Jump to content

სოფელს

From Wikisource
სოფელს
ავტორი: სოლომონ რაზმაძე
1841


რა შვენიერ ხარ, ეჰა სოფელო,
მაგრამ შენ, გულო, სვისგან მოკლულო,
მისი სინათლე ვერღა გახარებს,
ვერღა განათბობს ცხარის მზის სხივი
ულმოს საფლავში მკვდარსა მდებარეს.
ჩემთვის უცხოი ადგილი ცივი,
სადა ვლასლასებ აჩრდილის დარად,
ხვედრისაგანა მექმნას სამარედ.
ზედა უზომოს მთასა და ველსა,
ყვავილოვანსა, მწვანით მოსილსა
ვაცორვებ სევდა დაღამებულსა,
ხედვაც მიშრტების დაობლებულსა,
რას ვაქნევ სოფლის მშვენიერებას,
ან სიცოცხლისა ბედნიერებას?!
თუ ვეღარ ვნახავ გულის სინათლეს,
ძვირფასი დედის ანგელოს სახეს,
ვისიც ჭვრეტითა ვერ განსძღენ თვალნი!
უშენოდ, დედავ, მიდნების ძვალნი,
მაცოცხლებელნო წყარო სპეკალნო,
მთანო და ბორცვნო, ნათელნო ველნო,
ნაყოფიერნო, ჩემთვის ხართ მკვდარნი!
ვეღარ მაამოს თქვენმა ხედვამა,
ვერც კავკასიის გრილმა ნიავმა...
მომძაგდი შენცა, დღეო, ბრწყინვალევ!
შენცა უფსკრულო, ღამის სიბნელევ!
მიმეღო სრულად ყოვლი სიამე,
სიცოცხლისა მზე დამიბნელდა მე.
დაცარიელდა ჩემთვის საწუთრო,
სისხლისა ცრემლნი სიკვდიდმდე ვღვარო,
ეს ხვედრი ჩემი ვერვინ შესცვალოს,
გულზედა მაწევს ურვა ვით ლოდი,
მისმან მახვილმან მგმიროს და მგმიროს,
ჰოი სიკვდილო! რას ჰლამი? მოდი!

1841 წელსა, აპრილს 22.
პენზა.