ფიქრი მოვიდა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ფიქრი მოვიდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
ფიქრი მოვიდა,
ნისლი არ დგება.
ეს დღე ხსოვნიდან
არ იკარგება.

ჩემს გამარჯვებას
გაიგებს ბავშვიც.
ეს დღე დარჩება
მოგონებაში