვნებით მიეგებნენ, ბრძანება აღძრეს და მალეც მივიდნენ დანიშნულს ალაგას, მაგრამ საქართველოს გამგემ მათი ომში გაყვანა არ მოინდომა, რადგანაც ურიები ვაჭრობას უძღვებიანო და ამიტომ იგინი გათავისუფლებული იქმნენ და შინ დაბრუნებულნიო. მაგრამ ურიებმა ეს ბრძანება პირველად არ იყაბულეს, იუკადრისეს, ათაბაგს მოახსენეს, რომ ბატონო, ვაჭრობის გზაზედაც გვიგულეთ და აქაცაო.

ეს ჩვენი შეურაცხება იქნება, მაშ ჩვენს სახლ-კარს რომ

მტერი დაესხას, ნუ თუ ჩვენ არ უნდა დავიფაროთ ჩვენი თავიო! როგორ შეიძლება ესაო. ჩვენც კაცნი ვართ, მართალია ებრაელნი გახლავართ, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობთ და ჩვენც ვალი გვაქვს ამ ქვეყნის წინაშე, სადაც ჩვენა ვსცხოვრობთ. ებრაელთა ბევრი იწუხეს, მაგრამ რჩევა შეისმინეს და შინ დაბრუნდნენ, იქიდამ სახლში ერთი პწკარიც არ წაუღიათ, ყოველივე იქ დასტოვეს, ლაშქარს დაულოცეს და ათაბეგს შეჰკადრეს, რადგანაც თქვენ ვაჭრობის საქმისათვის ასე დაგვაფასეთ და არ გაგვიმეტეთ, ჩვენც ვეცდებით რომ სამაგიერო სამსახური გაგიწიოთ, შინ გიახლებით და დიდ ძალს სურათს მოგაშველებთ ბრძოლის ველზედო.

ესენი წავიდნენ და მართლაც თავიანთ დავალება აღასულეს, მალე ჯარს ბრძოლის ველზედ რამდენიმე ოცი ურემი

სხვა და სხვა საქონლით და სანოვაგე მიერთვა, რაც რასაკვიველია დიდის პატივით იქმნა მიღებული. ურიების სამსახური მთელს საქართველოში მოეფინა, ყველა აქებდა ამათ, ასეთი უვნებელნი იყვნენ ქართველ ებრაელნი საქართველოსათვის. ამ სამახსოვრო საქმის გამო ახალციხური ურიების რამდენიმე თავის ნებით მცხეთის ტაძარს ეყმნენ. ეს ყმობა მოხდა მე-XVII საუკუნის ნახევარს, ისიც კი უნდა ითქვას, რომ ახალციხელ და ანუ სხვა ებრაელთა ურიებს გარდა თვით იმერეთის ურიებთაგანაც კი ეწირებოდნენ მცხეთის ეკლესიას, ამის მაგალითს წარმოდგენს შემდეგი: XVIII საუკუნის დამდეგს, იმერეთიდგან გარდმოსახლდა და ქართლში და ცხინვალს დასახლდა ერთი ქართველ ებრაელთა ოჯახი *). მერე ეს ქართველ ურიათა ოჯახი ცხინვალიდამ მცხეთის ტაძარს ჰყმობია.

ცნობა არის, რომ როგორც ძველათ ისევე შემდეგაც,

ქართველს ეკლესიისადმი ურიათა ყმობის ცნობა მათ მიერ მღვდელთაგან ეტყობინებოდათ იერუსალიმის ურიათა უფროს მღვდელთმთავართ. ქართველ ურიებს ურიასტანის ებრაელებთან მუდმივ კავშირი ქონდათ და კიდეც მიტომ იყო, რომ ურიასტანიდამ საქართველოში მეტად ხშირად მოდიოდნენ ურიათა მოგზაურნი: სწავლულ რაბინი და მღვდელი მთავარნი. როგორც ვიცით, თვით ებრაელთა მოთხრობით მათი მოგზაურ ______________________

  • ) გუჯრები.

რაბინნი თვით უძველესის დროიდან მოსულან ხოლმე, საქართველო აუწერიათ, მასთან თავიანთ თანამერჯულეთ ცხოვრებაც და მათ ცხოვრებაში ყველგან საქართველოს, ქართველი ერი, სამეფო და გამგეობა მეტად კარგად მოუხსენებიათ, ურიათა მფარველად. ურიათა ძველის მოგზაურების ნაწერებში ევროპის ერთა შესახებ დიდს საშიშარ ამბებს ნახავთ, საოცარს და მასთან მართალსაც, თუ იქ ებრაელთ როგორ სტანჯავდნენ და საქართველოს შესახებ კი მათს ნაწერებში ვერსად ცუდს სიტყვასაც ვერ ჰპოვებთ, თუმცა მათში ურევიან ისეთი მოგზაურნიც, რომელთაც მთელის აზიის სამეფოებთა და ერთა ისტორიებიც კარგად იცოდნენ, აგრეთვე მათი ენა და მწიგნობრობა და მათ არა ერთ გზის უმგზავრიათ არამც თუ შავის ზღვის ნაპირებს და საქართველო, არამედ მთელი აზია, თითქმის ინდოეთამდე, აქა იქ უნახავთ თვისთანა მერჯულენი, აუწერიათ იგინი და,უკანასკნელ საქართველოს გზით ურიასტანშივე დაბრუნებულან, რომელთაც რასაკვირველია არც საქართველო დარჩენიათ აუწერავი.

უძველეს ებრაელთა მოგზაურებთაგანს ჩვენ ვიცნობთ,

ბენიამინ რაბინს, რომელიც XII საუკუნეში სცხოვრებდა და რომელმაც თავის მოგზაურობაც დაგვიტოვა, ამ მოგზაურს აზიაში მოგზაურობის დროს, აქა იქ ურიებიც უნახავს და ზოგი ამ ურიებთაგანი საქართველოდამ ყოფილან. ამავე საუკუნის განმავლობაში აზიაში ყოფილა მოგზაური რაბინი აბრამ ბენდიორი. ამ რაბინსაც დაუწერია თავის მოგზაურობა, იგი თავის აღწერაში საქართველოს ურიებზედაც ლაპარაკობს, სხვათა შორის სწერს, რომ საქართველოში ურიათა რიცხვი იმოდენად დიდი იყო, რომ ურიული სახელები თვით მათს ქალაქსა და დაბებსაც კი დარქმევია. ამის საფუძვლათ იგი ასახელებს სოფელ ვარიანს, სადაც ძველად ურიებს უცხოვრიათ და რის გამოც დარქმევია ამ სოფ. ვარიანი. ურიულათ ვარიანი-ვარა სატახტო ქალაქს ნიშნავს. სოფ. ბრეთიც ურიების ყოფილა, თვით ბრეთიც ურიული სახელიაო. ასევე ბევრს ურიულს სახელებს ასახელებს სვანეთში დარჩენილებს, აფხაზეთში, სამეგრულოს, გურიაში. აქ ეს ისე ხშირია, რომ თვით ჩხაიძე წარმომდგგარია ურიულ გვარ ჩხაიზერიდამ. ამავ მოგზაურის სიტყვით, ვითომც თვით სიტყვა ივერიაც კი ებრაული სახელია და წარმომდგარი მათისავე ენის გავლენის მეოხებით. ეს მოგზაურობა ურიულის ენიდამ ლათინურს ენაზედ ნათარგმნი პირველად 1734 დაუბეჭდიათ ამსტერდამს*).

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოში ურიათათვის ძველადგანვე სთარგმნეს მოსეს სჯულის დება, ანუ

„ურიული კანონი“ და საქართველოს ურიათათვის დაარსეს. საქმე ისე ყოფილა მოწყობილი, რომ ძველადგანვე ურიათა საქმე ამ სჯულის წიგნით გაირჩეოდა და არა საქართველოს სამეფოს კანონთ კრების ძალით. როგორც სჩანს, ურიული სამართლის წიგნი ძველადგანვე უთარგმნიათ თვით საქართველოს ურიათა მღვდელი მთავრებს. სჩანს, რომ ვახტანგ მეფეს „სამართლის წიგნში“ მოთავსებული ურიული კანონი ძველი თარგმანის უნდა იყოს ახალის კომენტარიით. ამას ფიქრი არ უნდა, რადგანაც ვახტანგ მეექვსე ურიულ თარგმანის შესახებ არას ამბობს, თუ მან იგი საიდამ სთარგმნა და გარდმოიღო, უნდა ითქვას, რომ მოსეს სჯულის წიგნი ძველად არის ნათარგმნი, ხოლო თარგმანი ვის ეკუთვნის ამაზედ ჩვენ არა ვიცით-რა, მიტომ არც ვამბობთ რამეს. ამ „ურიულ სამართალს“ გარდა ქართულს ძველს ხელთ ნაწერებში აქა იქ ბევრი ისეთი ცნობებია დატოვებული, რაც ცხად საბუთს გვაძლევს, რომ იგინი საქართველოში მყოფ ებრაელთა რაბინებისაგან უნდა იქმნეს ნათარგმნი.

„მოსეს სჯულის" შესახებ ჩვენ ვიტყვით შემდეგს, რომ

იგი საქართველოს ებრაელთათვის შემდეგ საუკუნოებში უმნიშვნელო იყო, მათი ავკარგიანობა ამ ,,სამართლის წიგნით“ აღარ განიბჭობდა, არამედ საქართველოს სამეფოსავე კანონდებულებით. გარდა ამის ისიც უნდა ითქვას, რომ მთელს ჩვენ წარსულში არ ყოფილა მაგალითი რომ ქართველ ებრაელს

______________________
  • ) ისარლოვის ნაწერები.

სადმე რამე დაეშავებინოს, ქურდობა ჩაედინოს, წაერთმიოს სადმე რამე, ნივთზედ ეჩხუბოს და სხვა ათას ამგვარნიც. ერთის სიტყვით ურია ყოველი დანაშაულობისაგან ერთობ შორს იდგა. ეს არამც თუ ძველად არამედ შემდეგ საუკუნოებშიც ისევე იყო და თვით დღესაც, ქართველი ურია, თუ არ დიდის გაჭირებით, უამისოდ იგი საჩივარში არას დროს არ წავა, ასეთის თვისების გამო მათ ერთის მხრით უჯეროთ დასცინიან კიდევაც, ფრთხალებს ეძახიან, მაგრამ ეს არ არის მართალი.

ჩვენ, ჩვენის შეძლების დაგვარად აქ საკმარისად ვისაუბრეთ ებრაელთა ცხოვრების შესახებ, მოკლედ ავნუსხეთ, რომ

ქართველ ებრაელნი საქართველოს მეფეების დროს სრულის თავისუფლებით განგებდნენ, მათი ცხოვრება იყო მშვიდი და უვნებელი, ვიდრე საქართველოს სამეფოს არსებობა დასრულდებოდა, მინამდის საქართველოში არც ურია შევიწროებულა და არც მას უწყენინებია რამით ქართველისთვის და საქართველოს მეფობის გამგეობისთვის ქართველი ებრაელი ყოველთვის ერთგული ყოფილა თავის მეფის და საქართველოსი, ამიტომ ჩვენი ვალიც არის, რომ ამ დაჩაგრულ უვნებელ ხალხის ცხოვრებას თვალ ყური ვადევნოთ და ყოველთვის მათი მფარველნი ვიყოთ ჭეშმარიტებით. ამას მოითხოვს ჩვენი ზნეობრივი ვალი და მათი კარგი ამაგიც ქართულ ენის წინაშე და ქართველი ხალხის. ქართველი ამათ ვერ დაემდურების. ქართველთ ებრაელთ დიდი განვლილი დრო აქვსთ საქართველოში და მასთან კაი ხსოვნაც დატოვებული, ამ ხსოვნას კარგად ასაბუთებს 1871 ცხეთაში მოპოვებული ერთი საფლავის ქვა, რომლის ურიული წარწერაც მოწმობს, რომ იგი ეკუთვნის ქრისტეს წინეთ მეექვსე საუკუნის დასასრულს (589 წ.). ჩვენ ვხედავთ, რომ ურიასტანიდამ საქართველოში მოსული ურიები ქრისტეს წინეთ მეექვსე საუკუნეში იქამდის გამრავლებულნი ყოფილან, რომ მათ თავიანთ სამახსოეროთ მრავალ ალაგას სხვა და სხვა საფლავებზედ წერილებითი ცნობებიც დაუტოვებიათ. ეს ქვა საყურადღებოა.

III
ჩვენს დროს, საქართველოში, ქართველ ებრაელნი სცხოვრებენ იმერეთს, სამცხეს, ქართლს და მცირე რიცხვიც აქა იქ

ვაჭრობის მხრით. ქართველმა ურიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს რუსეთთან დაკავშირების მეოხებით ისე ვერ ისარგებლა, როგორც ეს სომხებს მოუხდათ. ქართლის ებრაელნიც თითქმის იმავე გარემოებაში დაშთენ და ვერ წადგეს ფეხი წინ, როგორც თვით ქართველნი. ესენიც ისევე დაშთენ, სამერმისო ცხოვრებაში უფრო გაჭირებაში ჩავარდნენ, ვიდრე წარმატებაში. ამ გარემოებას დაეხმარა მათი ბევრ- ნაირი ცხოვრების პირობები და ის გარემოებაც, რომ ახალ დროის მეოხებით ქრისტიანეთაგან ურიათა დევნა უფრო წინ წავიდა. მოსვენებაში მყოფთ ქრისტიანებმა ურიებზედ აიღეს მახვილი და ამიტომ ქართლის ებრაელნიც დაშთენ მამა-პაპურის ცხოვრების წესებით, არ იქმნა, ვერ გამოდგეს ფეხი ძველის ქოხმახებიდამ. ამ გარემოებით ქართლის ურია უფრო უბედურია, ვინემც თვით ქართლელი ტეტია გლეხი. ქართლის ებრაელთ ევროპის ებრაელნი ათასჯერ სჯობიან.

ძველს ხანას და მცხოვრებთა და მათ ბინათა აღრიცხვას

ჩვენ იქით დავტოვებთ, ამიტომ ახალს მოგახსენებთ. ქართლში ებრაელნი სცხოვრებენ: თბილისს, ქარელს, სურამს, ცხინვალს, მუხრანს, ბრეთს და სხვაგანაც თითო-ოროლა აქა-იქ სოფლებში ქართველ ქრისტიანებთან ერთათ. სამცხეს სცხოვრობენ: ახალციხეს, აწყვერს, ბარალეთს, ბორჯომს და აქა-იქ სოფლებში თითო-ოროლა კომლი. კახეთში სცხოვრებენ ს. ზემოხოდაშენს, და მცირეთ აქა-იქ სოფლებში, ვაჭრობის მხრით. იმერეთში სცხოვრებენ საჩხერეს, ჩხარს, ქუთაისს, ონს, ხონს, ლაილაშს, ბანძას, საჩინოს, სუჯუნას, კულაშს და სხ. ასევე სცხოვრობენ ბათუმს, ფოთს, სოხუმს, სენაკს და აქა-იქ მთელ საქართველოს დაბებსა და ქალაქებში, სადაც კი მათთვის ვაჭრობა შესაძლებელია. საქართველოს გარეშე ქართველი ებრაელნი სცხოვრობენ ბაქოს და რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებშიაც, საზღვარ-გარეთ ქვეყნებს: კოსტანტინეპოლს, ტრაპიზონს და სხვა და სხვა ევროპის ქალაქებშიაც მცირედ კი.

როგორც ძველად დღესაც ქართველი ებრაელი ყველგან თავის დედა ენათ ქართულს ენას ხმარობს. არც ძველად

და არც დღეინდელ ებრაელს ქართული ენის მტრობა არა ქონია და არც აქვსთ, ნაცვლად მტრობის მათ უაღრესად აქვსთ ჩაქსოვილი ამ ენის სიყვარული. საქართველოს გარეშე სადაც უნდა წავიდეს ქართველი ებრაელი, იგი ქართულს ენას არსად არ დასტოვებს, მას ყველგან ამ ენაზედ ეხერხება ლაპარაკი. ამ ენით სცდილობს იგი, ამით ლაპარაკობს ყველგან, შინ, გარეთ, ვაჭრობაში და თვით სამართალშიაც. მაგალითებრ, თბილისში, სადაც ქუჩებში ებრაელთა დალალები დადიან, მათ ყველგან ქართული ენა აქვსთ სახმარ ენად მიღებული. ერთი ის კი იციან, რომ აქა იქ ზოგი ერთ უბნებში „მელკი ტავარის" ყვირიან, როცა მუშტართან მივლენ და ნახავენ, თუ კი შეატყეს, რომ მუშტარმა ქართული ენა უნდა იცოდეს, მერე რაც უნდა დაემართოს, რაც გინდ გაუჭირდეს ვაჭრობა, მაინც ის სხვა ენაზედ ხმას არ გასცემს, უსათუოთ ქართულად დაუწყებს საუბარს. ქართულათაც ყვირიან „საწვრoმალო, კაი ბამბაზიები, ჩაის ჭურჭელი" და სხვანი.

ოსმალეთის საქართველოში, როგორც ვსთქვით ზემოთ

ყველგან შეირყა ქართული ენა, და ქართველ მაჰმადიანთ შო- რის ყველგან ამოვარდა და დაივიწყეს ქართული ენა თვით ქართველ მაჰმადიანებმა, ქართული ენა დაავიწყდათ აგრეთვე ახალციხის ქართველ მაჰმადიანებთაც. ეს ენა ყველგან იდევნებოდა, ქართველ მაჰმადიანებს აღკრძალული ქონდათ ამ ენაზედ საუბარი, ქართველები ხანდისხან შიშით ხმასაც ვერ იღებდნენ. ახალციხელ ქართველ ებრაელნი კი შინა და გარეთ ქართულს ენას თავისუფლათ ხმარობდნენ და მათი მოდავე არავინ იყო, ვინ იცის იქნება, ოსმალეთის გამგეობამ და სასულიერო წოდებამ არც კი იცოდა, რომ ურიები ქართულად ლაპარაკობდნენ, თორემ ვგონებ მათვისაც აღეკრძალნათ ქართული ენა, გარდა ამის, რომ ძველს დროს, მთელს ახალციხეში ქართველ ებრაელთაგან ქართული ენა განისმოდა, იგინი ახალციხიდამ მოგზაურობდნენ ფოცხოვს, ქვაბლიანს, ჩილდირის ხეობისაკენ, ჯავახეთში და ყველგან ქართველ მუსულმანებს ქართულად ელაპარაკებოდენ. უნდა მოგახსენოთ რომ ზოგიერთ საშიშს ადგილებში, ქართველ მაჰმადიანთ შორის, სადაც კი ქართული ენა ძველადგანვე შეირყა და ამოვარდა, იქაც კი ქართული ენა თუ დარჩა აქა-იქ და ქართველ მაჰმადიანებმა არ დაივიწყეს, ეს იყო ქართველ ებრაელთა შნო და წყალობა, მათ შეინახეს ქართული ენა ქართველებში!

აი, თვით დღესაც, მესხეთსა და ჯავახეთში, ქართველ

მაჰმადიანთ შორის, ალაგ-ალაგს, ქართული ენა სასტიკათ არის აღკრძალული. რუსის სამართველოებში მოდიან ქართველი ბებიები და აღიები, მასთან სოფლის გლეხნიც, მაგრამ ქართულად ხმასაც არ იღებენ, სამართველოში კი ხანდისხან ძალასაც ატანენ, რომ ქართულად ამოიღონ ხმა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, იგინი კრინტს, ხმასაც არ იღებენ ამ ენაზედ, თუმცა სახით ქართველები არიან, აგრეთვე გვარითაც, მაგრამ ისლამის მეოხებით ასე არიან დაშხამულნი. ყოველს შემთხვევაში თუ გაუჭირდათ, მაშინ კი ქართულს ენაზედ დასძრავენ ხმას. ეს ფანატიკ ქართველ მაჰმადიანები თავიანთ ოჯახებშიაც კი ასე უკუღმართები და ბოროტნი არიან, ყველასთან ასე იქცევიან და მალავენ ქართულ ენას, მხოლოდ ქართველ ებრაელებთან კი ვერას აწყობენ და ვაჭრობის დროს უსათუოდ ქართულად უნდა ელაპარაკოს, რაადგანაც ქართველთ ებრაელებმა იციან კარგად, რომ ქართველ გადაგვარებულ მუსულმანებს ქართული ენა გაეგებათ, ქართველ მაჰმადიანს ქართველთ ებრაელი საქონელს ქართულად უფასებს, ქართულად ურიგდება და ქართველი მაჰმადიანი კი იქამდე გაფანტებულია, რომ სულ ოსმალურათ აძლევს პასუხებს, ქართულად ხმას არ სცემს, ქართველთ ებრაელის საუბრის საშუალებით ქართველ მაჰმადიანის ყურში ქართული ენის ხმაურობის სმენა შთება სამახსოვროდ. ამის მხრით ქართველ ებრაელთ კაი ამაგი მიუძღვისო ქართული ენის წინაშე. ახალცი- ხის მაზრაში, ქვაბლიან, ფოცხოვს და სხვაგანაც თუ კი სადმე დღემდე თუ ქართული ენა ქართველ მაჰმადიანთ შორის დაცულ იქმნა ეს სულ ქართველთ ებრაელთა წყალობა გახლავსთ.

როგორც ებრაელთა კაცნი არიან დახელოვნებულნი ქართულს ლაპარაკში, ისევე დედაკაცები. ამათი ნაკლი ერთი

ის არის, რომ დღემდე ალაგ-ალაგ სიტყვების გამოთქმაში ენის დაბორძიკება ეტყობათ, უფრო ნაზი, წვრილი, ყმაწვილური კილო აქვთ მიცემული, მაგალითებრ შენის მაგიერ ხან — სენის იტყვის. უფრო ქართული ანბანის ასო იცვლება სიტყვაში, თორემ მთლად სიტყვა კი შეუხებლად შთება. გარეშე ამისი, როგორც მამაკაცმა ისევე დედაკაცმაც ქართული ენა ისე კარგად იცის, რომ მათ ამის ცოდნით ვერ შეერთება თვით ქართლის და კახეთის ქართველ მამაკაცები და დედაკაცები.

