უცნობი ქუჩის დასასრულთან

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცნობი ქუჩის დასასრულთან
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


უცნობი ქუჩის დასასრულთან მრეკავ სიმებით
ძლივს ჩურჩულებენ მშვიდი ბაგენი.
შემოდგომის დღეს ვუპასუხებ მე გაღიმებით.
უნაზეს ბაგეს აქ მივაგენი.
ჩემი ოცნება შენ გეკუთვნის. მინდა ნუგეში.
გაქრა სიზმრები იმ მწარე დღეთა.
რამდენი მახსოვს სიხარული აქ, დიდუბეში,
რამდენი მზე და სასოწარკვეთა.