სულის ცეცხლი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სულის ცეცხლი
ავტორი: ტერენტი გრანელი


შრომის სამეფო და ქარხნების ნელი გრიალი,
ქალაქის ცეცხლი, დაისრული დროშა წითელი.
ბნელ შუაღამეს აკრთობს შუქი მოხეტიალე,
ო, საუკუნე წითელია და მიმზიდველი.

სისხლის მდინარე, დაბინდული მთები და შარა,
დამწვარ ტყვიების სურნელება და განსაცდელი.
ო, განახლების ქარიშხალმა ფრთები გაშალა,
კრთის ნანგრევებზე აღმაფრენა, როგორც სანთელი.

ქალაქის კვამლი, მღელვარება, ღამის ალები
და შორეული რაინდების უმწეო შფოთი.
სამარადისო მწუხარება მოკლულ თვალების
და ჩემი სული ამართული, ვით ეშაფოტი.

რესურსები ინტერნეტში[edit]

[Category:Georgian]]