ტოროლების ოროველი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ტოროლების ოროველი
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ტოროლების ოროველი
გვისმენია ქართლის ველზე,
იმ ხმას ვეძებთ ორივენი
დიდ მინდვრებში, ვეძებთ, ვეძებთ...

მე ვიპოვნე ის შენს ხმაში,
ხმა წმინდა და ხმა დიადი.,.
და ჩემს გულში აღსდგა მაშინ
ჩემი ყრმობის განთიადი...

რესურსები ინტერნეტში[edit]