ქართველთ ებრაელებში შენახულია ბევრი ისეთი ქართული სიტყვები, რის გაგონებასაც ჩვენ საქართველოს სხვა კუთხეებში ვერსად გავიგონებთ, ვისაც უნდა რომ ამაზე დარწმუნდეს იმან გაიცნას ქართველთ ებრაელთ ქართული ლაპარაკი, დააკვირდეს მასა და ის ჩვენს საუბარზელ ცხადათ დარწწუნდება. ამათში დარჩენილ ქართულ იშვიათ სიტყვებს დროით

შეკრებაც უნდა.

როგორც ზემოთაც ვსთქვით, ქართველთ ებრაელებში ქართული წერა-კითხვა ძველადგანვე იქმნა გავრცელებული. ქართულ ანბანს ძველადგანვე მათს შვილებს ხახმები და რაბინები ასწავლიდნენ, თუმცა სუსტათ კი და ნაჯღაბნის ქართულის ასოებით, მაგრამ მაინც თავიანთ ძველს ებრაულ ენასთან ქართულ ანბანსაც სწავლობდნენ, ურთი-ერთ შორის

მიწერ-მოწერა და ვაჭრობაშიაც სულ ქართულს ენაზედ ქონდათ წერა გამართული. როგორც ძველად დღესაც ისევ ისეა და სადაც კი ქართველთ ებრაელი სცხოვრობს, მან უსათუოთ ქართულ ენასთან ქართული წერა-კითხვაც იცის, უამისობა მათვის შეუძლებელია. ქართულს ანბანს ზოგს ალაგას ყმაწვილები ოჯახში დედმამისგან სწავლობენ, ზოგნი ნათესავთაგან და ზოგნიც მეგობართგან. ზოგი „არსენას ლექსს", „ქალვაჟიანს“, ან სხვა ასეთ წიგნებს იყიდის და მისის საშუალებით სწავლობს ანბანს.

სულ ეს იყო ჩემს უმთავრეს მიზეზათ, რომ ზოგს სახალხო წიგნებში მე ქართული ანბანის დაბეჭდვაც ვიწყე, რამაც

თავისებური სარგებლობაც მოიტანა. 1900 წ. ახალციხის ქარ-

თველთ ებრაელთა მე დაურიგე ზოგიერთი ქართული წიგნები,

მოზარდ თავობაში ათში სამი ვერ ვნახე ქართულად კითხვის უცოდინარი, თუმცა ასოების ჩათვლით, მაგრამ მაინც კი იცოდა, როცა წიგნი მივეცი და ვკითხე.

ქართული ანბანი სად ისწავლე? ზოგმა მომიგო; დედამ

მასწავლა მამამ, ბიძამ, ნათესავმა, ნაცნობმა და ზოგმა კი სთქვა, რომ ჩემით ვისწავლეო.

ქუთაისს და ზოგს დაბებშიაც იშვიათად შეხვდებით, რომ

ვაჭარმა ურიამ ქართული კითხვა არ იცოდეს. მე შემთხვევით ზოგი ერთ ალაგას ებრაელთა ბავშვები ვნახე იმ დროს, როცა მათ ქართულ ანბანს ასწავლიდნენ, ანბანს ასწავლიდნენ ძველის წესით, მაგრამ მაინც კი სიმკვირცხლე შევატყე. სულ ადვილად სწავლობდენ ანბანს. ქართული წერის წესი კი მეტად ცუდათ აქვსთ შეთვისებული და მათი წერა თითქმის ჯღაბნას წარმოადგენს, ბევრს ალაგას ვნახე მათ ამონაწერი ქართული ანბანი და უნდა მოგახსენოთ, რომ მათი წაკითხვა ვერ შევსძელი, ანბანს რაღაც განსაკუთრებული ხასიათი აქვს მითვისებული და უფრო სადა, რაღაც უცნაურ ირიბ-ირიბ ხაზებსა ჰგავს ქართული ასოები.

ერთი ჩვენი მწუხარება აქ ის არის, რომ ქართველთ ებრაელნი ახალ სწავლა განათლებას სულ არ ელტვიან, არც ახალ

სკოლების დახსნას, რომ იქ ბავშვებმა ძველს ებრაულს გარდა ახალი საგნებიც შეისწავლონ. სადაც კი სცხოვრებენ ურიები, მათ ყველგანა აქვსთ თორასთან პატარა სასწავლებელიც, ამ სასწავლებელში ხახამი ან რაბინი ასწავლის ძველს ებრაულს და მასთან ლოცვებს. ბავშვებს როგორც ებრაულის ენის არაფერი ესმისთ, ისევე მათსავე ლოცვების, ერთიცა და მეორეც მათვის გაუგებრათ შთება და კითხვის დროს დუდღუნის და თავის კანტურის მეტს სხვას ვერას სწავლობს. ამ მხრით ებრაელნი ძალიან მაგრის თვისების არიან, იგინი არამც თუ ჩვენს საერო და საშუალ სასწავლებლებს ეტანებიან არამედ მკაცრათ ერიდებიან თვით თავიანთ თანა მერჯულე ევროპის ურიებსაც კი, მათს შვილებთანაც კი არ შეჰყავსთ თავიანთ შვილები სასწავლებლათ, რადგანაც ამათის აზრით ვითომც ევროპის ებრაელნი წმინდა ურიები არც კი არიან. მარტოდ ქართველთ ებრაელთ მიაჩნიათ თავიანთ თავი ნამდვილ ურიებათ, მაგრამ ის კი არ იციან, რომ იგინი ამით დიდათ სცდებიან, დიდათ აშავებენ თვით თავიანთ პატარა ებრაელთა ბავშვების წინაშე. მათ პასუხის მგებლები ხდებიან, რომ საბრალო ბავშვებს გაუნათლებლად სტოვებენ. ეს არ უპატიებათ მათ. ეს დიდი ცოდვა არს მათთვის.

საქართველოს სოფლებში, აქა იქ სადაც ებრაელნი სცხოვრეხენ, იქ,ქართველნიც მოსახლეობენ, ქართველთ შორის

ასტყდა სკოლის გახსნის შესახებ საუბარი, ფულიც გაიწერეს, ამ საქმეს არც ქართველთ ებრაელებმა ადრიკეს ზურგი, ამათაც თანახმობა განაცხადეს, სკოლის გარდასახადიც იკისრეს. მაგრამ შვილები კი სკოლის ახლოს არ მიაკარეს. ამბობდნენ:

— ჩვენ, ბატონებო, თქვენი არც სკოლა გვინდა, არც

სწავლა, ჩვენ, ჩვენი სასწავლებელი გვაქვს და რაც კი ჩვენ გვჭირია იმას ჩვენი შვილები იქა სწავლობენ. ჩვენისთანა სწავლა თქვენ არა გაქვსთ.

ბევრი კიდევ სხვა ამ გვარები უამბნიათ. რამდენ გზის

დარიგება მიგვიცია, საუბარი გაუმართავთ მათთან ბევრს საპატიო პირებსაც, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, მათზედ ვერავის ვერავითარი გავლენა ვერ მოუხდენია. მთელს საქართველოში, რამც თუ სოფელს ალაგას, არამედ ქალაქ ალაგას მცხოვრებ ებრაელთაც კი შეისმინეს და შვილებს არ გაუხსნეს განვითარების კარები. ეს მეტის მეტი უბედურება არის და ამაზედ ჩვენც ვემდურით ჩვენს მოძმე ებრაელთ და მათზედ გული გვწყდება რომ ასე იქცევიან შვილების წინაშე, ასეთ დაბნელებულს ძილში არიან შთაცვივნულნი, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილნი ვართ და ამიტომ უფრო გვტკივა გული ებრაელთა ასეთ ვრდომილებაზედ.

მხოლოდ ამ უკანასკნელ წლებს, მცირედ შეიგნეს ქუთაისის ებრაელთა, მცირედ ახალციხელთ და სხვათა სოფლებში

მცხოვრებთაც. ახალციხის ებრაელთაგან ზოგი ერთმა შვილების სამოქალაქო სკოლაში იწყეს შეყვანა ასევე ქუთაის, იქაც ორმა სამმა გაბედა და შვილები სასწავლებელში მისცეს. დანარჩენის ჩვენ არაფერი გვინახავს, თუმცა ადრე ერთმა ქართველთ ებრაელმა შვილი ქუთაისის გემნაზიაშიც მისცა, ხოლო რიგი 4 კლასამდე მიიყვანა, სწავლა არ დაამთავრებინა, ისე გამოიყვანა და აღებ-მიცემაზედ დააყენა. ასე რომ მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთს დაუკავშირდა და ურიებსაც გარემოება შეეცვალათ მის შემდეგ, ქართველთ ურიათა შვილებთაგანს არც ერთს არ გაუთავებია არც დაბალი სასწავლებელი, არც საშუალო და უმაღლესის სასწავლებელის ხომ კარიც არ დაუნახავსთ. ამათს ასეთს გარემოებას სასტიკათ ეწინაღმდეგებიან ევროპის ებრაელნი და ესენი მათვის ძრიელ სწუხან, რომ ქართველთ ებრაელნი ასეთს ძველებურს მდგომარეობაში შეხებიან. ევროპის ასეთ გულ მტკივნეულთ ებრაელთ ჩემთანაც კი უსაუბრიათ და მათ დიდი მწუხარება წარმოუთქვამსთ ამათ შესახებ, იგინი დღესაც მეცადინეობენ, აი ამ უკნასკნელ დროს, გაზეთებმა ამბავი მოგვიტანეს, რომ სოფ. კულაშელი ქართველთ ებრაელთ ერთის ევროპიელის ებრაელის ჩაგონებით ახალი სკოლის გახსნა მოუწადინებიათ, რადგანაც აქ სასოფლო სკოლა არსებობს და ამ სასწავლებელში ებრაელთა შვილებიც დადიან სასწავლებლადო.

ღმერთმა ქმნას, რომ ამ ერს გაებედოს სწავლის ასპარეზოდ გამოსვლა. ამათში მხოლოთ ერთი ზარის რეკა არის საჭირო, რომ დაირეკოს სწავლის ზარი, საჭიროა მხოლოდ რომ

რამდენიმე კაცის შვილმა გაბედოს დაბალის სკოლიდამ საშუალ და უმაღლეს სასწავლებელში გადასვლა, თორემ მერე თქვენ ნახავთ მათში როგორ გაიღვიძებს დიდი მიმბაძავობა, დიდი ლტოლვა სწავლისა. თვით ქართველთ ებრაელნიც ხომ ძალიან მიმბაძავნი არიან, რასაც ერთი მოეჭიდება და დაიწყებს კეთებას, იმას მალე მეორეც ჩააფრინდება, მეორეც მოსჭიდებს ხელს. ასევე მოუხდებათ სწავლის ასპარეზზედაც, რაკი ერთი შედგავს სწავლაში ფეხს, მერე მას მეორე, მესამე მიჰყვება და უკანასკნელ დარწმუნებული ვარ, რომ მათის შვილებით აქა-იქ გაივსება სასწავლებლები, ამას ფიქრი არ უნდა, რადგანაც ქართველთ ურიები შენიშნულნი არიან როგორც ნიჭიერი და მოხერხებული ხალხი. სრული იმედი გვაქვს, რომ ქართველთ ებრაელმა თუ ევროპიულ განათლების ტაძარში ფეხი შედგა, თუ კი გამოვიდა ძველის ოცნებებიდგან და ნათელს განკაცების გზას დაადგა, მაშინ იგინიც დადგებიან დიდის პროგრესის გზაზედ, მათში გაიღვიძებს ჩვეულებრივი ნიჭიერი მიდრეკილება და ნათელი ცხოვრების ძიება და მაშინ, იგინიც არა ერთს ნიჭიერს შვილს გამოუზრდიან საქართველოს, ბევრი მოღვაწე გამოვა მათგან და იმედია, რომ როგორათაც მათმა თანამერჯულეებმა გერმანიას გამოუზარდეს უდიდესი მსწავლულნი და მეცნიერ-რეფორმატორები, ესენიც მსგავსადვე გამოუზრდიან შესამჩნევს პირებს საქართველოს.

ამას ეჭვი არ უნდა, რადგანაც საქართველოს სასწავლებლებში, სადაც კი ებრაელის შვილი სასწავლებლათ შედის,

იქ ის უსათუოთ თავის დედა ენათ ქართულ ენას აღიარებს, იგი ქართულის „დედა ენით" იწყებს თვალის გახილებას და შემდეგ რაღა ფიქრი უნდა სხვაზედაც გადავა, ის უტყუვრად შეისწავლის იმ ერის და ქვეყნის ისტორიას, სიტყვიერებას და ხალხის ცხოვრებას, სადაც იგი დაბადებულა და გასდილა. ეს რომ ასე იქნება, ამის მაგალითს ცხადათ გვაძლევენ ისეთ ებრაელთა ბიოგრაფიული ცნობები, როგორც იყო სპინოზა, მენდლსონი, მარკსი, ლასალი, ენგელსი და მრავალნიც სხვანი ენით მოუთვლელნი.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, სანატრელია, რომ ქართველთ

ებრაელმაც თვალი გაახილოს, მიჰბაძოს სხვათა და განვითარების ასპარეზზედაც დროით ფეხი გამოდგას, რაც ხანი გავა და იგინი განათლებაში ფეხს წადგამენ წინ, იმდენი მათში ქართული ენის, მწიგნობრობის და ისტორიის სიყვარულიც უფრო წინ წაიწევს, გასპეტაკდება, ერთი ათად ამაღლდება, ქართველთ ებრაელი ქართულ მწერლობას კაი სახსარს აღმოუჩენს, იგინი მრავლად გაიწერენ ქართულ ჟურნალ გაზეთებს და წიგნებს, ამის ნიშნები ჩვენ უკვე ვნახეთ. სხვათა შორის დავასახელებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოში ქართული წიგნების გასყიდვის ასპარეზზე ქართველთ ებრაელთ შვილებმაც იჩინეს თავი. მათ შეისწავლეს ქართული წიგნების სახელები და შემდგომ მის, დაიწყეს სოფლებსა და დაბებში ქა- რთული წიგნების ტარება და სყიდვა. ასეთ მეწიგნენი იმერეთში ხშირად სჩნდებიან და ქუთაისში კალათითაც ატარებენ ქუჩა-ქუჩა. რაც ჩვეს ქართველთ მწიგნობრათ შეერთებულის ხელით ვერ მოგვიხერხებია, ამას ახერხებს ერთი ქართველი ებრაელი.

რაც შეეხება ებრაელთა სასულიერო წოდების საქმეს,

მათაგან ერისადმი ღვაწლის და სამსახურს, უნდა მოგახსენოთ, რომ ესეც ვერაფერი საქმეა, მასში სანუკარი არაფერი სჩანს, ძველის სასულიერო წოდებისას ვერას მოგახსენებთ და ახალზე კი ვიტყვით, რომ იგინი დროის შესაფერად არ არიან მომზადებულნი. აქამდე ებრაელთა ხახამნი და რაბინები თითქმის სულ უბრალო ხალხთაგან ირჩევოდნენ. ვინც კი მცირედ მაინც ებრაული იცოდა და რამდენიმე მცნება მოსეს სჯულისა, ის ხახმობას კი არა და რაბინობასაც ადვილათ მიაღწევდა. მის ცოდნისთვის საკმარისი იყო, რომ მხოლოდ მცირე რამე სცოდნოდა და თორას გვერდით, ებრაელთა ბავშვებისთვისაც ებრაული ეკითხებიან. მისთვის სხვა არფერი იყო საჭირო. მხოლოდ ამ უკანასკნელს წლებს კი ქართველთ ებრაელთაც შეიგნეს თავიანთი მოვალეობა და მათშიაც იწყეს თითო-ოროლა თვალ ხილულ ხახმებმა და რაბინებმა გამოსვლა; ამათს წარმატებას და ცოდნას ძრიელ ეხმარება ევროპის ებრაელთ სასულიერო წოდების წინ ყოფნა, წარმატება და ენერგიული სამსახური, ესენი ამჩნევებენ მათ, ამით პატივსაცემნი არიან იგინი მათგან.

როგორც სჩანს, საქართველოში, ებრაელთა სასულიერო

წოდებას, ძველ დროის შემდეგ თავის სასულიერო აღსაზრდელი კერძო სასწავლებლები არა ჰქონიათ. სასულიერო წოდების პირნიც საერო პირებთან ერთად იზრდებოდნენ, ხოლო მცირედ წარმატება უნდა აღმოეჩინა ებრაულს კითხვაში და ეს იყო საკმარისი მისის წარმატების. ძველადკი საქართველოში ეს ასე არ იყო, ებრელთ თავიანთ სასულიერო პირთა აღსაზრდელი სკოლაც ჰქონდათ და მისთვის მცოდნე სჯულის თავი კაცები, მასწავლებელნიც.

ქართველ ხახმებმა ქართული ენა კი კარგად იციან, ზოგმა წერა-კითხვაც იცის, სალოცავში უმეტესად ქართულ ენას

ახმარებენ, ნამეტურ ქადაგებაში, ქადაგება იციან ყოველთვის ქართულად, ქადაგების გარდა სხვა დროსაც ახმარებენ ქართულ ენას. ქართველ ებრაელთა ხახამი და რაბინი ქართული ენით სცოცხლობს, ამ ენით სცხოვრებს, ამ ენით მართავს სამლოცველოს საქმეებს, ერთ თავად ქადაგებაც იციან კარგის ქართულის ენით, ხან მეტად თავისუფლათაც, ისე, რომ ჩვენი კაცი მასზედ გაკვირდება კიდევაც. ასეთ ქადაგების გასაცნობათ აქ მოვიყვან ერთს ქადაგებას, რომელიც 1898 წელს ერთმა რაბინმა წარმოსთქვა ახალციხის ერთს სამლოცველოში. „ოჰ ისრაელნო, ისრაელნო, ჩვენდა სამწუხაროდ ამ უკანასკნელ დროს ერთობ დავეცით, ერთობ დავდაბლდით. ვაი ჩვენს თავს, ჩვენს ბედს, ჩვენს ღირსებას. ჩვენდა სამწუხაროდ დღეს ისრაელთა შთამომავალნი ერთის ლუკმა პურის გულისთვის ვინ იცის რაებს არ მვრებიან. მთელს ქვეყანაში სამარცხვინო საქმეს ადგანან და მისდევენ. ჩვენდა სამწუხაროდ სადაც კი მიხვალთ რომელიმე დიდს ქალაქში, თქვენ უსათუოთ იქ სადმე თუ საროსკიპო სახლს ნახავთ, ის უსათუოდ ისრაელის იქნება. ვაი ჩვენს ბედს, ჩვენს თავს, განა ჩვენ ამის მეთაურნი უნდა ვიყვნეთ, განა ეს შეგვფერის, მაგრამ რას ვიზამთ, ასე მოეწყო საქმე და სამწუხაროდ, ამ საქმეს მამაკაცებს გარდა, თვით დედაკაცებიც მისდევენ. ოი, ისრაელის ასულნო და დედაკაცებო, განა თქვენ ასეთ საქმეთა მიმდევარნი უნდა იყვნეთ, განა შეგფერის თქვენ, ისრაელის შთამომავალთა? ბარე არ შეგვფერის, მაგრამ რა გაეწყობა. ყველაფერს ვიფერებთ" და მრავალიც სხვანი, რომლის მოყვანა აქ საჭიროდ არ ვნახეთ. ქადაგებაში ბევრი ცოცხალი რამ ცნობები იყო გამოთქმული/

მეორე რაბინის ქადაგება:
„დღეს ისრაელის ასულნი ის აღარ არიან, რაც ძველად იყვნენ. ამის მაგალითსაც მოგახსენებთ. ერთ მდიდარს ვაჭარს, გარე,

თხვის საქმეებში აღებ-მიცემა მეტად ცუდათ, უკეთურად წაუვიდა. ბოლოს, საბრალო გაკოტრდა კიდეც. ამ გაჭირების დროს მას სრული იმედი ჰქონდა თავის სახლობის, რადგანაც სახლში მას ოქრო-ვერცხლი, ფული და სხვა ნივთებიც მრავლად ებადა. გარე საქმეებში დაბანდებულ ვაჭარს დრო არ ქონდა შინაურ საქმეებისა. სახლში მყოფს თავისუფალ და შეძლებულ ქალსაც ვერ დაეკავა საქმეები კარგად და ქმრის შინ არ ყოფნის დროს იგი თავის ამხანაგ ქალებს აგროვებდა და ათასნაირ მასპინძლობას უმართავდა. სახლის ყოველივე შეძლებას სულ წვეულებებში ხარჯავდა. ეს გი მისმა ქმარმა არ იცოდა. ცოლს ეგონა, რომ ქმრის შეძლება ულეველიაო, ის კი არა, როცა კარში ქმარი დაცარიელდა, სახლის უქონლობამ და სიცარიელემაც მაშინ გამოყო თავი და ასე და ამგვარად შინაც დაეცა ერთსა და იმავე დროს, ეს მოხდა მის ცოლის უხეირო მოქმედების მეოხებით".

მესამე რაბინის ქადაგება ისრაელთა დედაკაცებზედ.
„ერთ ვაჭარ კაცს ცოლი ყვანდა, ეს ვაჭარი კაცი დილით

სავაჭროზედ რომ წავიდოდა მის მემდეგ მისი ცოლიც გავიდოდა კარში, დაჯდებოდა ქუჩის პირას, შეაგროვებდა თავის ამხანაგ დედაკაცებს და ერთ გამვლელს და გამომვლელს არ გაუშვებდა, რომ არ გაეკილა.ეს ასეთიაო, ის ისეთიაო და ვინ იცის რამდენ სხვა ასეთები არ იცოდა. შინ კი უბრალო ჯამის გარეცხვა რა არის, იმასაც კი ხელს არ ახლებდა, მთელი დღე კარში დააღამებდა და საღამოს, მხოლოდ ქრმის სახლში მისვლის დროს შევიდოდა და მხოლოდ მაშინ დაუწყებდა ჯამებს რეცხვას" და სხვა.

