სიჩუმეა და ქარიშხალს ვუცდი
Appearance
სიჩუმეა და ქარიშხალს ვუცდი ავტორი: ტერენტი გრანელი |
სიჩუმეა და ქარიშხალს ვუცდი
და სიცოცხლე სიზმარია ღამის.
ჩვენ შეგვეძლო საუბარი უწინ,
დღეს მოვიდა გარინდების წამი.
კლდეზე ვზივარ, დუმილია დღესაც,
მიდის გზაში სამიოდე გლეხი.
მაღალ მთიდან რომ გავხედე ზეცას,
მე ვიგრძენი მდუმარება ქვეყნის.
ტაროსია, არ მოძრაობს ქარი,
წყალი მინდა, - ხომ ახლოა წყარო.
შემოდგომის საღამოა წყნარი
და უძახის ვიღაც ქალი ”მაროს.
სიჩუმეა, თან ძაღლების ყეფა,
მე მგონია: უსათუოდ ვცდები.
გავიარე ღამეების წყება,
გავიარე შემოდგომის გზები.
რესურსები ინტერნეტში
[edit][Category:Georgian]]