სოფლიდან თბილისი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სოფლიდან თბილისი
ავტორი: ტერენტი გრანელი


მე ისევ ძალას ვიკრებ დილისთვის
და ანგელოზი ჩემ სულში ცხოვრობს.
რა ვქნა, დღეს მინდა ვნახო თბილისი,
ვნახო თბილისი და მეუცხოვოს.

მზის ნაპერწკალი ეშვება ციდან,
მოდის შუადღე, როგორც ანთება.
ისევ თბილისის შუქი მიზიდავს,
ისევ თბილისის ცა მენატრება.

მზიანი დღეა, მე ჩინარს ვუმზერ,
სოფელს სიჩუმის დემონი იცავს.
მალე მოვკვდები და ვიცი გულზე
რომ დამაყრიან თბილისის მიწას.

რესურსები ინტერნეტში[edit]

[Category:Georgian]]