უნდა ითქვას, რომ ებრაელთა სასულიერო პირნი მხოლოდ ასეთ საქმეებისათვის ჰკიცხავენ თვის დედაკაცებს, თორე

სხვა ფრივ მათ სიბრალულიანი შეხედულება აქვთ დედა კაცებზედ. ბევრს ქადაგებაში მათს სიბრალულს დიდის პატივით ჰქადაგებდნენ. ნამეტურ მშობელთა სიყვარულს, უფრო კი დედის, რადგანაც დედაკაცი უფრო დაჩაგრულია, ვიდრე სხვა. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ებრაელთა სასულიერო წოდება, ხშირად კაცთ მოყვარეობასაც ჰქადაგებს, ღარიბთ სიბრალულს, მფარველობას, გაკითხვას, გატანას, დანაშაულის პატიებას და ბევრსაც სხვას. თუმცა ქადაგება მათ უსისტემოთ იციან და ხშირად ერთის კითხვიდამ მეორეზედ გადადიან, მაგრამ მაინც უმთავრესად კეთილ მოქმედების დედა აზრებს კი არსად იოტის ტოლსაც არ შორდებიან. ეს არის მათი უმთავრესი ძალა იმ მოძრაობის, რომ მათში ქალსა და კაცს შორის დიდი ურთიერთობა არსებობს, დიდი სიყვარული და პატივის ცემა. ეს პატივის ცემაც ხომ ცხადი ბურჯია იმ გარემოების, რომ ებრაელნი ყველგან ერთობ მრავლად მრავლდებიან.

როგორც ძველად ისევე დღესაც, ებრაელთა ხახმები დარაბინები ქართულს ენას უეშმაკოთ ექვემდებარებიან, ქართველთ ებრაელი უფრო მადლიანის თვისებისა არის ქართველი

ერის წინაშე ვიდრე თვით ქართველ მუსულმან და იმ ერმიანთ რიცხვი, რომელნიც საქართველოში სცხოვრობენ, ზოგს ამათგანის დედა ენას ქართული ენა შეადგენს, მოდგმითაც ქართველები არიან, მაგრამ ჟამთა ვითარების მეოხებით იგინი ისე გარდაქმნილან, რომ დღეს მათ ქართველობის არაფერი სწამთ და ქართულ ენას თუ ხმარობენ, ხმარობენ ისე როგორც საჭირო იარაღს, თორემ სხვაფრივ მათს გულში ამ ენის წმინდა ტრფიალებას ადგილი არ აქვს, რაც ეს ყველას კარგად ეტყობა ჩვენში. იგინი აშკარად იჩენენ ამის ვითარებას.

ისრაელის ხახამი თუმცა ფანატიკია, მაგრამ იგი მხოლოდ,

ფანატიკია მოსეს სჯულში, იგი მარტოდ მის მფარველ მომვლელია, სხვაფრივ იგი არავის რას ერჩის, არავის რას უშავებს, არავის მტრობა არ აქვს. იგი შურით არ აღძვრის ისე, როგორც სხვებმა იციან. ამიტომ სანატრელია, რომ ებრაელთა სასულიერო წოდებას განვითარების მხრით წარმატება მიეცეს, ჯერ დღესაც, როგორც მათ განვითარება არა აქვსთ, ამ დრომდისაც კი მეცადინეობენ თავიანთ შეძლების და გვარად და მრევლში სასტიკათ კრძალავენ ღარიბთ შეწუხებას, დარბევას, დიდი სარგებელის აღებას და სხვანი. ამიტომაც არის, რომ ქართველი ებრაელი უსამართლო საქციელს აღებ-მიცემაში დიდათ ეკრძალება. მას ეს სასტიკათ სძულს, აშინებს და საყოველთაოდ სულის საქმეც ადარდებს. სადმე ებრაელმა რომ ასეთი საქმე ჩაიდინოს და ვინმე დაარბიოს, ის საქციელი ხახამს, თუ რაბინს დიდათ ეწყინება, თუ გაუგო, ძლიერ შეარცხვენს და თუ სიტყვამ მოიტანა გაჰკიცხავს და შეაჩვენებს კიდევაც.

ამიტომაც არს, რომ ქართველთ ებრაელნი ძრიელ ერიდებიან ფულით ან სხვა რამით შეუძლოთა დარბევას და დაჩაგვრას, მაგალითებრ: მთელს საქართველოში თქვენ ვერ მიჩვენებთ ვერსად თუნდ ერთ კომლს, რომელიც მათგან დარბეულიყოს სადმე, ქართველთ ებრაელი ძრიელ ერიდება სხვათა

დარბევას. თუმცა ამათ ფულის გასესხება ხშირათ იციან. კაცის ხელის გამართვა საღმრთო ვალად მიაჩნიათ, მაგრამ თან კიდევ ისიც აქვსთ სახეში, რომ გაჭირვებულს შველა უნდა და არა დარბევა. ამიტომ ქართველთ ებრაელი ისე კაცის დამხობას და დარბევას არ მისდევს ფულის საშუალებით, როგორც მხოლოთ თვით ფულის სარგებლის აღებას, მან მხოლოთ ფულის სარგებელი აიღოს, თორემ შტრაფები, ნეუსტოიკა და ამ გვარი რაღაც უსამართლო ჯარიმები მას არ უნდა, იგი ისტორიით დაჩაგრული პირია და ამიტომ დაჩაგრული კაცის დარბევას სულ არ ნდომობს, ეს რომ ასეა ამას ასაბუთებს შემდეგი სამაგალითო ფაქტიც:

ცხინვალს, სურამს, ქართლს და საქართველოს სხვა კუთხის ქართველთ ებრაელთა ცხოვრებას მეტად კარგად იცნობს

აწ რუსის ბოქაულად ყოფილი ივ. — ზ-სკი. ეს პირი მეტად დიდ ხანს იყო ბოქაულად, მას ძრიელ ბევრი გაჭირებული კაცის მამული აუწერია მევახშეებთა ვალში. ბევრს ალაგას ბევრი ღატაკი კაცი დამხობილა შეუწყალოდ, უმეტესათ მოვალენი დამხობილან თვით ქრისტიანებთაგან, უფრო სომხებისაგან. ურიისაგან კი ამ გვარ საქმეთა მაგალითიც არ ყოფილა. მთელი ქართლის თავად აზნაურების მამულები სულ ქრისტიან სომხებმა აიკლეს, აიკლეს თვით ქართველი გლეხებიც. სომეხი როცა ქართველის მამულის გასაყიდათ მიდის, მან აღარ იცის როგორ ინავარდოს, პრისტავს აღარ აცლის გაყიდვას და როცა დასარბევი ქართველი ოჯახის წევრნი დარდით და ბოღმით წივიან, რომ მათ ქრისტიან მევახშე უღმერთოდ არბევს და აწიოკებს, 100 მანეთში 100 თუმანს ახდევინებს, ამ დროს კი ქრისტიან სომეხი მევახშე სიხარულით ცეკვავს და აღარ იცის რა ქმნას, როგორ ინავარდოს, როგორ დაარბიოს ქართველი გლეხის ოჯახი.

ამ წურბელების მეოხებით ბევრს ალაგას მოეღო ქართველ კაცს ბოლო, ბევრს ალაგას დაეცა საუკეთესო ოჯახები

ქართველთა და აღიგავა დედამიწის პირიდამ. თუ რა ამოქმედებთ ამ პირებს ასე ჩვენზედ ამაზედ მე არას ვიტყვი, ხოლო ის კი უნდა ავნუსხოთ, რომ სომეხ ქრისტიანმა თავის მოვალის წინაშე, არც მოცდა იცის, არც ვალის დაცდა, არც სიბრალული და არც რა სხვა მხარეები. მისთვის არსებობს მხოლოთ ქართველის დარბევა და დამხობა. ასე ნავარდობენ ეს გმირები და ამ ნავარდობისთვის თვითქოს გარემოებაც კი ხელს უწყობს. ქრისტიანობის ფირმით ბევრნაირს ბოროტების ქვეშ იფარვენ თავებს. ამ ბოლოს დროს, ქრისტიან სომეხ ვაჭრებთა გვერდით ასეთ ქართველ მევახშე ვაჭრებიც გაჩდნენ და არც ესენი ჩამოურჩებიან სომეხ ჩარჩებსა ტაციაობაში. ეს ახალი მოვლენილი ქართველთ ქრისტიან ჩარჩებიც სომეხზედ უარესად სწუწნის სისხლს ქართველს და ამხობს უწყალოდ. მე თვით ვარ მნახველი ასეთ ჰარამზად ქართველ ქრისტიან მცარცვავების. ასეთ ძვრებით და ჭორებით გაივსო საქართველო და ქართველი ერი. მაგრამ ვინ რას ეტყვით ამათ, არავინ, რადგანაც ურიის გვერდზედ ესენი კეთილ მოსავ ქრისტონები გახლავან.

ქართველთ ებრაელი კი ასეთ უსჯულო საქციელს სასტიკათ არის მოცილებული და იგი თუ ვისმეს რამე სიკეთეს

უშვრება, უშვრება მხოლოთ მიტომ, რომ იგი არ დაარბიოს„ არამედ ფეხზედ წამოაყენეს და უშველეს რამით. ზემოხსენებულმა პრისტავმა მიამბო შემდეგი: ქართლსა და იმერეთში ქართველი ურიები პატარა შეძლების პატრონები არიან, მათ ძრიელ უყვარსო სარგებლით ფულის გასესხება. ფულის ვადა მოვა, ამაზედ საჩივარიც ატყდება, ურია მოვალეს პრისტავით მიადგება კარზედ, მოვალე გამოვა კარში და ებრაელს ეტყვის ასე:

ჩემო ისრაელო, დამაცადე ცოტა, გეფიცები ღმერთს,

რომ ყველაფერს გადაგიხდი.

ისრაელი მიუგებს:
— კი შენი ჭირიმე, დაგაცდი, დიდის სიამოვნებით, მხოლოთ თამასუქი გამოცვალე, პრისტავის ხარჯი გარდაიხადე

და დიდის სიამოვნებით. მე მზათა ვარ, რომ დაგაცადო, სიკეთე გიყო და არ დაგახრჩო.

ქართველი ისრაელი სიტყვას ასრულებს, თამასუქს უცვლის, პრისტავის ხარჯს უხდის და ისრაელს შინ ისტუმრებს

მშვიდობით. პრისტავსაც უხარიანო და ისრაელსაც, რომ საქმე მშვიდობით გათავდა და მოვალის ოჯახი არ დაირბა. ამას ემადრიელება თვით მოვალეც და შემდგომ, იგი ისრაელის ვალსაც უხდის მშვიდობით, ამ გარდასახადს ან კაი მოსავალი უწყობს ხელს და ან სხვა რამ კეთილი გარემოება. უთქვამს ხოლმე ამ პრისტავს, რომ ერთხელაც არ მომხდარა ისეთი მაგალითი, რომ ისრაელს ვისიმე ქართველის ოჯახი აენიავებიმოსო. სომხის მდიდრისაგან ოცობით და ორმოცობით ანიავებულა ქართველთ ოჯახი და ისრაელისაგან კი არც ერთიო. ამის მოწამე თვით მე ვარო. ერთმა ასეთმა სომეხმა მოვახშემ ეს პრისტავი მოაბეზრა ბევრის გლეხების მამულების აღწერით და დარბევით. სხვათა შორის, ერთხელ მან ხსენებული პრისტავი წაიყვანა და ერთი გლეხ კაცის მამული აღწერა და გაყიდა. შემდეგ უძრავის ქონების გაყიდვისა განაგრძო თვით მოძრავი ქონების გაყიდვაც. მოძრავი ქონების გასაყიდათ სახლში პრისტავი წაიყვანა. მოვიდა მოვალე და შევიდა სახლში, თან შეიყვანა პრისტავი, ყოველივე აღწერა, იგი პრისტავს სთხოვდა რომ ამას აღეწერა აკვანიც კი, სადაც ბავშვი იწვა და ერთი ხელი ლოგინი, რომელზედაც ერთი მოხუცი ავად მყოფი იწვა.

პრისტავმა ეს ვერ იკადრა, ქრისტიან სომეხმა ძალა დაატანა და უთხრა:
— აღწერე, ეს შენი საქმე არ არის, ღარიბია თუ მდიდარი, მე შენს ხარჯს ვიხდი, ფულს გაძლევ, იმიტომ რომ აქ

ასწერო და გაყიდო და არა სიბრალული გამოჩინოვო, ეს შენი საქმე არ არისო.

ამაზედ ბოქაულს ჯავრი მოუვიდა და ჩარჩს სომეხს მკაცრათ დაუყვირა, რომ შენ ამ ოჯახს უღვთოთ არბევო.
— ბევრი დაგირბევია, მე ვარ ამის მოწამე, ეხლაკი აღარ

შეგრჩებაო. — მოვახშემ ყვირილი დაუწყო და თან გმობა, ბოქაულმა ეს ვეღარ მოითმინა, აღელდა, სწრაფად რევოლვერი დასცა და მევახშე იქვე გაიჭიმა. ამ ამბავმა დიდი დავა ასტეხა, ყველა მევახშეს ამტყუნებდა, რადგანაც მის ვალის ვექსილში 100 მანათის მაგიერ 100 თუმანი ჩაეწერა და საბრალო გლეხისთვის ვალად დაედო, რაშიც მართლაც და 100 მან. მაგიერ 100 თუმანი გადაახდევინა, რითაც ეს საწყალი გლეხი დაღუპა და დააქცია.

ქრისტიან სომეხ მოვახშისაგან ასეთი მაგალითების ერთი და ორი კი არ მომხდარა, არამედ ოცი, ორმოცი და ასიც.

ურიასაგან კი არსად ერთი ქართველი კაცის ოჯახიც არ დამხობილა, არსად არა ვინ აღგვილა. ამის მაგალითიც არ ყოფილა. ვიტყვით ახლა, ჩვენ, რომ ქრისტიანთ სამღვდველოება ებრაელთა ხახმებს და რაბინებს სჯობნიანო. აბა ბრძანეთ ერთი თქვენ, თუ აქ ესენი ერთი მეორეს რით სჯობს. ჩვენ ქრისტიანები, მგობელნი ურიათა და ურიათა მღვდელ მთავარნი კი ურიანი. თუმცა ამ ამბებს აქ ადგილი არ ქონდა, მაგრამ აქ ეს ჩვენ მოვიყვანეთ როგორც სამაგალითო მხარე ურიათა; რომელიც მათ სასულიერო წოდების ზე გავლენის მეოხებით ხდება.

როგორც სხვებთან, ანუ სხვა ტომის ერთან, ისევე თავიანთ თანა მერჯულეებშიაც დიდი კავშირი აქვსთ, დიდი ერთობა და ერთმანეთის გატანა, გატანა იციან უფრო იმ სახით, როგორც საჭიროა ყოველი უძლურისთვის ფეხზედ დასაყენებლად, იგინი ებრაელთა ღატაკთ ეხმარებიან ისეთის

სახსრით, რომ ღატაკი ფეხზედ დადგეს, ცხოვრებით წელში გაიმართოს, საქმიანობას მოჰკიდოს ხელი და მათხოვრობას საყოველთაოდ გამოეთხოვოს, უამისოდ ებრაელის დახმარება სრულიად უბრალო, უმნიშვნელოა; ამიტომაც არის, რომ ებ- რაელთა შორის, ყოველი საპყარიც კი მნატვრელია შრომის და არა მათხოვრობის. ებრაელთა შორის მათხოვრობა ძველადგანვე აღკრძალულივით იყო. მას ეკრძალებოდა ბერიკაცი, დედა-კაცი სნეული და სხვანიც. ყოველი არსება ნატვრით სცხოვრობდა და მეცადინეობდა, რათა მას თავის მუშაკობით და მარჯვენით მოემუშაკა და ეშოვნა დღიური საზრდო და მათხოვრობა და აქა იქ სიარულს კი საყოველთაოდ გამოსთხოვებდა.

ეს იყო დარგი ურიათა ერის ძველადვე და ესევე არის

დღესაც, ბევრს ალაგას, ქრისტიანთ შორის ლაპარაკობენ, რომ ურიები მდიდრები არიან და მიტომ არ მათხოვრობენ, მიზეზი ეს არის, რომ ებრაელთა შორის მათხოვრები არ არსებობსო. ეს მხოლოდ მოგონებული მოსაზრება არის, თორემ თუ დავაკვირდებით საქმეს, სინამდვილეს და სიმდიდრეს, მაშინ კი სხვა აღმოჩნდება, ებრაელთ შორის მათხოვართა რიცხვი არ არის, მაგრამ მის მაგიერ კი გლახაკთა რიცხვი დიდია. ამათში გლახაკნი ისეთნი არიან, რომ თვით მათხოვართა მდგომარეობაზედაც კი დაბლა სდგანან. ამის მაგალითი მე ვნახე ახალციხის ქართველთ ებრაელთა შორის. ცხოვრებას მათვის ისე გაეჭირებინა, რომ თუმცა მორიდებით კი, მაგრამ მაინც გაებედნათ მათხოვრობა და თვით ჩემთანაც მოვიდენ ასეთის ჩუმის გაკითხვით ერთი კაპეიკი მაჩუქეთ, შენი ჭირიმე და სხ.

ქართველებმა იცოდენ ძველად შემდეგი თქმულება:
„ურიებს დარდუბალის კიდობანი აქვთ, ამ კიდობნისთვის ყველა ურიას წლიურათ ფული შეაქვს და როცა კი მათში ვისმეს გაუჭირდება, მაგალითებრ ცეცხლისაგან გადაწვის ვინმე, ან იზარალებს,

მოხუცდება, არვინ ეყოლება და ცხოვრებით დაეცემა, უსახლნო ობლები იქნებიან დხ ასეთიც სხვანი, მაშინ მათ აქედამ ეძლევათ დახმარებაო, ამიტომაც არს, რომ ურიებში მათხოვრები არ არიანო“.

იციან კიდევ შემდეგი:
„ურია უფრო ეხმარება ურიას, ვინემ ქრისტიანიო".
ზემო ხსენებულ მევახშეობის გამო ურიათა შესახებ დაშთენილია ასეთი თქმულება:
„ურიის ვალი სჯობია, სომხის ვალსაო".
ეს იციან ნამეტურ ცხინვალის და ანუ ისეთ სოფლებში,

სადაც სომეხნი და ურიები ერთად სცხოვრობენ. ორივენი ფულს ასესხებენ. ზემოთ მოყვანილ „დარდუბალის კიდობნის“ გარდამოცემის შემდეგ დროს სახე შეიცვალა, მისი ჩვენ სხვა ვარიანტიც გვაქვს, ეს ვარიანტი რასაკვირელია ახლად მონარუქებულია. აი ესეც:

„ურიებს დარდუბალის კიდობანი" აქვსთ. იქ ფულებს

აგროვებენ, როცა სადმე საქმე გაუჭირდებათ. მაგალითებრ თუნდ მაშინ, როცა იგინი ქრისტიანის ყმაწვილს დაიჭერენ და აწვალებენ, თუ ეს მწვალებლები დაიჭირეს და სამართალში მისცეს, მაშინ იგინი ამ „კიდობანს" გახსნიან, ფულს ამოიღებენ, მით მოსამართლეებს ქრთამავენ, ადვოკატებს იჭერენ და დამნაშავებს ამართლებენ“.

უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ცხადი სიცრუე არის, ქრისტიანებთაგან მოგონებულ-მოჭორებული, უფრო ურიების

მტრებისაგან. ზემოთაც ვსთქვით და აქაც ვიტყვით, რომ საქართველოს მეფეების დროს, საქართველოში, არ ყოფილა სადმე მაგალითი, რომ ურიებს ქრისტიანთ ბავშვი მოეტაცნოთ და ეწვალებინოთ, ძველად ეს ამბათაც არავის გაუგონია საქართველოში, არსად ერთი შემთხვევაც არ მომხდარა, ეს რომ ასე არ ყოფილიყოს, მაშინ ცხადი საქმეა, რომ ქართულს ისტორიულს წიგნებში სადმე რამე ცნობა დაშთებოდა, თვით „ქართლის ცხოვრებაშიც" კი დაიკავებდა ალაგს. ვახტანგ მეფეც ხომ ცხადი საქმეა, რომ თავის სამართლის წიგნში იტყოდა რამეს, მაგრამ არც ამას, არც აღბუღასი და ბექას სამართალში და არც სხვა საკანონმდებელო წიგნებში სიტყვა, კრინტიც არ მოიპოება ამაზედ.

აბა თქვენა ბრძანეთ, ეს რომ ასე არ ყოფილიყო და საქართველოში ურიებს ქრისტიანთ სისხლი ეხმარათ და ამისთვის ბავშვებიც ეწვალებინათ, ნუ თუ ამაზე ასე მოხდებოდა,

და ხმას არ ამოიღებდნენ, არა გვგონია. ეს არც ჩვენს კანონმდებლებს გამორჩებოდათ, არც ჩვენს მეისტორიებს და არც სასულიერო მწერლებს. მაგრამ არ არსებობდა ეს, ამის ამბავიც კი არ გაგონილიყო მაშინ და მიტომაც არც იგინი იხსენებენ. ეს ამბები სულ მოჭორებულია XIX საუკუნის დამდეგს, რასაც რასაკვირელია უმეცარ ქრისტიანებთაგან უფრო ფრთები ესხმება და ვრცელდება, ამ გავრცელებას ზედ ემატება ზოგი ერთ ბოროტ ავყია ქრისტიანთა მტრობა და დევნა.

