ფოთლები გაჩნდნენ, გაზაფხულია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ფოთლები გაჩნდნენ, გაზაფხულია
ავტორი: ტერენტი გრანელი


ფოთლები გაჩნდნენ, გაზაფხულია,
ეს გული მოკლეს მტრებმა სრულიად.

ღამეა, ახლა ოთახში მივალ
და შრომისაგან მკლავები მტკივა.

ეს ღამეები თვალებს დაღლიან
და ქალი ჩემთვის სხვა სიმაღლეა.

და მომდევს ლანდი და ფიქრი მკრთალი
იქ შეშლილივით იცინის ქალი.

ეს გული მოკლეს მტრებმა სრულიად,
ფოთლები გაჩნდნენ, გაზაფხულია.

რესურსები ინტერნეტში[edit]