სონეტი (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სონეტი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ობობას ქსელში ჩავაქსოვე ფართო ზმანება,
შეშლილ ხელებით ვათამაშებ ბოქსის საპირებს.
ყრუ სიცოცხლეში ილეწება აღფრთოვანება,
ლურჯი ოცნება თვალწინ მიშლის უცხო ნაპირებს.

ჩემი სონეტი ოქროს ტყეში ზეიმს აპირებს,
მარსის წიაღში შემიყვარდა მე გაქანება,
ლოთი ჰამლეტი გადამიშლის მარცხენა პირებს,
მაგრამ წარსული მკრთალ ფერებით არ მენანება.

ღამის აჩრდილი შეიმოსა ბრილიანტებით,
მთვარის სხივებში იფერფლება მწვანე პროფილი,
მაგრამ ედგარი არ ჩერდება, მიდის ლანდებით.

უცხო ფერებთან იზმორება ლექსი ყოფილი,
წითელი რაში ანიავებს მეწამულ ნალებს.
და როდენბახი ეწირება მხატვრულ ჟურნალებს.

რესურსები ინტერნეტში[edit]