უნდა ვსთქვათ, რომ მართლაცა და ქართველთ ებრაელთ

ყველგან სდევნიან და აწვალებენ, ყველგან სჩაგრავენ და ვინ იცის რას არ უშვრებიან, თვით ქრისტიან ბავშვებიც კი სდევნიან, ათასნაირ უწმაწურ სიტყვებს უყვირიან, რაც ამ საბრალოების შესახებ საგმობელი ანდაზებია ხალხში გავრცელე ბული, ჩვენ ყველა იმაებს ვერ მოვსთვლით, მათი მოხსენებაც არ შეიძლება, შეუძლებელია. სამწუხაროდ თვით ჩვენი საეკლესიო წიგნების უმეტესი ნაწილიც კი ისეთი კილოთია ნაწერი, სადაც ყველგან ურია იგმობა, ურია იხატება ხალხის წინაშე ვითაარცა ქრისტეს მტანჯველი, ურჯულო და თითქმის უღმერთოც, ამიტომ საბრალოებს სდევნიან ყველგან, სცემენ, აწვალებენ, სტანჯავენ, პირზედ ღორის ქონს უსომენ, ეუბნებიან: თქვე ასეთებო, თქვე ისეთებო!

გარდა ამის, ყოველს ჩვენს სადღესასწაულო ხატების გამოფენას და რიგის გარდახდასაც ხომ ერთობ დიდი ზე გავლენა აქვსთ მდაბიო ქრისტიანებზედ, ანუ განუვითარებლებზედ,

მაგალითებრ ჯვარცმის სურათების ხილვას, მთელის ქრისტეს ცხოვრების სურათებს, სადაც ტანჯვა მწუხარება არს მკაფაოთ ნახატი, ასეთ ნახატებს ერი ხედავს ეკკლესიის კედლებზედ, ხატებზედ, დროშებზე და ვინ იცის სად არა, მერე ყველა ამის ჩამდენათ და მომქმედათ ვინ სჩნდება, რასაკვირველია ურია და ურიები, რომელთაც — კარგია, რომ ქრისტიანების ბრბო არ ეცემა და სულაც არ ამოჟლეტენ, ამასვე ერთვის ზედ და ემატება ქრისტიანთა იმ მწერლებთა ნაწერები, რომლებიც იესოს შესახებ ხშირად სწერენ და თან კიდევ ურიათაგან მის აურაცხველ ტანჯვას ანუსხვენ, ანუსხვის შემდეგ დასკვნას აძლევენ ასე:

„ყველა ეს დაითმინა იესომ ჩვენი გულისთვის".
აბა ახლა თქვენა ბრძანეთ, თუ ასეთ მაგალითების შემდეგ რა დღეში უნდა იყვნენ. ამაზედ მე რომ არ ვისაუბრო,

ვგონებთ, ეს უჩემოთ სხვებმაც კარგად უნდა იცოდნენ, რადგანაც ამის შესახებ მთელის ევროპის წარჩინებულ პირნი ღაღადებენ, აქ ეს თუ მოვიყვანეთ, მხოლოთ მიტომ, რომ მით აგვენუსხა ჩვენი დარდიც, ჩვენი სიმდიდრეც, რომ დღეინდელნი ქართველნი ებრაელთა წინამე ის აღარა ვართ, რაც ძველად ვიყავით, ძველათ მათი შემბრალენი დღეს სხვათა ფეხის ხმით ურიათ მდევნელათ გარდავქცეულვართ და წინაღმდეგ ჩვენის მამა-პაპის ტრადიციების არც ჩვენ ვაკლებთ ურიებს ტანჯვას და დევნას — ჩვენც მოვყვებით ურიათა საგმობ ისტორიაში.

ამისთვის კმარა თუნდ ის ცილის წამებნი, ბრალდებანი

და სამართალში მიცემა, რაც ებრაელთ საქართველრში გამოჰსცადეს და გამოიარეს XIX საუკუნის გასვლამდე, ნამეტურ იმერეთში. პირველად ამგვარი ამათ დევნა და ცილის წამება მოხდა 1846 წ. მის შემდეგ მიდის დრო და თითქმის ვინ იცის სად რა არ მოხდა და კვალად არ ხდება, ნამეტურ ყოველ წელს, აღდგომის კვირა დადგება თუ არა, და თქვენი მტერი საბრალო ქართველ ურიებს კარში ვეღარ გაესვლებათ, თუ ამ დროს სადმე უბანში, ქრისტიანთ ყმაწვილიც მიიმალა ხუმრობით, ან ქრისტიანებმა ერთმანერთს ხუმრობით ან ურიათა სამტროთ ყმაწვილი მიმალეს, მაშინ ხომ მშვიდობით, ურიათათვის დგება განკითხვის დღე, ჩაქვავება და ვინ იცის რამდენი კიდევ რაგინდარა, ასეთი უბედურება, ასეთი დაჩაგვრა შეუწყალოდ და ებრაელთა მოხუცთა, ქალთა, კაცთა და ბავშვებთა ატირება ბევრს ალაგს მოხდა, ბევრს ალაგას ამ გარემოებას თვით ჩვენმა ცნობილმა მღვდლებმაც შეუწყეს ხელი. მაგალითს მოვიყვან.

პროფესორის ხვოლსონის წიგნი „ხმარობენ თუ არა ურიები ქრისტიანების სისხლს" (თარგმანი ილია კალატოზიშვილისა) მე დავბეჭდე და ამის დაბეჭვდამ ჩვენში ზოგიერთ ალაგას

კამათიც ასტეხა და ორს ალაგას საქვეყნოთ შეჩვენებაც მომიძღვნეს მის დაბეჭვდისთვის. ასეთი შეჩვენება ეკლესიის გარეშე თვით ერთ ქართულს გაზეთშიაც იქმნა დასტამბული და აღიარებული, რომ პროფესორი ამას მარტოდ უნვერსიტეტში სტუდენტებს უკითხავდა კათედრიდამ სამეცნიერო მიზნითო. სხვა რამ ჭეშმარიტებას ჩვენ ვერ ვაკუთნებთ, რადგანაც დამტკიცებულია, რომ ებრაელნი ქრისტიანთა ბავშვების სისხლს ხმარობენო, ურია ჩარჩიაო...

ზემოთაც ვსთქვით და აქაც ვიტყვით, რომ საქართველოში ქართველთ ურია ჩარჩობის გარეშე მეურნეც არის, მეფების დროდან დამკვირებულნი მეურნეობასაც მისდევდნენ, დღესაც ქართველთ ურია რამდენათაც ვაჭარია, იმდენადვე მეურნეა. მხვნელ მთესველნი და თვით ბარგის გადამტანნიც არიან,

ნამეტურ სტანციებზედ. სამეურნეო ნაწილზე მათ მოჰყავთ ბოსტნეულობა, სთესვენ პურს, სიმინდს, ღომს და სხვა. მევენახეობასაც მისდევენ, თავიანთ სახმარს ღვინოს თვით სწურავენ. გასაყიდიც მრავლად აქვსთ. არყის ხდასაც მისდევენ და სმენ კიდევაც კარგად. ჭამა-სმა ებრაელთა არის მეტად მცირე, სუსტი. ხორცის ჭამას იგინი მცირედ მისდემენ, უფრო ლობიოს და სხვა ამ გვარებს. ქართველთ ურიები ჭამა-სმით ევროპის ურიბზედ გაცილებით დაბლა სდგანან, შედარება არც კი შეიძლება, ევროპის ურიები ყველაფერს ეწყობიან. ქართველნიკი თითქმის მცირედ, ესენი ძრიელ ცოტას სჭამენ, მთელ დღეს თითქმის მშიერს აღამებენ, მშრალა პურზედ. დღესასწაულ დღეებში და ლხინში თუ სჭამენ ხორცს, თორემ უამისოდ იშვიათად იციან საჭმლის ხარშვა. რაც შეებება საჭმელთა ხარშვის ნაირ-ნაირობას, ვერც ამაში არიან დახელოვნებულნი, იციან ის, რაც კი საჭიროების გამო საერთოდ მიღებულიო. რაც შეეხება საჭმელთა სისუფთავეს, ვერც ამაში არიან ქებულნი. მე ამას ძრახვით არ ვამბობ, არამედ სიყვარულით და პატივსცემით.

საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ქართველთ ებრაელნი არ

მისდევდნენ მკაცრად სისფთავეს, ზოგი ცხოვრების პირობების ბრალია, ზოგი სიღარიბის და ზოგიც სხვა და სხვა მიზეზების, სარეცხი და ლოგინის სისუფთავეც მძიმეთ იციან, რაც შეხება ტანთ საცმელთ დაკერებას ესეც ერთობ ნაკლებ აქვსთ შეგნებული, ნამეტურ ქართლის ებრაელთ, როგორც ტეტიები, ესენიც ისევე დაგლეჯილს ტანთსაცმელში არიან გახვეულნი, ხოლო ვერც ერთ მათგანს ვერ ნახავ, რომ ქართლის ტეტიასავით ტანზედ რუსის ფარაჯა ეცვას, სულ შეიძლება ძველქულებიც კი ეცვას, ძველი კონკები, მაგრამ თავისებური კი იქნება.

უსათუოდ, იგი მამაპაპურს ტანთ-საცმელს ადვილათ

ვერ დასთმობს. წინეთ ქართველთ ებრაელთა კაცნი და ქალ- ნი ქართულად იცომდნენ ტანთსაცმელს, როგორც მამა-კაცთა შორის, ისევე დედაკაცთა. ზოგთ ძვირფას ტანთსაცმლის ჩაცმაც იციან, მაგრამ ერთობ იშვიათად. მათში ძვირფას ტანთსაცმელს და ლოგინს ერთობ დიდ ხანს აძლებინებენ. სადაც კი გაივლით ებრაელთა სოფლებში, ნამეტურ ზაფხულობით, მათი ლოგინი და ტანთსაცმელი ერთავად კარში ჰკიდია გზაზედ. როგორც ლოგინს, ისევე ტანთსაცმელს ზინტლის სუნი აუდისთ. მიზეზი ამისი ის არის, რომ მათ როგორც ტანთსაცმლის ისევე ლოგინის ხმარება ერთობ იშვიათად იციან, გადაკეთება და ამიტომ ასდით სუნიო. ეს სუნი მარტოდ მათა აქვსთო და არა ქრისტიანებსაო. ეს, რასაკვირელია სიცრუეა, აბა ევროპის ურიები ნახეთ თქვენა, თუ როგორ იცმენ ტანთსაცმელს და იმათაგან დარწმუნდებით, რომ ეს სულ მოგონებული ჭორია.

რაც შეეხება შენობებს, ანუ სახლებს არც ამით არიან

წინ. წასულნი სხვებზედ, ურიამ ოღონდ სახლი გააკეთოს, თავი შეაფაროს, თორემ სხვაფრივ მისთვის სულ ერთია, იგი იოლად წავა, როგორც უნდა იყოს თავს დაირჩენს. ამიტომაც არის, რომ ებრაელნი ქართლსა და ზემო ქართლს ქართველებივით მიწურ სახლებში სცხოვრობენ. გარდა ამის ძველადგანვე ჩვეულება ქონიათ ამათ ერთად დასახლება, ერთ უბანში, ჭირსა და ლხინში მეგობრობა, ხოლო სახლის წინ ვიწრო ქუჩები იციან, სახლებიც ერთმანეთზედ მიყრილი, უსუფთაობაც უხვია და ამიტომ ურიათა უბანი ყოველთვის უსუფთავოა, სველი და საძრახი.

ასეთ ჩვეულებას, ამ ბოლოს დროს, იმერეთის ურიები

კი გამოეთხოვნენ, მათ იწყეს ძველის ვიწრო ქუჩებიდამ გამოსვლა, ქოხმახების გადაკეთება, მაღაზიების გამოცვლაც, ასეთია მაგალითებრ კულაშელი ურიების საქმე, მათ თავიანთი მაღაზიები ერთ ალაგას, ევროპიულად გადააკეთეს ისე, რომ დღეს მათი სავაჭროები რამეს ჰგავს. წინეთ კი იგი არაფერი იყო, როგორც ურიის სახლი, ისევე სავაჭრო უბრალო ქოხ-მახს წარმოადგენდა. ამ უკანასკნელ დროს ამის დაკვირვება და შეგნება ქუთათურ ებრაელთაც ცხადათ დაეტყოთ მათ იწყეს ქუჩებს გასუფთავება, სახლების გადაკეთება. ქუთაისს — რიონთან ახლოს სცხოვრებენ, ისიცკი უნდა ითქვას, რომ ძველად, ქუთაისის ებრაელნი უმეტესად ხის შენობის კეთებას მისდევდნენ. შემდეგ კი ქვიტკირით იწყეს. ქართველთ ებრაელთ ძრიელ უყვართ მდინარის ახლოს დგომა, ყველგან ესენი მდინარის ახლოს სდგანან, ალბათ წყლის სიუხვის და სისუფთავის გამო. მეზობლობაში წყლის გამო მათ ჩხუბი არ იციან ისე, ეს როგორც ჩვენშია, ნამეტურ სოფლის ხალხში. მაინც ქართველთ ებრაელთა მეზობლობაში მტრობა არ იციან. მათში ეს ამოვარდნილია.

რაც გინდ სასტიკი დანაშაულება მოხდეს, მის სისასტიკეს კი დიდი ზომა არა აქვს, ყოველ მათგანის გული მალე

მოდის სილბოზე, თითქოს იესოს და მის მოციქულთ სიტყვები მათაც აქვსთ გაზეპირებული, დანაშაული უნდა ეპატიოს ყველას არა ერთ გზის და შვიდ გზის, არამედ სამოცდა შვიდ გზის. ამიტომაც არის, რომ ებრაელთა შორის მტრობას ალაგი არა აქვს, გატანა ურთიერთ შორის გადღესასწაულებულია და უმეტესი ნაწილი მათის სადავო საქმეებისა ისევ მათშივე შთება, თვით ახერხებენ ყოველისფერს. ამით იგინი სანაქებონი არიან; მშობელთა, ნათესავთა შორისაც დიდი გატანა იციან ერთმანეთისა, აუცილებლად გაჭირებაში დახმარება, პატივის ცემა და სიყვარული. ამათში ნათესავური განწყობა, წვეულება და ლხინიც იციან, შეძლების და გვარად, მდიდართა და ღარიბთა გარჩევას კი იგინი არ მისდევენ ისე, ეს როგორც ჩვენშია.

რაც შეეხება დანათესავებას ანუ დაკავშირებას, არც ეს

არის მათში ძნელი და ამაშიაც იგინი ერთობ ადვილათ უკავშირდებიან ერთმანეთს, მათში ქალის გათხოვება ისე ძნელი არ არის, როგორც ჩვენში. ჩვენში ვისაც ერთი ვაჟი ჰყავს, და სამი და ოთხი ქალი, ის დაღუპულია საყოველთაოდ, რაც, გინდ დიდი შეძლების კაცი იყოს. ებრაელთა შორის კი ეს ასე არ არის და იგინი ქალებს ერთობ ადვილათ ათხოვებენ. მათი უბედურება ერთი ის არის, რომ ქალის გათხოვება ერთობ ადრე იციან, რასაც ხშირად დიდი ვნებაც მოსდევს. ამას მე კი არა და თვით შესმენილ ქართველთ ებრაელნიც დაასაბუთებენ. მიტომაც არის, რომ მათში ქალები ერთობ უძლურნი დგებიან, მჩატენი. სრულს სხეულის მექონს ადამიანობას მხოლოდ მაშინ მიაღწევენ, როცა წლოვანებით დასრულდებიან, შვილოსნობისგანაც ისვენებენ. ამათი ბედნიერება ერთი ის არის, რომ მათს სიმჩატეს და უძლურებას ქმარი თუ შვილი ყოველთვის მალამოსავებ ევლინება. იშვიათად რომ ქართველ ებრაელთა შორის ქალის დაჩაგვრა ვინმემ გაბედოს, თვით ებრაელთა ქალებიც საკმარისად მისდევენ მომჭირნეობას და ქრმისა და შვილების შველას. უნდა ითქვას, რომ ქართველთ ებრაელთა დედაკაცი პიროვნებით გათანასწორებულია მამა კაცთან. ზემოთ მოყვანილი ქადაგებანი დედაკაცთა ნაკლის შესახებ მათში ზოგადათ უნდა შეინიშნოს და არა საზოგადოთ, მრავლად.

როგორც დედაკაცობა არს, ისევე ბავშვებიც, ბავშვების

პატივის ცემა მათმა მშობლებმა კარგად იციან. ცემა-ტყეპა და ამ გვარები მათში მოსპობილია თითქმის, თუმცა ბავშვების არც კარგად აღზრდა იციან: მაგრამ არც ისე სდევნიან და აწვალებენ ბავშვებს, ეს როგორც ქრისტიანებთ შორის არის გავრცელებული. ებრაელი თავის ბავშვს პატარაობიდგანვე ათავისუფლებს მძიმე ტვირთის ანუ მუშავობისაგან. იგინი მას ჯერეთ ხახამს აძლევენ სასწავლებლათ, მცირედ კითხვას რომ ისწავლის, მის შემდეგ მას გამოიყვანენ ხახამისაგან და ვაჭრობას დააწყებინებენ. ვაჭრობა რასაკვირელია შეძლების და გვარად, თავ-თავის ალაგას, ზოგს მაღაზიაში აყენებენ და ზოგსაც ფეხზედ ავაჭრებენ, წვრილმანი საქონლით, საპნით. მამა თავის შვილს სულ ერთი მანათის თანხას მისცემს, ამით უყიდის წვრილმან საქონელს და მერე გზაზედ დააყენებს, რომ წავიდეს პატარა ქართველთ ებრაელი, ივაჭროს, ფული მოიგოს და იცხოვროს თავის შრომით. მართლაცა და ურიის ბავშვი თავის მამის დავალებას ჩინებულად ასრულებს, იგი რაც გინდ საპყარი იყოს, მაინც იგოდენათ ეცდება და ისე იშრომებს, რომ რამე ნაირათ დღის საზრდოს იპოვის, სულ მცირე, ოთხი გროშის პურით დააღამებს, თავის თანხას არაფერს მოაკლებას, თვითაც იცხოვრებს და მამასთან, სახლში, მოგებით მცირე თანხასაც შეიტანს.

ამის შნო მათ დამკვიდრებული აქვთ და მასთან მშობელთა პატივის ცემაც უაღრესად სწამთ, ძნელათ, რომ ებრაელთა ბავშმა თავის მშობლებს რამით აწყენინოს, წყენა შეუძლებელია თვით ისეთ ებრაელთა ბავშთაგანაც, რომელთაც დედმამისაგან სიღატაკის მეტი არაფერი დაშთენიათ, მთელ სიცოცხლეს ბავშვები სიღატაკეში ატარებენ, მაგრამ გულში კი

დედ-მამის შური ბოროტებით არც შესცვლიათ და არც მოსაზრებიათ რამე ბოროტებით. ასეთია თვისება ებრაელთა ბავშვებისა და იგინი დიდის თავაზით და პატივის ცემით ემორჩილებიან თავიანთ მშობლებს. თუმცა ისიც კი უნდა ითქვას, რომ უმეტესად ქართველ ებრაელთა ბავშვების აღზრდის საქმე დიდს სამწუხარო გარემოებაშია მოთავსებული. იგინი სამწუხაროთ თითქმის მღვთის ამაგარათ ისდებიან, მათი პატრონი მათი თავის მეტი სხვა არავინ არის. ამას უეჭველია ყველა ის პირნი ცხადათ შენიშვნენ, რომელნიც კი ბაზარს ადგილებში ქართველთ ებრაელთა ბავშვებს ხედავენ, მათს მოქმედებას, აღებმიცემის მხრით თვალ ყურს ადევნებენ და თან კვალადვე აკვირდებიან მათს განწირულს მდგომარეობას, ორი გროშის მშრალა პურზედ ცხოვრებას.

ასეთია ებრაელთა ბავშვთა ცხოვრება და ასეთი დამოკიდებულება არის მათი მათს მშობლებთან. ბავშვები აღზრდის

დროს, დიდის უპატრონობით არიან დატოვებულნი არა მარტო ჭამა-სმით, არამედ ჩაცმა-დახურვით, სისუფთავით და სხვანი. ვგონებ ქალაქ ალაგას, ურიის ბავშვი მთელის წლის განმავლობაში ვერ წავა აბანოში. ვერ წავა აბანოში არ არის მაინც და მაინც სადარდელი, სამწუხარო ის არის, რომ მას არც სარეცხი აქვს სუფთა და ბევრს ებრაელს სიღარიბის გამო უბრალო პირსახოციც არა აქვს, თუმცა ასეა მოწყობილი მა- თი საქმე, თუმცა ასეთ ცხოვრების მორევში სცურავენ იგინი, მაგრამ რაც შეეხება ურთიერთ შორის სულიერების და ერთის ოჯახის წევრთ შორის ერთს მაგარი ქსელის გაბმას, ეს კი შეურყეველი ღირსება არის მათი და მის მზგავსს ჩვენ სხვა ტომის ერთა შორის ვერ ვპოვებთ. ებრაელი დევნილია მრავალთაგან, გმობილია იგი ბევრგანა, მაგრამ მასთანვე იგი მაღლა სდგას თვით ისეთ ქრისტიან პირებზედ, რომელნიც მათ ჰგმობენ.

ქართველთ ებრაელთა მოხუცებულთა საქმე თუმცა ერთის

მხრით შვილებთაგან პატივცემულია, მაგრამ იგი იგოდენადვე უბედურია. ებრაელთა მოხუცებულთა სულიერი მხარე ისეთია, რაც მათ ნებას არ აძლევს, რომ მოხუცებულნი თავის შვილებს დააწვეს კისერზედ და წამ და უწუმ ფული და სახსარი სთხოვოს. თუმცა მოხუცებულთათვის ეს ერთობ მძიმე უნდა იყოს და ისიც შეუძლოთათვის, მაგრამ რაკი ჩვეულება ასეთი აქვსთ, ამიტომაც იგინი თავიანთ შვილებს დიდს შეღავათობას აძლევენ, მოხუცი ერთ კაბას ათ წელს ატარებს, სულ მშრალა პურზედ მოკვდება, იმასაც თავის ოსტატობით იშოვნის და შვილს კი არას გზით არ შეაწუხებს. იმასაც კი ვიტყვი, რომ მოხუცებულ მშობლებთაგან ასეთი გამჭირნეობა დიდათ მძაგს, მე მის არაფერი მწამს, მოხუცებულ მშობლებთათვის საამქვეყნიეროთ სხვა რაღა უნდა იყოს დაშთენილი, რომ ორიოდ დღისთვისაც შვილების არ შეწუხების გამო დიდი სიღატაკე და მწუხარება დაითმინონ. მე ეს არ მომწონს და ამის მხრით ურიათა საქციელს ვსთვლით უჯეროდ, უკანონოდ. იმასაც კი ვიტყვი, რომ მე მათი სულიერი მხარეების ბევრი არაფერი ვიცი და იქნება ეს გარემოება მათში ხელ შემწყობ უვნებელ ძალათაც ითვლება ურთიერთ შორის დაკავშირების საქმეში, ვინ იცის, ყველაფერი შეიძლება.

ქართველთ ებრაელი ერთობ ცოტას ხარჯავს ფულს, მცირეს სჭამს და სვამს არა მიტომ, რომ იგი ძუნწია, არამედ მიტომ რომ იგი შეუძლია, ღატაკი და არაფრის მქონე, მათი

ცხოვრება ერთის მხრით არაფერს საწუხარს საქმეს წარმოადგენს საზოგადოთ, იგინი შეუძლონი არიან და მის მეოხებით ცხოვრების გეგმასთანაც მოუწყობნი. იგინი ქრისტიანების ცხოვრებასთან ბევრათ დაბლა სდგანან, ბევრ საქმეში მათთან შეუდარებელნიც არიან, შეუდარებელნი არიან ბევრნაირის მხრით, მასთანვე დაჩაგრულნი და დამდაბლებულნიც, მათი სიღატაკე და მომჭირნეობა გამოწვეულ უნდა იყოს თვით მათისავე დევნისაგან, შევიწროვებასა და დაჩაგვრისაგან, რადგანაც იგინი თითქმის ყოველ დღე იტანენ. ამიტომ მათვის საჭიროა განათლება, განვითარება, ევროპიულ ცხოვრების ასპარეზზედ გამოსვლა. მადლობა ღმერთს, რომ ამ უკანასკნელ დროს, ამათშიც გაიღვიძა სწავლის სიყვარულმა, მათაც იწყეს დრტინვა სწავლა განათლების და ცხოვრების წინ წასაწევად.

საჭიროდ ვხედავთ აქ ვსთქვათ შემდეგი: ქართველთ ებრაელთათვის დიდს საჭიროებას შეადგენს, რომ მათ ჰქონდესთ

თავიანთ სჯულის ლოცვები ქართულს ენაზედ შედგენილი, რათა ძველ ურიულ ნაწერ წიგნების გარდა ქართული თარგმანი წაიკითხონ, რომ თავიანთ სჯულის წიგნების შინაარსის გაგება ნათლად შეეძლოთ. ეს მათვის აუცილებელს საჭიროებას შეადგენს და უამისოდ იგინი ფეხს ვერსად წადგავენ, ყოველთვის უკან იქნებიან ჩამორჩენილნი, მათ ჰკითხოს კაცმა, იგინი ასე ამბობენ, რომ ჩვენისთანა ნამდვილი ებრაელნი სხვები არსად არიანო. ჩვენა ვართ რაცა ვართ ძველი ებრაელნიო. ქართველთ ებრაელნი თავიანთ თავებს მთელს ევროპის ებრაელებს ამჯობინებენ. ის კი არა და საცოდავებმა თავიანთ ცხოვრებას რომ დააკვირდენ და იგი მერე ევროპის ცხოვრებას შეადარონ, მაშინ იგინი თავიანთ თავს მათზედ ათჯერ დაბლა მდგარათ დაინახვენ. ასეთს შემცდარ გარემოებით ხელმძღვანელებს ქართველთ ებრაელი. სანატრელი კია, რომ ასეთ უკუღმართობას რამე მალამო მოევლინოს. ასეთ მალამოთ, ერთის მხრით ჩვენ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ ქართველ ებრაელთათვის უნდა ითარგმნოს ქართულს ენაზედ მათი სჯულის წიგნები, უამისოდ კი იგინი წინ ვერ წავლენ, რადგანაც მათ თავიანთ სჯულის ლოცვების და სამღრთო წერილის სრულებით არაფერი გაეგებათ.

ურიათა ზოგნი მოხუცებულნი ამბობენ, რომ ძველად

ქართველთ ებრაელთა ქართულს ენაზედ ლოცვის წიგნებიც აქვნდათ და იგინი ქართულათ კითხულობდნენო. ქართველთ ურიათა ზოგს დღესასწაულზედ 1877 წ. გაზეთ „დროებაში" შემდეგი წერილი დავბეჭდე:

„ურიების დაბადება და ამაღლება: სეკტემბერის ცამეტს

იწყება ურიების დაბადება და ამაღლება და თავდება ცხრამეტ სეკტემბერს.

ამ დღესასწაულისათვის ყოველი ურია თავის სასახლის ეზოში გაიკეთებს პატარა სალოცავსა, რომელსაც შემოსვენ ნაირ-ნაირ

ხეხილებით და ფოთლებით, მთელი კვირა სხედან და ლოცულობენ თავიანთ წესსა, ამაღლების უკანასკნელ დღეს მოდის მათი დაბადება, რომელსაც უფრო დიდის მომზადებით უნდა დახვდნენ. დაბადებისათვის იგინი ემზადებიან სალოცავში წასასვლელათ. დიდი თუ პატარა თორას რთავენ ბალახ-ბულახებით და იქ ასრულებენ თავიანთ დაბადებას.

ურიების თორა ამ ჟამად იმ სახლში არის გამართული,

სადაც წარსულს საუკუნეში, ერთი ჩვენი ბატონიშვილი სცხოვრებდა და ამ უკანასკნელს დროს კი სხვების ხელში ვნახეთ, სახელათ ამ დარბაზს ადრე „მუნთუაანთ დარბაზი" დარბაზი ერქვა. დარბაზი მშვენიერი რამ არის თავის შინაგან შენობებით და ხეივნებით, სასიამოვნო სანახავია ჩვენი წარსულის საუკუნის მოყვარეთათვის დარბაზი.

დანიშნულ დროს მოვიდოდნენ ურიები, ურიების ხახამ-რაბებმა

გააღეს კიდობანი და გადმოიღეს ოთხი მშვენიერი კუბო, ხავერდით მორთული და მრავალი ყვავილებითა. თითო კუბოში თითო დაბადება იდო.

გამოსვენების შემდეგ ხახმებმა და რაბინებმა თორაში შვიდჯერ შემოატარეს და მერე დაასვენეს და დაიწყეს ლოცვა და შემდეგ თაშაში-ხტომა. ერთ ურიას ვკითხე თუ რისთვის შემოატარეს

ეს კუბო მეთქი, ან გესმისთ ეს ურიული, რომ ჰკითხულობთ? მან შემოტარების კი არაფერი მითხრა და ურიულ წიგნებზედ კი ბევრი რამ მიამბო!.. — ბარე არ გვესმის, მაგრამ რა ვქნათ?

რატომ ქართულათ არა სთარგმნით?
ქართულს ენაზედ თარგმნას ჩვენი რაბინები ნებას არ გვეძლევის,

რადგანაც ჩვენი დიდი რაბინი რესის ურია არისო და გვეუბნებოდა, რომ ჩვენი სჯული ერთი არისო და ენაც ერთი უნდა იყოსო, მოშალეთ ქართულ ენაზე ლოცვა და ერთმანეთში წიგნების მიწერმოწერასაც. და აბა ხომ მოგეხსენებათ, ჩვენ არ შეგვიძლიან თუმცა ჩვენ ურიებს ძველათ ნათარგმნი ლოცვის წიგნებიც გვაქვს, რომელსაც ადრე ჩვენ მაშა პაპებს ქართულად უთარგმნიათ, მაგრამ სუყველა ისინი უქმად სძევს.

ამ დღეს, ადრე, ჩვენში ხალხი ყოველთვის ქართულათ

ლხინობდა, განაგრძო ჩემმა ურიამ, როცა, „დაბადებას" გამოიტანდნენ, ქართულად დაიწყებდნენ ძახილს: „დაბადებას მოვესწარით, ნეტაი ჩვენს გახარებასა", მაგრამ ეხლა კი უყურეთ, ადრე, აქ თბილისში ქართულათ ქადაგებაც შეგვეძლო გვეთქვა, ეხლაკი ესეც აღგვიკრძალეს ხახამ-რაბებმა.

სხვა ქვეყნებში ამ ენაზედ ლოცულობენ ურიებო, მითხრა

ბოლოს იმან, რადგანაც ესმისთო. ფრანგის ურიები ფრანგულ ენაზედ, ნემენცის — ნემენცურზედ და სხვა. და ჩვენ კი ასე გამოსხლეტილები მართ. ამ გვარად ჩვენს ლაპარაკში გაათავეს კიდეც ლხინი.

შემდეგ დაბადების კოცნისა, ჩააწყეს დაკეტეს კუბოები

და თვითონ თორიდან გამოვიდნენ ლოცვითა.

რადგანაც ამ წერილში სიტყვამ დღესასწაულის საუბარიც

მოიტანა, ამიტომ აქ კერძოთ მის შესახებაც ვიტყვით რამეს. როგორც ძველად, ისევე დღეს ქართველ ებრაელთა მიღებული აქვთ თავიანთ დღესასწაულ დღეებთა მტკიცედ და დაუყოვნებლივ შესრულება, დიდ დღესასწაულ დღეებს გარდა თვით შაფათსაც კი სუფთაც და ძველ ჩვეულებისამებრ ასრულუბენ. ესეც საკვირველია მათში.

ზემოთ ჩვენ გაკვრით ვახსენეთ ყველა ის საქართველოს

ქართველთ სოფლები, სადაც კი კერძოთ და ან ქართველებთან ერთად ქართველი ურიები სცხოვრობდნენ, ეხლა აქეთგან სათითაოდ დავასახელებთ ამ სოფლებს და თან კიდევაც ავნუსხავთ.

თფილისის თფილისის თფილისის. ურიები ძველადანვე აქ მრავლად სცხოვრებდენ. XII საუკუნეში აქ მათი რიცხვი ერთობ დიდი იყო.

თვით „ქართლის ცხოვრების" მოთხრობით შეძლებული ვაჭარი თფილისელი, ცნობილი ზანქან ზორბაშელი, ჩვენ ქართველ ებრაელათ მიგვაჩნია. ამას თვით მისი სახელ წოდებაც აჩენს. ძველად ებრაელნი თფილისში სცხოვრობდნენ სიონის ახლოს, ბეთხაანის შეღმართზედ, დღესაც მათი ძველი თორა ამ კუთხეში სძევს. ამბობენ რომ ძველათ ბეთხაინი ამ კუთხეს ერქვაო, რადგანაც აქეთ ებრაელთა სასაფლავო იყო და ებრაელთა ბეთხაინიც ამას ნიშნავსო. დღეინდელის ქართველ ძველს ტაძარსაც დღეს კარგა ხნის შემდეგიდამ ჰაოსიანებს უკავიათ. საშუალ საუკუნოების შემდეგ, თფილისში ქართველთ ებრაელთა რიცხვი ერთობ შემცირდა, მუდმივ ომებმა მათზედ ძრიელად იმოქმედა, საუკუნის დამდეგს, როცა საქართველო რუსეთს ჩაბარდა, მაშინ აქ მათი რიცხვი ერთობ მცირე იყო. შემდეგ დროებაში აქ ქართველ ებრაელთა თავი მოიკრიბეს, უმეტესად ახალციხიდამ გადმოვიდნენ, დღეს თფილისში მათი რიცხვი საკმარისია. აქვთ ძველი თორა, ახალის ასაშენებლათ ფულს აგროვებენ. შვილებს ატარებენ რუსის ებრაელთა სკოლაში, სადაც მათ ქართულ ენასაც ასწავლიან. სკოლას მცირედ ქალაქის გამგეობაც ეხმარება. ქართველ ებრაელნი თფილისში ღატაკად სცხოვრებენ, უმეტესათ მისდევენ საწვრილმანოს ტარებას, ანუ წვრილმან აღებ-მიცემას. ცოტა მათში მედუქნე-მოვაჭრენიც არიან.

ძეგამს. მოხსენებულ არიან მცხოვრებ ურიანი კავკასიის

აქტების I ტომში, საქართველოს რუსეთთან შეერთების დროს, შემდეგ დროის მათის ცხოვრების ჩვენ ბევრი არა ვიცით რა, ის კი უნდა ითქვას, რომ ძველად ძეგამს ქართველ ებრაელთა რიცხვი დიდი არ უნდა ყოფილიყოს. მათი ცხოვრება წვრილმან ვაჭრობისაგან შესდგებოდა. ძველადვე აქვნ-

დათ თორა.
ბრეთი ებრაელნი აქ ძველადგანვე სცხოვრებდნენ, იგინიც ჩვეულებრივ მეურნეობასა და აღებ-მიცემას მისდევდნენ.

ბრეთის ქართველთ ებრაელნი მოხსენებულ არიან საქართველოს რუსთან იშეერთების დროს „კავკასიის აქტების" პირველ ტომში. ბრეთში დღესაც სცხოვრებენ ებრაელნი, მათი რიცხვი ძრიელ მცირეა. ცხოვრება და აღებ მიცემაც იგივეა, რაც ცხინვალს, სურამს და სხვაგან, აქაც სრულიად ისპობა ამათი რიცხვი.

ცხინვალი ცხინვალი ცხინვალი. ცხინვალი ქართლში ცნობილ სავაჭროდ

ითვლება. ქართველთ ებრაელნი აქ უხსოვარის დროდგან სცხოვ- რებენ, ე. ი. ძველის ძველადგანვე, თითქმის იმ დროდგან, როცა ქართლში ურიები მოვიდნენ და დასახლდნენ. კარგად სჩანს, რომ ებრაელნი ძველადგან ცხინვალს უფრო ვაჭრობის მხრით მიჰკედლებიან. მართალია სხვა კუთხეებსაც ვაჭრობის მხრით ეტანებოდნენ, მაგრამ უმეტესად ცხინვალს. როგორც ძველადგანვე, ისევე შემდეგაც ცხინვალში ქართველ ებრაელთა რიცხვი დიდი იყო, აქვსთ საკუთარი თორა. ძველადგანვე მათ შვილებს მხოლოდ ხახმები ასწავლიდნენ, ებრაულს სწავლობდენ ჩვეულებრივ ლოცვების გამო და მასთან ქართულსაცა.

ცხინვალური ებრაელნი ძველადგანვე როგორც ვაჭრობას მისდევდნენ, ისევე მეურნეობას. მათი აღებ-მიცემა ძველადგანვე შესდგებოდა წვრილმანის ვაჭრობით, ცხინვალური ებრაელ ვაჭრები ქართლიდგან ხშირად ოსმალეთშიაც მგზავრობდნენ, სპარსეთში და სხვაგანაც, იქ მათ საქართველოდამ საქონელიც გაქონდათ და იქიდგანაც შეჰმოქონდათ, ახალციხის საქონლის ვაჭრობაში ცხინვალურ ებრაელთ კარგად ეხმარებოდნენ ახალციხელ ებრაელნიც. ცხინვალის ქართველთ

ებრაელნიც ისევე სცხოვრებენ, როგორც სხვა ქართველთ ებრაელნი. ენა ამათი ქართულია, ხასიათები ჩვეულებრივი, ტანთ საცმელი ქართული, მევახშეობა მათში ისე არ არის გავრცელებული, ეს როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. ამ უკანასკნელ დროს მათ დიდი უბედურება ეწვიათ, ცეცხლისაგან გადიწვა 300 მოსახლე, მათვის შეწირულებაც იწყეს, მაგრამ ბევრი არა შეეკრიბათ რა, ბევრნი აქეთ იქით გადასახლდნენ. ცხინვალის ვაჭარ ისრაელებთან დიდი მტრობა აქვთ გრიგორიანთ ვაჭრებს, რადგანაც ურიები ყოველთვის საქონელს მათზე უფრო იაფათ ჰყიდიან. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ცხინვალის ქართველ ებრაელნიც ღატაკათ სცხოვრებენ. ცხინვალის ებრაელნი საბატონო ყმებთ გარეშე მცხეთის ტაძარსაც ეკუთვნოდენ ყმებათ (გუჯ. გვ. 197) ყმათა რიცხვი 80 კომლამდე ყოფილა.

მუხრანი მუხრანი მუხრანი. სცხოვრებენ ქართველ ებრაელნი, სულ რამდენიმე მოსახლენი, ზოგნი მათში ეხლა მივიდნენ, უბედურობის გამო ცხინვალიდგან გადავიდენ და დასახლდნენ.
ქარელი.ქარელში მცხოვრებ ებრაელთა რიცხვი ძველად

დიდი იყო, დღეს კი ერთობ მცირეა. ამბობენ, რომ სიტყვა ქარელი ქარიანს ადგილს კი არ ნიშნავს, ეს როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, არამედ ვითომც ქარელი ძველი ებრაული სიტყვა არისო, ზოგნი ამას. მამა კაცის სიტყვათ აღიარუბენ. დღეს ქარელში ქართველთ ებრაელთა რიცხვი ერთობ მცირეა. სულ 400 სულისაგან-ღა შესდგება. აქვსთ თორა და ჰყავსთ ხახამი. ძველად ირიცხებოდნენ ციციშვილის ყმებათ, დღეს, როგორც სხვა ქართველთ ებრაელნიც, ირი- ცხებიან სახელმწიფო გლეხებათ.

ქარელის ებრაელი ღატაკია, იგი როგორც წვრილმან ვაჭრობას მისდევს, ისევე მეურნეობასა. სახლში მეტად მდაბიოთ

სცხოვრებენ, ცხოვრების წესები და ტანთ საცმელი ჩვეულებრივია. სწავლის მხრით დაცემულნი არიან ისევე, როგორც ქართლის სხვა ებრაელთა შორის სუფევს დღეს. რადგანაც ქარელის ქართველთ ებრაელთა შესახებ ჩვენ ზემოთ გაკვრით ვისაუბრეთ, ამიტომ ამათ შესახებ საზოგადოთ არას ვიტყვით, ცხინვალური ებრაელთა ცხოვრება ამათ ცხოვრებაზედ ბევრად მაღლა სდგას. რაც ხანი გადის, მით ქარელის ქართველთ ებრაელთა რიცხვიც მცირდება.

სურამი. სურამის ქართველთ ებრაელთა მოსვლაც იმავ

დროს ეკუთვნის, როგორც ქარელს, ბერეთს და სხვა კუთხეებში. როგორც სხვაგან, აქაც ებრაელნი ერთ კუთხეს სცხოგრებე. ამათ ჩვეულება აქვსთ ამისი და ვგონებთ ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ იგინი თავიანთის ძველის ცხოვრების წესებით დღემდე ასე მაგრა ფაშთენ და არსად ბევრი არაფერი დაკარგეს. ეს მეტად საოცარია, 2200 წლის განმავლობაში, მათ თვინიერ ებრაულის ენას გარდა სხვა არაფერი დაკარგეს. ამათ ასე დარჩენა და ძველის წესების არ დაკარგვის უმთავრეს მიზეზათ ქართველ სამეფოს ჰუმანიური მხარეც უნდა მივიღოთ, ანუ ინდითერეტიზმი. ეს კითხვა ერთ დროს, ბ. ანტონ ფურცელაძემაც განმარტა მშვენიერად. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ საქართველოში ერთი ებრაელიც ვერ შეინახავდა თავს.

სურამის ებრაელნი საკმარის რიცხვს შეადგენს. იგინი

მისდევენ აღებ-მიცემას და მეურნეობას. ფულის გასესხებაც იციან, მაგრამ არა ძვირად, არამედ მცირე სარგებლით. ცხოვრება მათი კარ-ჩაკეტილია ისევე, როგორც სხვა ებრაელთა, აქვსთ თორა, ჰყავსთ ხახმები და რაბინიც. მათი ბავშვების უმეტესი ნაწილიც ჩვეულებრივის სწავლით შთება, ე. ი. უსწავლელად. მათ მასწავლებლად ხახამსა და რაბინს მეტი არავინ არს. ცხოვრება და მის წესები ისეთი აქვსთ, როგორც ქართლის შორის სხვა ებრაელთა. ვიდრე ბათუმის რკინის გზა სურამზედ დადიოდა, მინამ ებრაელთა აღებ-მიცემაც წინ მიდიოდა. რაც გზის მიმოსვლა მოისპო, მას შემდეგ იქაურ ებრაელთაც შეფერხება იწყეს, ამიტომ მათ ისევ სოფლის საქმეს მიჰყვეს ხელი.

აწყვერი აწყვერი აწყვერი. აწყვერს დღეს ურიათა რიცხვი ერთობ მცირეა. აქ თუმცა ძველათაც სახლობდენ, მაგრამ დღეს იმ ძველების აღარავინ არს დაშთენილი. ოსმალოს მფლობელობის

დროს მათი რიცხვი იქიდგან ახალციხეს, იმერეთისკენ გადადიოდა, მხოლოდ 1827 წ. შემდეგ, რაც რუსეთმა ახალციხე აიღო, მას შემდეგ ქართველთ ებრაელთა აქაც იჩინეს თავი და სადღეისით მცირედ მოშენდენ. ცხოვრება, ენა და ტანთ საცმელიც საზოგადოდ ქართლის ურიათაგან არაფრათ განირჩევა. სცხოვრებენ უფროს წვრილმანის ვაჭრობით.

ახალციხე ახალციხე ახალციხე. ახალციხის ქართველ ებრაელთ ვახუშტიც მოიხსენებს თავის გეოგრაფიაში და სხვა ძველს წიგნებშიაც მოიპოვება მათ შესახებ ცნობები, რომ ახალციხეს ქართველ ებრაელნი ძველადგანვე სცხოვრებდენო. ახალციხე ათაბაგების დროს

ცნობილ სავაჭრო შუაგულ მდებარ ქალაქათ ითვლებოდა არა მარტო საქართველოს კუთხეებში, არამედ ტრაპიზონამდეც. ამას გარდა ახალციხე ათაბეგებზედ ბევრად უწინარესად სავაჭრო დაბათ ითვლებოდა, ამიტომ ქართველთ ებრაელთაც აქ მკვიდრათ გაიმტკიცეს ფეხი და ძველადგან მოყოლებული ვიდრე ოსმალეთი დაიკავებდა მას ე. ი. 1630 წლამდე, მინამ ქართველთ ებრაელნიც დიდს აღებ-მიცემის გზას ეთვისებოდნენ. ოსმალეთის დამორჩილებამ იგინი შეაფერხა, ვაჭრობის დიდს გზას ააცდინა და უბრალო აღებ-მიცემა მისთვისა. მასდროს შემდეგ მათი ცხოვრების საქმეებიც ღოღიალს მიეცა. მაინც მათ მამა პაპის ქოხ-მახებიდამ ფეხი არ მოიცვალეს, მათი სამარენი უპატრონოთ არ დააგდეს ისე, როგორც ეს ქართველთა ქმნეს, რომ ოსმალთა დევნის მეოხებით სამცხეს მთლათ გამოეთხოვნენ და ვინც დაშთნენ, ისინიც გამუსულმანდნენ და ქართული ენაც დაკარგეს.

თუმცა დიდის წვალებით და წრთოლვით, მაგრამ მაინც

ებრაელთა ახალციხეში გაიმაგრეს ფეხი, თავიანთი ცხოვრება არ მოშალეს იქ და მის საშუალებით არც ქართული ენა მოისპო. ახალციხეს მან თავისუფლად მოაღწია 1829 წლამდე და მის შემდეგ ქართველთ ებრაელთა მეოხებით ამ ენამ ახალციხეს გარდა თვით ქვაბლიანსა და ფოცხოვის მცხოვრებთ შორისაც კი იწყო აღორძინება, სადაც ქართველ მაჰმადიანთ შორის ქართული ენა ადრიდგანვე მოისპო. დღეინდელი ცხოვრება ქართველთ ებრაელთა ახალციხეში არ არის სანუკარი, იგინი ჟამთა ვითარების მეოხებით ძრიელ დაქვეითებულნი არიან ცხოვრების მხრით. ახალციხეში მათს აღებ-მიცემას სომეხთა ვაჭრობა გადაეღობა წინ, რაც ხანი გადის, მით მათი წვრილი აღებ-მიცემა აქა იქ სოფლებშიაც ისპობა და ეცემა. რასაც კი ესენი სოფლად ყიდულობენ, ან სხვა და სხვა საქონელს კვერცხსა და ქათამზედ სცვლიან, მერე ყველა მათ ერთობ იაფათ ყიდიან, ისე რომ მათი ფასის ანუ სხვა ქრისტიანებთაგან დანაყიდის არცკი შეიძლება, რომ შევადაროთ. თუმცა ზოგთაგან კი ამ ებრაელთ სახელი გატეხილი აქვსთ და ყველა ცუდის თვალით უმზერის.

ახალციხეს როცა კი მოსულან ურიები და დასახლებულან, იგინი დღესაც იმ ალაგას სცხოვრებენ, ფოცხოვის ნაპირს,

სადაც პირველად უცხოვრიად, ისე რომ დღეინდელ ებრაე- ლთა ბინათ სადგურნი არის რამდენიმე ასი წლის და თითქმის ათასის წლის განმავლობაში ყოფილი და არსებული. ახალციხელ ურიებსაც ისეთივე ღარიბი ქოხმახები აქვსთ, როგორც სხვა ებრაელთა, მაგალითებრ ქარელს. სხვა ადგილის მცხოვრებ ებრაელნი კი ამათ სჯობიან შეძლებით. ახალციხურ ურიებში სიღატაკე ისეა წინ წასული, რომ მათში მათხოვრებიც სჩანან, თუმცა დიდის კრძალვით, დიდის მორიდებით, მაგრამ მათშიაც ვნახე მეტად ხელმოკლე ოჯახები. ასეთ უბედურებათაც კი, თუ ხშირად რა უღმერთოდ ექცევიან ქრისტიანები და რა უსამართლოდ არბევენ, ესა სჩანს შემდეგის მაგალითებიდამ: სურამს, ერთი ქრისტიანი, რასაკვირველია დაეცა ერთ მოხუც ურიას და უწყალოდ ცემა დაუწყო. ცემით დატანჯა ურია. როცა ჰკითხეს ქრისტიანს, თუ რათა სცემო, მან მტრობით სთქვა, რომ მე მითხრა თქვენი ნიშის ხატი მოიპარე და სამ შაურს მოგცემო. ისევე ებყრობიან სხვა ურიათაც და ხშირად საბრალო მოხუც და სნეულთ აწვალებენ, სჯიან უღმერთოდ, შეუბრალებლად. ახალციხეში ხომ ამათი ტანჯვა ქრისტიანებ და თათართაგან უფრო მრავალ ფეროვანია და მრავალ ნაირი, გულის და სულის სასტიკად ასამღვრევი. ურიათა სიბრალულში და შეწყნარებაში ქრისტიანები ვერ იქცევიან კარგად. ნაცვლად დახმარების, მტრობასაც უწევენ და უყვირიან, თქვენ ჩვენი ქრისტე აწვალეთ და მიტომ არაფერს მოგცემთო.

ახალციხელთ ურიებს აქვსთ ორი თორა, ჰყავსთ ხახამი

და რაბინი. მასთან აქვსთ პატარა სასწავლებელი, სადაც ებრაელთა ბავშვებს ძველ ებრაულს ასწავლიან, ქართულ ანბანს კი შინ სწავლობენ თავისით. წასწავლთ კაცთა რიცხვი მათში სულ არ არის. საზოგადოთ მათში კაცი სანუკარს ვერას ნახავს. ძველად ამ ურიების ზოგნი ზარზმის ყმანი იყვნენ, საფარის, ზოგნი ათაბეგების ოჯახის, შემდეგ ოსმალოთაგან დასავლეთ საქართველოს დაჭერის იგინი გათავისუფლებული იყვნენ ყოველნაირ ყმობისაგან და დამორჩილებულ ოსმალოს მთავრობასთან. დღეს ახალციხის ურიები, ძრიელ ხშირად მიდიან აქა იქ საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებში დასასახლებლად. ნამეტური თფილისში გადმოდიან. ჭამა სმა ღატაკური აქვსთ, ჩაცმა-დახურვაც ასეთივე. ძრიელ საცოდავათ სცხოვრებენ, მათი სახლები საქათმეებს და თაგვის სოროებსა ჰგავს.

ვახუშტის თქმით, სამცხე საათაბაგოს, ქალრთველთ ებრაელნი ძველად ბევრს სოფელში სცხოვრებდნენ, დღეს კი მათი რიცხვი მოსპობილია ყველაგან, გარდა ახალციხის, ახალქალაქის, აწყვერს და სოფ ბარალეთსაც სცხოვრებენ.
ბარალეთი ბარალეთი ბარალეთი. ბარალეთი ურიული სიტყვა არის, ძველათ

ბარალეთში ქართველთ ებრაელთა რისხვი მეტად დიდი იყო, მაგრამ დღეს კი აქ ეს ერთობ შემცირებულია, სულ რამდე- ნიმე ებრაელიღა უნდა სცხოვრობდეს მთელს ბარალეთში. ძველათ აქ მათ თავიანთი საკუთარი თორაც ჰქონდათ და ცხოვრების სახეც უჩანდათ.

ახალქალაქს ახალქალაქს ახალქალაქს. (ჯავახეთის) აქ ქართველთ ებრაელნი ძველადგანვე სცხოვრებდნენ. შემდეგ შემცირდნენ. XVIII საუკ. აქ

ამათის აღარავინ სცხოვრებდა. რუსთაგან ახალციხის დაჭერის შემდეგ, რადგანაც მესხეთსა და ჯავახეთში აღებ-მიცემა და ვაჭრობა გავრცელდა. ამიტომ ქართველთ ებრაელთ კვალად იწყეს ახალქალაქში გარდასახლება და დასახლება. დღეს ახალქალაქს ქართველთ ებრაელთა რიცხვი 10 კომლი იქმნება. ყველა ესენი აღებ-მიცემას მისდევენ. ნათესავობა აქვსთ ახალციხის ქართველ ებრაელებთან.

ქუთაისის ქუთაისის ქუთაისის ებრაელთა თავი მოიკრიბეს მესხეთიდგან და

ქართლიდგან. ეს რომ ასეა, ამას ამტკიცებს ის გარემოებაც, რომ ქუთაისის ებრაელნი 1850 წლებამდე, როგორც კაცნი, ისე ქალნი ქართულ ტანთსაცმლის ტარებას მისდევდნენ. ქალები იხურავდენ თავსაკრავს, ლეჩაქს და სხ., კაცები ატარებდენ ქართულ კაბას, ქოშებს და სხვანი. ქუთაისის ებრაელთა დედა ენა ქართულია, ყოვლის მხრით ქართველობის ნაწილს წარმოადგენენ. ცხოვრება მათი ვაჭრულია ე. ი. აღებ-მიცემას მისდევენ, მეურნეობასაც. განათლებულ კაცთა რიცხვი მათში ერთობ მცირეა. იმედი კი უნდა ვიქონიოთ, რობ იგინი მალე შესდგამენ ფეხს განათლების ასპარზეზზე. ებრაელნი მოსახლებენ რიონის ახლოს. როგორც ძველად დასახლებულან ერთ ალაგას, ისევე დღესაც ერთ ალაგას სცხოვრობენ. როგორც შეძლებულთა, ისევე ღარიბთა რიცხვი მათში საშუალოა. აქვსთ ორი თორა, კარგი თლილის ქვის, აღშენებული XIX საუკუნის ნახევრამდე. ლოცვა ებრაელს ენაზედ აქვსთ და ქადაგება კი საყოველთაოდ ქართულად. თორასა, ოჯახში და კარში სახმარებელ დედა ენას ქართული ენა შეადგენს. ქუთაისის ებრაელთ ბევრჯელ დასწამეს ცილი სისხლის ხმარებაზე, რასაკვირველია ჭორებით და მტრობით, ამისთვის მათ ბევრჯერ დიდი ტანჯვა და დევნაც გამოიარეს უმეცართაგან, მაგრამ რა გაეწყობა, უკანასკნელ სიმართლე მაინც აღდგენილ იქმნა და ცნობილი კანონისაგანა. დიდი საგრძნობი უბედურება მიაყენა კიდევ ამ დაჩაგრულ ხალხს ქართველობამ. ნეტავ რა უნდა ეთქვას იმ ხალხს, როცა ისეც დაჩაგრულ ერს სჩაგრავს ცოტათ მძლავრი ერი. ნეტა რას იტყვიან ის ქართველთ ბრძენნი, რომელნიც ქართველ ებრაელთ სრულს დახმარებას უწევდნენ.

ქუთაისის ებრაელნი შენობითა და შინაგან მოწყობილობით გვარიანათ არიან, უმეტეს ხის სახლები აქვსთ. საზოგადოთ იმერეთის ურიების ცხოვრება ერთნაირს სურათს წარმოადგენს, ერთ გეგმას. ძველად ზოგნი იმერეთის მეფის ყმანი,

იყვწენ, ზოგიც თავადისშვილების. ქუთაისის ებრაელთა სასულიერო გამგეობის უფროს რაბინი ითვლება მთელის ქუთაისის გუბერნიის ებრაელთა რაბინათ. რაბინებს შორის, მათში ცნობილი იყო რაბინი არონ რიჟანიშვილი, დიდი ხანი არ არის, რაც ეს რაბინი გარდაიცვალა. ამ ცნობილმა რაბინმა ებრაელთა ბავშვთათვის ურიულის ასოებით ქართულ-ებრაული სახელმძლვანელო შეადგინა და იერუსალიმს დაბეჭდა 1898 წ. საზოგადოთ ეს რაბინი სწავლა-განვითარების პატივის მცემელი იყო და დიდი მორჩილი მათის მერჯულეთა წარმატებისა. ამ წარმატების ნატვრას იგი წერილებით მწერდა მე, როცა პროფესორის ხვოლსონის წიგნი ქართულად დავბეჭდე „ხმარობენ ურიები თუ არა ქრისტიანის სისხლა“. მისგან ამაზედაც მადლობის წერილი მივიღე. სხვაფრივაც შესანიშნი იყო ეს ხსენებული რაბინი; დღეს მათში თითო-ოროლა ჭკვიანი რაბინები აქა-იქაც მოიპოვებიან. ამას ჩვენ მარტოდ ქართველთ ურიებთაგან ვასახელებთ, თორემ ევროპის ურიებთაგან მათი რიცხვი დიდია. საზოგადოთ, რადგანაც ქუთაისის ებრაელთა ცხოვრება დანარჩენ იმერეთის ებრაელთა ცხოვრებისაგან დიდის არაფრით გაირჩევა, ამიტომ აქ ამათ ჩვენ მხოლოდ მოკლედ მოვიხსენიეთ.

საჩხერი საჩხერი საჩხერი. საჩხერში ურიები ძველად ქართლიდამ არიან

გადასულნი, წერეთელს ეყმნენ იქ, ზოგნი სხვა მებატონეთ. საჩხერის ებრაელნიც ჩვეულებისამებრ მათის მერჯულეებისა მისდევენ აღებ-მიცემასა და მეურნეობას. აქვსთ საკუთარი თორა, ჰყავსთ ხახამი, მათი რიცხვი შესდგება კარგა დიდი რიცხვისაგან. მცოდნე პირნი მათში იშვიათია, ქართული წერა კითხვა იციან. ქვემო იმერეთის ურიებზედ ესენი უფრო დაბლა სდგანან ცხოვრების სახსრით და შნოთი. ვაჭრობითაც არ არიან ისე წინ წასულნი, როგორც ზემო იმერეთის ებრაელნი. როგორც სხვა კუთხის ებრაელნი, ესენიც ისევე არიან გარემოებისაგან დაჩაგრულნი. უმეტეს წოწიალში ატარებენ.

კულაში კულაში. კულაშში ებრაელნი მრავლად სცხოვრობენ.

მათი რიცხვი დიდია, ხელობათ ვაჭრობა და მეურნეობა აქვსთ გამხდარი, ანუ ფეხზედ ვაჭრობა. ამ უკანასკნელ დროს, მათში გაჩდენ ისეთი ებრაელნი, რომელთაც სწავლა განათლების მნიშვნელობა შეიტყეს და ამიტომ პირველ დაწყებითი სკოლის გასახსნელად ფულების კრებაც დაიწყეს.ეს ამბები ადგილობრივ გაზეთებშიაც იყო გამოცხადებული. ყველა სიამოვნებით მიეგება. ამას გარდა, კულაშელთ ებრაელთა ბავშვები წინეთაც სწავლობდენ კულაშელ ქრისტიანთ სასოფლო სასწავლებელში. ამათ რომ გზა მიეცეს სწავლისათვის, მათგან ბევრი შესანიშნავი პირი გამოვა. კულაშელ ურიებს აქვსთ ორი თორა, ერთი ძველი და მეორე ახალი. ორივე ხისა არს. ენა ქართული აქვსთ და ქართული წერა-კითხვაც იციან. კუ- ლაშელ ურიებმა სთქვეს, რომ ვითომც თვით სიტყვა კულაშიც ურიული სიტყვა არის. ამის შესახებ ვერას ვიტყვით. აქაც ებრაელნი ერთ კუთხეს სცხოვრობენ — და მათ ბევრი სავაჭრრ დუქნებიც აქვსთ. ყოველ დღესასწაულ დღეებს მტკიცეთ ასრულებენ. მათ შორის იძულებულნი ებრაელნიც ურევიან. უმეტესად კი ხელ მთელენი არიან. ცხოვრება მათი ერთად არს შეზღუდული. წარმოება ამათ ძველადგანვე დიდი აქვნდათ. ხოლო მას არ აქვნდა ადგილი გარეგანაც. ვაჭრობა მათ გარეშემო ტრიალებდა, წვრილმანად.

ზეკარს ზეკარს. სცხოვრებენ ქართველ ებრაელნი XIX საუკუნის 30 წლებამდე, მერე კი მოისპენ იქ და ახალციხეს გადასახლდნენ, დღეს იქ მათი ხსენებაც აღარ არის. ამ გვარად

საქართველში, ბევრი სოფლებია, რომელშიაც ძველად სახლობდგნ ქართველ ებრაელნი და დღეს კი იქ მათი ხსენებაც აღარ არის.

ონი. ონის ურიებთა რიცხვი 100კომლზედ მეტია. ონში

ებრაელნი იმერეთიდგან არიან გადასულნი, რასაკვირველია ვაჭრობის მხრით. ონის ურიები ძველადგანვე საბატონო და საეკლესიო ყმებით ირაცხებიან. ამათი ცხოვრებაც ისეთივეა, როგორც იმერეთის სხვა დაბათა და სოფლის მცხოვრებ ებრაელთა, აქ ვახუშტის დროსაც სახლებულან ქართველ ებრალთა ვაჭარნი.

ბანძა ბანძა. ბანძაში ებრაელნი არიან ნიჭით ისეთნივე, როგორც თვით ბანძელი ქრისტიანები. როცა ბანძას რკინის გზა

ასცდა, მას შემდეგ ბანძის საქმეც ცუდათ წავიდა, იგი დავარდა თითქმის და დაკლება იწყო. აქ არის ორი სკოლა, ერთ სკოლას ებრაელნი ინახავენ. ებრაელთა უმეტესი ნაწილი აღებმიცემას მისდევს, მეწვრილმანობას. აქ ვახუშტი ებრაელთ არ ახსენებს, სჩანს ამის დროს იქ ებრაელნი არ ცხოვრებულან.

სუჯუნა სუჯუნა. სუჯუნის ებრაელნიც სცხოვრებენ ზემო ხსენებულისავე ხსენებულ ებრაელთა ცხოვრების წესებით.
ლალიაში. ლალიაში ებრაელნიც სცხოვრობენ, ანუ იმ
სახით, როგორც ეს სხვა სოფლებში არს.
სენაკი. სენაკში სცხოვრობენ ქართველ ებრაელთა მცირე

რიცხვი ვაჭრობით.

ფოთი. ფოთშიაც კვალადვე სცხოვრობს მცირე რიცხვი

ქართველთ ებრაელთა.

ზემოხოდაშენი ხოდაშენი ხოდაშენი. კახეთში (კახეთი) ებრაელნი ძველად

მრავლად სცხოვრებდნენ, იგინი უფრო ქიზიყში იყვნენ ძველადგანვე. ხოდაშენში ახლად გაჩნდნენ.

შაშიანი შაშიანი შაშიანი.სცხოვრებენ მისულ ებრაულნი, მცირედ. ვაჭრობენ.
ქისისხევს ქისისხევს ქისისხევს. სცხოვრებენ მცირედ და მისდევენ ვაჭრობას.
ველისციხეს. სცხოვრებენ ქართველ ებრაელნი ვაჭრობის მხრით, მეურნეობასაც მისდევენ. აქვე ჰყავსთ ხახამი. მათში

ქალდეურ ებრაელნიც ურევიან.

ურიათუბანს ურიათუბანს ურიათუბანს. სცხოვრებენ ქართველ ებრაელნი მცირედ,

ვაჭრობას მისდევენ.

ბათუმს. სცხოვრებენ ქართველ ებრაელნი, უმეტეს ვაჭრობისთვის მისულნი სამცხიდამ. საკმარისი რიცხვია იქ ამათი.
ბაქოს. უკანასკნელ დროს ბაქოშიაც იჩინეს თავი ქართველ ებრაელთა. მათი რიცხვი ჯერ ჯერობით მცირეა. ვინც

არიან ყველა ვაჭრობას მისდევან.

მანგლისი მანგლისი მანგლისი. აქ ებრაელნი დასახლდნენ საქართველოში

პირველ გადმოსახლების დროს. აქ ესენი კარგა ხანს ცხოვრებდნენ. XVIII საუკ. მოაღწიეს. შემდეგ კი აქ მთლად მოისპნენ, ზოგი იმერეთს გადასახლდა, ზოგი ახალციხეს. 1820 წელს აქ კვალად იწყეს გამრავლება, ზოგნი ჯავახეთიდამ გადმოდიოდნენ და სახლდებოდნენ ვაჭრობის მხრით. ძველად მანგლისს ებრაელთა რიცხვი დიდი ყოფილა. დღეს აქ ორი-სამი კომლიღა სცხოვრებს.

საგარეჯო საგარეჯო საგარეჯო. მოსახლეობს რამდენიმე ებრაელთა ოჯახი. ახლად მოსულნი არიან, ვაჭრობას მისდევენ.
ატენში.მცხოვრებ ებრაელთ მოიხსენებს ვახუშტი (გეო

გრაფიული აღწერა საქართველოსი).ძველათ იქ ქართველთ ებრაელთა რიცხვი დიდი ყოფილა და მათ თავიანთ სალოცავიც ჰქონიათ. აქედან ებრაელნი საით წავიდნენ, ამისი ჩვენ არაფერი ვიცით.

გოკია გოკია. სოფ. სძევს ჯავახეთს. ვახუშტი სწერს, რომ გოკიაში სახლობენ ურიანიცო. დღეს გოკიაში ებრაელთა აღარასფერია დაშთენილი. ძველადკი იქ იმდენი ყოფილან, რომ

თავიანთ სალოცავიც ჰქონიათ. ქართველ კათოლიკე გოკიელოვებიც უეჭველია აქაურები იქმნებიან (ვახ. გეოგ. გვ. 96).

ჩიხორი. მოსახლებენ ურიანი ვაჭარნი. ჩიხორი იმერეთს

არს. ყვირილისკენ (ვახ. გვ. 362).

ოზურგეთს. ვახუშტის თქმით უცხოვრიათ სომეხთა და

ურია ვაჭრებს. (ვახ. გეოგრ.).

ჭალა-ტყე, სოფ. XVIII საუკუნეში ვახუშტის სიტყვით

მცხოვრებელი ყოფილან ვაჭარ სომეხნი და ებრაულნი. (ვახ გვ. 362).

ხოტევი. სოფ. რაჭას, XVIII საუკ. სახლობდენ ქართ-
ველთ ებრაელნი ვაჭარნი (ვახუშ. გეოგრ. გვ. 374).
თამარაშენი თამარაშენი თამარაშენი.სოფ. სცხოვრებდენ ქართველთ ებრაელ ვაჭარნი (ვახ. გვ. 225).
სოფ სოფ.ალი. სახლობლენ ქართველთ ებრაელნი ვაჭარნი (იქვე გვ. 266).
ახალდაბა ახალდაბა ახალდაბა სოფ. XVIII საუკ. სახლობდენ ქართველთ

ებრაელნი ვაჭარნი (იქვე გვ. 272) .

მუხრანი მუხრანი მუხრანი.ებრაელნი სცხოვრებენ აქ მცირედ ვაჭრობის

მხრით, ცხინვალში ებრაელთა გადაწვის შემდეგ, ზოგნი აქ მოვიდნენ და დასახლდნენ.

ამ დაბათა და სოფლებთ გარდა ქართველთ ებრაელნი აქა

იქ თითო ორთოლა კომლიც სცხოვრებენ და მათი ცხოვრებაც აღებ-მიცემესაგან შესდგება, წესები ჩვეულებრივია და ამიტომ ამათ აქ ცალკე არ ავნუსხავთ.

ამ ბოლოს დროს, საქართველოში მრავლად გაჩნდნენ

ქალდეველთა ებრაელნი. როგორც თვით ქალდეველები უახლოვდებიან ქართველებს ადვილად და ქართულ ენას სწავლობენ, ისევე ქალდეველ ებრაელნი უახლოვდებიან როგორც ქართველებს, ისევე თავიანთ თანამერჯულე ქართველთ ებრაელთაც.

ქალდიელთა ალდიელთა ალდიელთაებრაელნი ებრაელნი ებრაელნი. ამათი გამრავლება საქართველოში საუკუნის დამდეგიდან იწყება, ანუ საქართველოს

რუსეთთან დაკავშირების 20 წლის შემდეგიდან. როგორც ურუმიის და ნინევიის ქალდეველთა იწყეს საქართველოში გადმოსახლება, ისევე მათ ებრაელთაც დაიწყეს. დღეს, საქართველოში და ნამეტურ თფილისში, ქალდეველ ებრაელთა რიცხვი საკმარისია. იგინი აქ მისდევენ აღებ-მიცემას, უფრო ძაფეულობას ჰყიდიან, ლეჩაქებს, ჩითეულობას და ამით ირჩენენ თავს. ნათესავობა გამართეს ქართველთ ებრაელებთან, სალოცავადაც ქართველ ებრაელთა სალოცავში დადიან და არა ევროპის ანუ რუსეთის ებრაელთა სალოცავებში. რაც ხანი გადის, მით ურუმიის ებრაელთა რიცხვი საქართველოში ერთობ მრავლდება, შესაძლებელია, რომ ურუმიიდამ მთლად საქართველოში გადმოსახლდნენ, რადგანაც, როგორც თვით გადმომცეს, იქ ამათ სპარსთაგან ვაჭრობა შეზღუდული აქვსთ. ქალდიელთ ებრაელთა კარგა ემარჯვებათ ქართული ენის შესწავლა და ხმარება, ძნელად, რომ კაცმა მათ უცხოობა შეამჩნიოს. როგორც ქართველთ ებრაელნი ესენიც უვნებელი ხალხია, მათში ძველადგანვე გავრცელებულა ქალდეური ენა და წერა-კითხვა. საქართველოში მყოფთ ქალდიელთ ებრაელთა ზოგი ქალდეურათ სწერს და ზოგი ურიულად. ტანთსაცმელს ესენი საქართველოში ქართულად მისდევენ.

ფარსისტანისებრაელნი ებრაელნი ებრაელნი. სცხოვრებენ მთლად სპარსეთს

და ფარსისტანს. ლაპარაკობენ ფარსულად, იცმენ მათებურად, საქართველოშიაც არიან მცირედ, იციან ქართული ენა და თავს ირჩენენ იარების მკურნალობით. ქართველთ ებრაელთ უადვილესად უახლოვდებიან და ენათესავებიან, ამათ სალოცავშიაც დადიან. მაინც აღსანიშნავია, რომ ქართველთ ებრაელნი კავკასიის სხვადასხვა ებრაელთ უფრო ადვილად უახლოვდებიან, ვიდრე ევროპის და რუსის ებრაელთ. იშვიათად მოხდება, რომ ქართველ ებრაელმა თავის ქალი ევროპის, ან რუსის ებრაელს მისცეს. ეს მათში დღემდც-კი არ არის, ძრი- ელ იშვიათად ხდება, ეს გარემოება აღსანიშნავია შენიშვნებით.

ლეკეთის ლეკეთის ლეკეთისებრაელნი ებრაელნი ებრაელნი. დაღისტანს, ანუ ლეკეთს ურიები

ძველადგან საქართველოდგან გადასახლდნენ და დასახლდნენ. დაღისტანში ურიებმა დიდხანს შეინახეს ქირთული ენა და ტანთსაცმელი. ჩვენის ფიქრით, რაც ლეკეთის ურიებმა ქართული ენა დაკარგეს, მას შემდეგ ორი საუკუნე უნდა იყოს გასული. ძველადგანვე ებრაელნი იქ ვაჭრობას გაჰყვნენ, თუმც ლეკებთაგან იგინი ხშირად იდევნებოდნენ, მაგრამ მაინც თავს ინახავდნენ იქ. ვაჭრობის მხრით მათი მისვლა-მოსვლა საქართველოში ძველადგანვე არ მოსპობილა, XIX საუკუნის შემდეგიდამ, რაც საქართველო რუსეთს დაუკავშირდა, მას შემდეგ ლეკეთის ურიებმაც ხშირად იწყეს საქართველოში გადმოსვლა. იგინი ქართველ ურიებს ადვილად უახლოვდებიან, ენათესავებიან კიდეც, მათაც ქართულად აცვიათ, ქართულ ენასაც ადვილად ითვისებენ და ქართველთ ებრაელთა სალოცავშიაც დაიარებიან.

ევროპის ევროპის ევროპისებრაელლნი ებრაელლნი ებრაელლნი. უმეტესად გერმანულის კილო-კა

ვის ენით ლაპარაკობენ. ამათი რიცხვი საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისიდამ გამრავლდა. იგინი მისდევდენ უმეტეასად მესაათობას, ოქრომჭედლობას და ვაჭრობას. დღეს მათი რიცხვი მთელს საქართველოში დიდია, ნამეტურ თფილისს. იშვიათად, რომ ამათშიაც ქართული ენის მცოდნე არ ნახოთ. ნამეტურ ვინც კი საქართველოში დაბადებულან, იმათ აუცილებლად იციან ქართული ენა, თვით ურიის დალალ დედაკაცებმაც იციან ქართული. ქართველთა და მთლად მცხოვრებთათვის ესენიც უვნებელი ხალხია, მათში განათლებულთ რიცხვიც დიდია, თფილისში მათ აქვსთ ორი სინაგოგა. მათი კაცი, ქალი და ყმაწვილიც-კი სულ შრომას მისდევენ და მით სცხოვრებენ. ურთიერთ შორის დახმარებაც იციან, შეუძლოთ სიბრალული და სწავლის სიყვარული მათში უაღრესად არის განცხოველებული. თფილისში მათგან ბევრი კეთილი აღურიცხველი სავაჭრო საქმეები კეთდება და ვრცელდება. ბევრ რამით არის ეს ხალხი ჩვენგან მისაბაძი. თფილისში მათ აქვსთ თითქმის ყველა დარგის ქარხნები და სავაჭრო მაღაზიები. მოქალაქე ებრაელთა გარდა არიან ჯარის კაცნიც, მათი რიცხვიც დიდია, უმეტეს იგინი მუსიკის სწავლას მისდევენ.

აღსანიშნავია, რომ ებრაელნი ნიჭიერნი არიან და ნამეტურ სხვადასხვა ენების შესწავლაში. მე გაკვირვებული ვარ,

რომ ამათ კაცს თუ დედაკაცს ისე ემარჯვებათ ქართული ენის სწავლება, რომ იგინი ასე ადვილად სწავლობენ, მაგრამ აქ გასაკვირველი არა უნდა იყოს-რა, ვინაიდგან ეს ხალხი შენიშნულია ნიჭიერებაში. ევროპის და რუსეთის ებრაელთა საყურადღებოდ ჩვენ ვიტყვით შემდეგს:

როგორც ვიცით ისტორიულად, საქართველოში, ქართ-

ველთ ებრაელთა შორის, არ ყოფილა არც ერთი სოფლის ისეთი მცხოვრები, რომ მათ ებრაელთა სამახსოვროთ რამე ძველი ნივთები, ანუ პერგამენტზედ ნაწერი წიგნი არ ქონოდესთ, ამის მაგალითია ის, რომ ერთი ძველი, ებრაულად პერგამენტზეს ნაწერი დაბადება ქართლში, რაღაც ბედათ, ქართველ ებრაელთაგან მათ მებატონე ავალიშვილებს ჩავარდნიათ ხელში, დღემდე იგი მათ საკუთრებას შეადგენს, ძველად კი ეს ხელთ-ნაწერი ქართველთ ებრაელთა საკუთრება ყოფილა. დღეს ეს „დაბადება"ერთს ოთახში აქვსთ შენახული. იქ დაიარებიან ქართველთ ებრაელნი, ამ დაბადებას თაყვანს სცემენ, რაისა გამო ჯეროვან ფასსაც იხდიან! ებრაელთა ბევრჯერ სცადეს და მებატონეს სთხოვეს „დაბადების" დახსნა ფულით, მაგრამ მებატონეთა არ ინდომეს. დღემდე ეს „დაბადება" მათ ხელშია, მისი გაცნობა ერთის მხრით არ იქნება ურიგო. ასეთ ძველ ებრაელთა ნაშთს ეკუთვნის ის ძველის ებრაელის წარწერანი ქვა, რომელიც ადრე მცხეთაში აკლდამების თხრის დროს იპოვნეს და რომელ ქვაც დღეს თფილისის მუზუმში ძევს, ეს ქვა და მისი წარწერა ქრისტეს წინა დროებას ეკუთვნის. ცხადია, რომ ძველად საქართველოში ქართველ ებრაელთა შორის არა ერთი ძველი ნივთი იქმნებოდა დაცული, ხოლო დროთა მიმდინარეობას და ჟამთა ვითარებას იგი უწყალოთ უნდა მოესპო.

ამიტომ ჩვენ სანატრელად მიგვაჩნია და თან მეტათ სასარგებლოთაც, რომ ამ ძირეულ საქართველოს მკვიდრს მცხოვრებთ ქართველთ ებრაელთ თავიანთ დედა ენაზე, ესე იგი ქართულს ენაზედ ებრაელი სჯულის წიგნები ეთარგმნათ, ნამეტურ ძველ ურიულ ენიდამ, რომელსაც კითხულობენ და მის

გაგება კი არა აქვსთ.

ამ საქმის სისრულეში მოყვანის დიდი მოტრფიალენი არიან თვით ევროპიელთ ებრაელნიც, რომელთაც არა ერთხელ

უნატრიათ ხსენებული საქმის განხორციელება, მე მათ სხვა და სხვა წიგნებიც გარდმომცეს, ებრაულის ენიდამ რუსულს ენაზედ ნათარგმნი.

ჩვენ კი მისი თარგმნა ვერ მოვახერხეთ. საქმე ასე დაგვირჩა.
ამიტომ მე დიდს სანატრელად მიმაჩნია, რომ ქართველთ

ებრაელთათვის ქართულს ენაზედ სხვა და სხვა საჭირო წიგნები ითარგმნოს და დაისტამბოს. ამით ჩვენ მათ დიდს სამსახურს გაუწევთ და უკანასკნელს იგინიც გადაიხდიან ამას სამაგიეროს.

ქართველთ ებრაელთა ცხოვრებას და მდგომარეობას ქართულმა მწერლობამ იმავ თავიდგანვე შესაფერი სამსახური გაუწია, ყოველთვის კაი მეგობრობას და მფარველობას უწევდა.

ებრაელთა მომხრე და მფარველი იყო გაზეთი „დროება" „შრო- მა“ „ივერია“ „ცნობის ფურცელი" „კვალი" და თითქმის ყველა ის გამოცემანი, რაცკი ქართულს ენაზედ ისტამბებოდა. მაგალითებრ „დროება" ხმა მაღლა ჰქადაგებდა ებრაელთა სიბრალულს, მათს მფარველობას და იმასაც აუწყებდა მკითხველს, რომ ყმაწვილების სისხლის ხმარება მათზედ მტრობით არის მოგონებული თვით ქრისტიან მტრებთაგანო. ასეთი შინაარსის წერილები ხშირად ისტამბებოდა „დროება“ში. ყოველ ცნებას და სიტყვასაცკი თავისებური აღმატებულება ჰფლობდა. ქუთაისში ებრაელთა ცილის წამების გამო „დროებამ“ ბევრი სიმპატური წერილი დასტამბა. ისეთისავე ჰაზრის იყო მაშინ მთელი ქართველ განათლებულ საზოგადოების ნაწილი, ნამეტურ ჭეშმარიტების თვალით უმზერდნენ თვით ქართველ ვექილნიც და ესეთი ებრაელთ სრულს დახმარებას და მფარველობას უწევდნენ ყველგან, თვით სამართალშიაც.

„ივერიაშიაც" მრავალ გზის დაიბეჭდა წერილები ებრაელთა ცხოვრების შესახებ. ეს გაზეთი ყოველთვის ეხმარებოდა ებრაელთა კითხვებს. იგი დიდი მოსარჩლე იყო მათი, დიდი მფარველი. აქ ყოველთვის მკაცრად იცავენ ებრაელთა

პიროვნებას, მნიშვნელობის და ამაგს კაცობრიობის წინაშე. გაზეთი ვალდებულათ ხდიდა მთელს განათლებულს საქრისტიანო საზოგადოებას, რომ ებრაელთა მფარველნი უნდა ვიქმნეთ, მათი მფარველობა ჩვენს საღმრთო ვალს შეადგენსო, რადგანაც ეს ხალხი ღირსეულია მფარველობის და პატივის ცემისო. დღესაც ასევე ჰჰადაგებს ეს გაზეთი ებრაელთა ცხოვრებაზედ. „ივერია"ში რამდენ გზისამე ლექსებიც, წერილებიც დაისტამბა ქართველთ ებრაელთა შესახებ.

„ცნობის ფურცელიც" ისეთისავე შეხედულების არის ებრაელებზედ, როგორც რიგი და წესია, რაც მოეთხოვება განათლებულს კაცს და გაზეთს. „ცნობის ფურცელშიაც" არა

ერთხელ დაისტამბა წერილები თუ ნათარგმნის და თუ ორგინალური შესახებ ებრაელთა და კერძოდ ქართველის ურიათა ცხოვრებაზედაც. აქაც ყოველი წერილი და ცნობა დიდს სამსახურს და ამაგს უწევს ებრაელთა ცხოვრების პიროვნებას. ყოველთვის სიმართლით და მაღალის მფარველობით ეხებოდნენ და ეხებიან კიდევაც როგორც საზოგადოთ ურიების ცხოვრებას, ისევე ქართველთ ებრაელთა გარემოებასაც.

„შრომაშიაც" ყოველთვის მფარველობით ასწერდენ ებ-
რაელთ.
„კვალშიაც" ცნობილის კილოთი ეხებოდნენ ამ ხალ-
ხთა წარმომადგენთ და აქებდნენ. მოკლედ უნდა ითქვას, რომ
ქართულს ენაზედ თუ სადმე რამე დაწერილა ებრაელთა შე-
სახებ, ყველგან იგინი მაღალის სიბრალულით აუწერიათ, ძმუ-
რის პატივისცემით და თავაზით მოუხსენებიათ. საზოგადოთ
ქართული მწერლობა ყოველთვის ფარად და ხმლათა მდგარა

ებრაელთა შესახებ. ერთს მაგალითსაც ვერ მაჩვენებთ, რომ ქართველ ებრაელებზედ და ან საზოგადოთ ურიებზედ სადმე ვისმეს რამე დაეწეროს, არა გვგონია. ამის მხრით მწერლობა ებრაელთა წინაშე ვალ მოხდილია და ამაგდარი. ებრაელთა შესახებ ქართულს მწერლობაში კერძოთ სწერეს შემდეგ პირთა:

ბ. ნიკოლოზ ნიკოლაძემ 1869 წ. გაზეთ „დროება"ში დასტამბა წერილი ქართველ ებრაელთა ცხოვრების შესახებ. იგი

ამ წერილით თხოულობდა ქართველ ებრაელთა ცხოვრების გაუმჯობესობას, ამისთვის მათ საქომაგო ხელის გაწდომის, ხელის გამართვას, მით მათში განათლების სხივების აღძვრას, რომ მერე მომზადებული ურიაც საქართველოს და ქართველ ერს გამოადგესო. ეს წერილი საყურადღებოა თავის დროის კვალად.

ბ. ანტონ ფურცელაძემ 1897 დასწერა მშვენიერი წერილი და დაბეჭდა იმავ დროის გაზეთ „ივერია"ში. ამ წერილით ანუსხა ის ამაგი და შეხედულება თუ ქართველთ მეფენი

როგორ უმზერდნენ ებრაელთ, როგორ მფარველობას უწევდნენ და დღესკი, ჩვენ მათი შთამამავალნი როგორ ვტანჯავთ საბრალო ებრაელთაო. წერილის დედა ჰაზრები მეტად პატივსაცემია. ერთ ალაგას ამბობს: ნეტა რა უნდა იყოს ის გარემოება, როცა დაცემული ერი დაცემულს ებრძვისო, ნეტა ამაზედ რას გვეტყვიან ჩვენი წინაპარნი, რომელთაც მცნებათ დაგვიტოვეს ებრაელთა მფარველობავო. ეს წერილი რუსულადაც ითარგმნა და ერთ ებრაელს გაზეთშიაც დაიბეჭდა. ეს წერილი გამოიწვია ქუთაისში მომხდარ ებრაელთა დევნამ და ჩაგვრამ. ამავე მწერალმა დასწერა ებრაელთა ისტორიიდამ 5 მოქ. ტრაღედია „ისრაელის ასული" და რამდენიმეც ლექსი.

აკაკის ქართველთ ებრაელებზედ ბევრი რამ უამბნია, ყველა მის ნაამბობი ადამიანურის მიმართვით არს სავსე. მასვე

ეკუთვნის ხელოვნურად ნაწერი ქართველ ებრაელთა ლეგენდა „დავით წინასწარმეტყველზედ" სცენები და სხვაც მრავალნი ამგვარნი ნიჭიერად და თავისებურის მამულისშვილურად ნაწერი, სამაგალითონი და კაცთაგან მისაბაძნი.

იაკ. გოგებაშვილსაც ბევრი რამ ცნობები აქვს ამ ერზედ

დატოვებული, სიბრალულით სავსენი და საყურადღებონი.

ილ. ჭავჭავაძესაც „ივერიაში" არა ერთი წერილი დაუწერია

ამათ შესახებ.

ბ. ნიკოლოზ ხიზანაშვილმა „ივერია"ში დაბეჭდა ორი

წერილი, სახელდობრ ქართველ ებრაელთა შესახებ. იქ მან ებრაელთა ცხოვრებაზე ბევრს რამეზე ისაუბრა. მოიყვანა ცნობები რომ ქართველ ებრაელნი „სიონისტების“ წრეში ეწერებიან და ამიტომ საქართველოდამ სახლდებიან იერუსალიმსო. ასევე შეეხო მათს სასულიერო წოდებას და სწავლა-განათლე- ბის დაცემულობას. ამ წერილიდამ ერთ პირს უსარგებლნია. მას წერილი დაეწერა რუსულს ენაზედ ქართველ ურიების შესახებ და ეს წერილი 1903 წ. ბაქოს გაზეთ „კასპის" ორს ნომერში იყო მოთავსებული.

ბ. ლუკა ისარლოვმა რუსულს ენაზედ დასწერა ისტორიული წერილი „ებრაელნი საქართველოსა და იმერეთში". პირველად ეს წერილი გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა და შემდეგ

მე იგი მოვათავსე ლ. ისარლოვის ნაწერების წიგნს „Письма о Грузiи"-ში. წერილი ისტორიულად არის ნაწერი, ებრაელთ გადმოსახლებასაც ანუსხავს საქართველოში.

ბ. მ. ჯანაშვილმა დასტამბა პატარა წერილი ქართველ ებრაელთა შესახებ 1904 „საქართველოს კალენდარში".
მე დავბეჭდე ერთი წერილი 1877 „დროება"ში, რომელიც ამ წიგნში შემოვიტანე და მეორე წერილი დავბეჭდე

„ცნობის ფურცელში“ 1902 წ. ეს წერილი ისტორიულის შინაარსის გახლავსთ და მიტომ ამავ წიგნში მოვათავსე. მე ვიცი, რომ სხვა და სხვა დროს, ებრაელთა შესახებ ქართულ ჟურნალ გაზეთებში სხვებსაც უწერიათ, მაგრამ ჩვენ ყველა მათ ვერ მოვიგონებთ, ვიტყვითკი, რომ ყველას კალამი სიტყვა კაზმულის მწერლობით, პუბლიცისტიკით თუ ისტორიულის მიმოხილვით ყოველთვის ებრაელთა პატივისცემით ყოფილა გამსჭვალული. თუმცა ქართველი განათლებული საზოგადოება და მწერლობა ასე ეპყრობა ებრაელთა საქმეს, მაგრამ იგინი არ იქმნა ვერ გამოვიდნენ ღრმა ძილიდგან. იგინი მაინც თავიანთებურად იქცევიან, არავინ რჩევას ყურს არ უგდებენ. არც ქართველთ ამაგს აკვირდებიან, რომ ამათ მათთვის გული დიდათ შესტკივათ.

თუმც ასეა მათი საქმე მოწყობილი, მაგრამ იმედია მათ,

რომ წამხალისებელი გაუჩნდეთ, მაშინ არც ესენი დაშთებიან დაძინებულნი, ესენიც გაახელენ თვალებს და გამოვლენ საღათას ძილიდამ. ამათი ერთი წახალისება არას საჭირო, თორემ მერე თვით გარკვევენ გზა და კვალს. ევროპის ებრაელნი წახალისდნენ წინეთ და მიტომაც მათ ევროპას აჩუქეს შესანიშნავი ფილოსოფოსნი, ეკონომისტნი, მეისტორიენი, პუბლიცისტნი, მუსიკის მცოდნენი, მომღერალნი მექანდაკენი, ხელოვანი მოთამაშენი და სხ. სადაცკი ევროპიელ უწარჩინებულეს პირნი აღიწერებიან და დაიხატებიან, იქ მათ არ ჩამორჩებიან სპინოზა, მენდელსონი, მარკსი, ლასალი, ენგელსი, რუბინშტეინი, ოფენებახი, მეირებერი, ანტოკოლსკი, ბერნე, ჰეინე და ვინ იცის რამდენი კიდევ სხვანი. დღეს, ქართველთ ებრაელნი, მოვალენი არიან, რომ თავიანთ თანა მერჯულე ებრაელთ მიჰბაძონ და თვითაც შეუდგენ განვითარების გზას, ხომ ხედვენ, თუ ევროპის ებრაელნი როგორ მაღლა სდგანან მათზედ. ევროპიელთ ებრაელთა მიმბაძაობა მათს ვაჭრობასაც გამოსცვლის და წერილმა რაღაცაებით მოვაჭრეთაც გზა გაუფართოვდებათ, კარგის, ანუ დიდი აღებ-მიცემისაკენ. იგინი მით ბევრ რამეს მიხვდებიან.

ჩვენდა სამწუხაროდ, დღემდე ქართველ ებრაელთ შორის ერთი ნასწავლი კაციცკი არავინ გამოსულა, ერთი მცოდნე და მომზადებული. სამწუხაროდ ასეთ ნაკლს არც თვითონ გრძნობენ, არ ცდილობენ, რომ დღეს თუ არა, შემდეგი თავობა მაინც დაიხსნან უმეცრებისა და უბედურებისაგან.

როგორც ერთი თავობა ისპობა უმეცრებით, ისევე მეორე თავობა შთება და მესამე. უწყის ღმერთმან თუ ვინ გახდება ამათი წამქეზებელი. იგინი არ სცდილობენ, რომ ურიის შვილი ცოდნით მამას დაემჯობინოს, თვითქოს მამებს შვილების ესეთი წარმატება შურსთ. სამწუხაროა ამათი მდგომარეობა და ნამეტურ ქალთა და ბავშვთა.

ბავშვები ქართველთ ებრაელებში იზრდებიან მღვთის ანაბარად, მოუვლელნი, უპატრონონი და უმფარველონი. ებრაელთა ბავშვის ნახვა თქვენ სიბრალულს მოგვრისთ. ცხადათ

შენიშნავ მას ტანდზედ ძველს ტანთსაცმელს, ათას ალაგას დაკერებულს, მასთან ჭუჭყიანს და სხვანი. სახეზედ და თვალებში ამოუკითხავ შიმშილს, დაჩაგვრას და ათს სხვა ამ გვარებს. უბედურია და მასთან უპატრონო ქართველთ ებრაელთა უმეტესის შვილები, ნამეტურ შეუძლოთ. ამათში უსწავლელად შთებიან თვით შეძლებულნიც .

ქალების მდგომარეობა ხომ უფრო უბედურია და თან

სატირელიც. მთელს ქართველთ ებრაელებში ვერ ნახავთ ერთს ნასწავლ ქალს, ერთს განათლებულს დედას, განათლება კი არა და სამწუხაროდ მათში ერთი ისეთი ქალიც არ მოიპოვება, რომ თუნდ მას ქართულს ენაზედ რიგიანად წიგნის კითხვა შეეძლოსთ. ესეთი გარემოება ებრაელთა ჩვენ დიდათ გვწყინს და ამ წიგნით მათ ჩვენ სრულს პროტესტსაც ვუცხადებთ. დროა უკვე, რომ მათაც თვალი გაახილონ და განვითარების ასპარეზედ გამოვიდნენ. დროა უკვე, რომ შეხედონ სხვებს და სხვების მაგალითით ძველი უმეცრება გაიბერტყონ და ახალ ცხოვრების გზას დაადგნენ, თორემ ვარწმუნებთ ჩვენს მოძმეებს, რომ იგინი მამავალში ებრაელთა მოზარდ თავობის წინაშე დიდათ გასაკიცხნი გახდებიან.

დღემდე ქართველთ ებრაელთაგან ქართულს მწერლობაში ერთი მწიგნობარიც კი არ აღმოჩენილა, ერთი მწერალი,

ერთი საზოგადო მოღვაწე. ნუ თუ დროე არ არის ამისა, ნუ თუ მათ კი აწყენთ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა ყოლა? ჭეშმარიტად რომ არა, მაგრამ ვინ არის ამის გამგონი. ასეთ კაცთა საჭიროება კარგად უნდა იგრძნონ ებრაელთა, რათა მათ ყველგან ჰყვანდეთ თვის თანამერჯულეთაგან ნასწავლ-მფარველნი, რომელთაც შეეძლებათ მოკამათეთა წინა- შე პასუხების ძლევა, კამათი და სხვანი, რაც ებრაელთა წინააღმდეგ ხშირად ხდება ხოლმე ჟურნალ-გაზეთებში. ქართველ ებრაელთა კი ასეთის საქმისათვის ერთი კაციც არა ჰყავთ მღმზადებული, ერთი კაცი არ აბადიათ! ამაზედ მეტი ბავშობა შეიძლება? აუჟინიათ ქართველთ ებრაელთ: რომ ჩვენზე კარგი, ნასწავლი არავინ არისო. ჩვენა ვართ რაცა ვართ, მოსეს ძველი ურიებიო. იმას კი აღარ ფიქრობენ ეს დალოცვილები, რომ მათ ერთი ნასწავლი კაციც არა ჰყავსთ. ვექილი მოუნდებათ მათ და სხვას უნდა მიმართონ, ექიმი და სხვას, სხვა რამ ნასწავლი კაცნი მოუნდებათ და კიდევ სხვას, სულ სხვების ხელთ შემყურებელნი არიან და მასთანვე მაინც არა ტყდებიან, რომ იგინი დღეს არამც თუ წინ არიან სხვებზედ წასულნი, არამედ დაცემულნი არიან და მასთან ერთობ სასტიკათაც. ამის შეგნება რომ ექმნესთ ქართველთ ურიებს, მაშინ, ვგონებთ, გული ბოღმით აევსოთ. ქართველი საზოგადოება ამათ რომ კარგად, ძმურად ექცევა, ეს ამათ რაღაც სარჯულავ მანქანებად მიაჩნიათ, ის კი არ იციან, რომ ჩვენ თუ მათ პატივს ვსცემთ და სიბრალული გვაქვს, ეს არის ჩვენი ისტორიული ცოდნის პატივისცემა და დარგი და არა სხვა რამ სჯულის პოლიტიკანობა.

აი, ამ ბოლოს დროს, ქართულს ენაზე დაიბეჭდა ვრცელი შრომა პატრის მიხეილ თამარაშვილისა. შესანიშნავი წიგნია, ერთ ალაგას დამწერს მოჰყავს ასეთი ცნობა, რომ როდესაც საქართველო დაეცა, მის შემდეგ ქართველთ შვილებს

არამც თუ ათათრებდენ, ასომხებდენ და აფრანგებდენო, არამედ საქართველოში მცხოვრები მდიდარი ურიებიც კი ყიდულობდენ და ქართველ ქრისტიანებს აურიავებდნენო. ამ ცნობებს ლათინურიდამ თარგმნით პატრი მ. თამარაშვილი ამყარებს ერთ ძველს ცნობაზედ, რომელიც 1640 წელს გორის პატრს ამბროზის რომის კონგრეგაციისათვის გაუგზავნია და ბეჯითად მოუხსენებია. მოხსენებაში ქართველთ გათათრება, გაფრანგება და გასომხება კი არ ყოფილა საქმე და საგანი, არამედ ქართველთ გაურიავება ყოფილა სავალალო და სულის წასაწყმედი. ასეთ გამოწვეულ ცნობას პასუხი უნდა და ახსნა, ამის მოვალენი არიან თვით ქართველთ ებრაელნი, რომ პასუხი გასცენ, მაგრამ იგინი ამის პასუხს საიდამ გასცემენ, როცა მათ უბრალო ,,ჩითების, მიტკლების“ და ასეთების ძახილით დრო არა აქვსთ, რომ თავიანთ სამშობლოს საქართველოს ისტორია დაისწავლონ. ამათ კაცი როცა საქართველოს ისტორიიდამ რამეს ჰკითხავს, იგინი რაკი უვიცობით პასუხს ვერ მისცემენ, მერე მედიდურობენ მით, რომ ჩვენ ურიები ვართ და რა საჭიროა ამის ცოდნაო. როცა სიტყვა ურიასტანის ისტორიის ცოდნაზე გადავა და რომ ვერც მაშინ იტყვიან ხოლმე რასმე, მაშინ კი ხახა-მშრალნი ჩუმად რჩებიან. აღარც ერთნი არიან და არც მეორენი, არც თავიანთი იციან და არც სხვისა. რადგანაც ქართველთ ებრაელთა საქმე ასეა დაყენებული, ამიტომ ისევ ჩვენ ვიტყვით რამეს, ესე იგი პასუხს დავსწერთ პატრი ამბროზის ცნობის შესახებ.

უნდა მოვიხსენოთ, რომ პატრი ამბროზის ცნობა ჩვენ

გაზვიადებულად მიგვაჩნია. პატრს ამბროზის ესეთი ცნობა და მოხსენება კონგრეგაციის წინაშე განგებ უნდა წარედგინა, რათა მით უფრო მეტი ყურადღება მიეპყრო, მეტის სიბრალულით დაეხატნა საქართველოს გაჭირებული მდგომარეობა. ჩვენ პირნათლად და გადაწყვეტით ვიტყვით, რომ ამის მაგალითის ერთიც არ იქმნებოდა, რომ ქართველთ ურიას ვინმე ყმა, ან ბავშვი ეყიდნა ქრისტიანთაგან და მერე იგინი თვის სჯულზე გადაეყვანათ. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს სულ ჭორებია და ცილი. ქართველთ გაურიავება კი არა და ურიების გაქრისტიანება კი ისე ხშირად და მრავლად ყოფილა, რომ დღესაც გურიას, სამცხეს, იმერეთს და ქართლს ასობით მოვთვლით ისეთ გვარებს, რომელთა წინაპარნიც ებრაელნი ყოფილან და შემდეგ კი ჟამთა ვითარების მეოხებით, თავიანთ ნებით თუ ძალოვნებით, ქრისტიანობას დაკავშირებიან. ასეთი ცნობანი ჩვენ მით უფრო მიგვაჩნია ჭორათ, რადგანაც წარსულში ქართველთ ებრაელნი მეტად ღატაკს მდგომარეობაში იყვნენ. მათ თავიანთ საზრდოს მოპოვებაც კი უჭირდებოდათ და აბა სხვათაგან ყმებს რითი იყიდდენ და მათ იგინი როგორ ასაზრდოვებდნენ.

მეორე, ურიას არც თვით ქრისტიანი მიეყიდებოდა, არ

გაჰყვებოდა. მესამე, საქართველოს ურიები მთლად საბატონო და საეკკლესიო ყმები იყვნენ და აბა თქვენა ბრძანეთ, რომიგინი როგორ შესძლებდენ ქართველთ ყმათა სყიდვას და ისიც მერე გაურიავებას. ეს ჩვენ მოგონებულ ცილათ მიგვაჩნია მით უფრო, რადგანაც საქართველოში ქართველთ ურია საქართველოს და ქართველ ერსა და სასულიერო წოდებას ისე აფასებდა და პატივს სცემდა, როგორც თვით ებრაელისას. არის ასეთი სამაგალითო ცნობა ამავ მ. თამარაშვილის წიგნში, რომელიც აქ უნდა მოვიყვანოთ. ოსმალეთის საქართველოში რამდენიმე კათოლიკის მღვდლებისთვის მთავრობას სიკვდილით დასჯა გადუწყვეტია. ეს საბრალოები ვერავის დაუხსნია, ბოლოს ერთს მდიდარს ურიას უკისრნია მათი დახსნა, მას თავს უდვია ეს საქმე და კათოლიკის პატრებიც მალე დაუხსნია სიკვდილით დასჯისაგან (ისტ. კათ. საქართ., გვ. 99) და სხვანიც მრავალნი ამგვარნი. ყველა ეს ცნობები ჩვენ აქ მიტომ მოვიყვანეთ, რომ მით ქართველ ებრაელთათვის თვალთ წინ დაგვეხატნა მათი ავ-კარგიანობის ვითარება და მისი მიხვედრა.

ქართველ ურიების შესახებ განა ეს ერთი ცნობა იქმნე-

ბა, არა, არამედ მრავალი, ბევრი ცნობა. მათ რომ შესმენა ჰქონდესთ, გული და სული უნდა აემღვრიოთ, დიდათ უნდა შესწუხდნენ, რომ მათ პიროვნებას ასე ჰფარგლავენ, ასე ამცირებენ, ეს უნდა იგრძნან ქართველ ურიებმა, უნდა შეიგნოს მისი ვითარება და მიტომ მაინც უნდა გაახილონ თვალები, რომ მათ პიროვნებას მფარველი გამოუჩნდეს კანონიერად, მათ ცხოვრების წესებიც მათმავე მერჯულეებმა ასწერონ და საზოგადოებას დაუხატონ სიმართლით და სრულის აღსავსეობით.

გულის სიმართლით ვიტყვით, რომ ქართველთ ებრაელის ცხოვრება საქართველოში მეტად უბედურია. მათ არა

აქვსთ საკუთარი კარგი სასწავლებლები და მის მაგიერ არც სხვებისას ეტანებიან.

არა ჰყავსთ ნასწავლი კაცები, რომ მათმა ნასწავლმა კაცებმა ილაპარაკონ ხშირად მათს საჭიროებაზედ.
არა ჰყავსთ შესაფერად მომზადებული სასულიერო პირნი, რომ მათ ხალხს მძლავრად უქადაგონ, ისე ეს როგორც

ევროპიელთ ურიათა სასულიერო პირებმა იციან. ქართველთ ებრაელთა სასულიერ წოდების მრევლის ფეხზედ დადგენა ადვილად შეეძლებათ, მაგრამ ამის ოსტატობის ძალა მათ არ შესწევსო.

არა აქვსთ ქალებისათვის დახსნილი სასწავლებელი და

საბრალო ებრაელთა ქალები სახლში არიან გამომწყვდეულნი ტუსაღებივით. ამათვის არც საზოგადო ჰაზრით ქალთა კრებები ხდება, თიატრის ხომ არაფერი გაეგებათ, ძნელად რომ მათში ქართული წიგნების მკითხველი გამოსჩნდეს ვინმე, იშვიათია.

არა აქვსთ ვაჟების სასწავლებლები, არსად ერთი სკოლა

მოეძევებათ. მართალია სალოცავთ გვერდით აქვსთ სასწავლებელი, მაგრამ ჩვენ ამას არა ვსთვლით სასწავლებლად. რადგანაც იქ ებრაულ ლოცვების მეტს არას ასწავლიან. ქართველთ ებრაელთა ბავშვები მთელი დღე ქუჩაში ჰყრიან და უბრალო საწვრიმალოს სყიდვით დღეს აღამებენ.

არა აქვსთ საერთო მაღაზიები და პურის შესანახავი.
არა აქვსთ საერთო ჭირისთვის სადმე თანხა შეგროვილი.
არა აქვსთ სნეულთა, დავრდომილთა და შეუძლო მოხუცებულთათვის თავშესაფარი სახლი, თუმცა კაცი ამათში

შეუძლო მოხუცს ხშირად შეხვდება. ყველა მათ ცხადად ეტყობათ დიდი სიღატაკე, ტანზედ მეტად ძველი ტანთსაცმელი აცვიათ და მუდმივაც მშივრები არიან. ერთი მოხუც დავრდომილთაგანი შიმშილს ისე შეეწუხებინა, რომ თფილისში, ალაქსანდრეს ბაღის მახლობლივ ღამე თხოულობდა მოწყალებას დიდის მორიდებით.

არა აქვსთ შეუძლო მშობიარე და სნეულ ქალთათვის სა-

წოლი და თავ შესაფარი. არც სხვისას ეკარებიან და მით ქართველი ურიის ქალი უბედური და საბრალოა ყველაფერში, თუმცა არც ჩვენ გახლავართ ამაებით ბედნიერნი, მაგრამ რა უყოთ, ჩვენ სხვებს მაინც არ ვერიდებით ურიებივით, ჩვენ მაგალითს მოგახსენებთ.

არა აქვსთ დროის შესაფერად გაკეთებული სალოცავები.

ეს ემჩნევათ ნამეტურ თფილისს.

მაინც და მაინც არც რა დიდი ვაჭრობა უჭირავსთ ხელში.

ერთის სიტყვით ყველგან დიდი დავრდომილება ეტყობათ. თფილისში ქართველთ ებრაელთა ერთი ყასბის დუქანი აქვსთ. წინეთ ამ დუქანს გარედამ ეწერა ასე; :საყასპო ქართველთ ებრაელთა“, დღეს აწერია „კავკასის ებრაელთა საყასპოვო".

ყოველს გასაჭირს, ყოველს შემთხვევაში ქართველ ებრაელმა თვისი დახმარება სხვა მერჯულესაგან უნდა ითხოვოს,

სხვა სარწმუნოების კაცი უნდა გაუხდეს მათ მფარველად და თვითონ კი ამბობენ, რომ ჩვენზედ კარგი არავინ არისო.

ვინ არის ახლა კარგი? ამის გარჩევა მათთვის მიგვინდია.

ჩვენგან იგინი ამის რჩევას ვერ მიიღებენ, ჩვენ ვერც მათ ვაქებთ და ვერც სხვებს. თუ მიხვდენა და დაკვირვება ექნებათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თავიანთ ნაკლს თვითაც კარგად მიხვდებიან, რადგანაც მათი ნაკლი მათ თვალთ წინ აშკარათა სჩანს, ცხადათ არს გადაშლილი და გართხმული. სხვა რამ რჩევა და დარიგება ამის შეგნებისათვის მათ არ დასჭირდებათ. თვით შეიძლება რომ გახდნენ თავიანთ თავის მკურნალნი რომ ჩვენი გულის წყრომა მართალია და ჭეშმარიტი, ეს იქიდამაც კარგად სჩანს, რომ დღემდე ქართველ ებრაელთ შორის ერთი კაციც კი არ სჩანს ისეთი, რომ მას თვის თანამერჯულეთა დაქვეითებულის ცხოვრებისთვის გული შესტკივოდეს. ეს ხომ ცხადია და ვერც ერთი ქართველი ურია ვერ მიჩვენებს და დამისახელებს, რომ მათ სადმე თუნდ ერთი ნასწავლი კაცი მოეპოვებოდეს.

მათის ცხოვრებისათვის დღეის მარტოდ დაზოგვა, მომჭირნეობა, ცოტას ჭამა, ცოტას ხარჯვა და კაპეიკების შენახვა და გროშებით ვაჭრობა არ კმარა. ყველა ამაზედ უაღრეს ძალას მათთვის სწავლა შეადგენს, ამით შეეძლებათ მათ

წინსვლა ყველა დარგში და წარმატება. უამისოდ კი რამდენიც რა უნდა ეცადონ, იშრომონ და კაპეიკები აგროვონ, იცოდნენ, რომ მით დროის შესაფერათ წინ ვერ წავლენ და ყოველთვის ცხოვრებაში სიბნელით იქმნებიან მოცულნი.

—
უნდა მოვიხსენოთ, რომ ქართველთ ურიების უკან ვრდომის მიზეზები მათს სასულიერო წოდებასაც ედებათ კისერზედ. სამწუხაროდ, ქართველთ ებრაელთა სასულიერო წოდება

აქამდე მათ ყველაფერ განათლების შეძენას და მასთან დაახ- ლოვებას ცოდვათ უთვლიდა. მაგალითებრ ურიებმა თეატრში არ იარონ, თორემ ჩვენი სჯულის ცოდვა არისო, არ ისწავლონ ქრისტიანებთან, თორემ ასევე იქმნებაო, არ ილხინონ მათთან, არ ჭამონ და არ სვან მათთან, თორემ ასევე მოუხდებათო.

დღეს, ცხადია, რომ ქართველთ ებრაელთ სასულიერო

წოდებას მეტი მოეთხოვება, ხომ ხედვენ იგინი, რომ ასეთის ქადაგებით საქმე ვერ მისდისთ წინა, ამიტომ მათ ცნობილ კილოს თავი უნდა გაანებონ და ქართველთ ურიები უნდა წაახალისონ, რომ ესენიც გამოვიდნენ ბნელის მდგომარეობიდამ და განვითარების გზას დაადგნენ. როცა ამის ლტოლვა ურიებში მოიფინება, აი მათ მაშინ შეეძლებათ სთქვან, რომ ვიყავით ამ სოფელში და ჩვენის ცდით ჩვენს მრევლსაც შევაგნებინეთ რამე და ვასწავლეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტყვით ჩვენ, რომ მათგან მარტო ლოცვები არ კმარა. მოიმედენი ვართ, რომ ჩვენს შენიშვნებს ეს წოდება ყურადღებას მიაპყრობს და ძმურს რჩევად მიიღებენ. ამის მოვალენი არიან ზნეობრივ თვით, მათ აწევსთ დიდი ვალი, რათა დაცემულ მრევლს უშველონ რამით და თუნდ სიტყვის საშუალებით მაინც აღადგინონ სწავლა-განათლების სიყვარული და ნათელს ცხოვრებასა და აზროვნებასთან დაახლოვება.