სინოდის კანტორის № 508 პირების კრებული

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

სინოდის კანტორის № 508 კრებული წარმოადგენდა XVIII საუკუნის ბოლოს მხედრულით შესრულებულ მცხეთის საბუთების პირების წიგნს, რომელშიც შეტანილი ყოფილა სულ 71 საბუთის პირი. მთლიანად ამ კრებულს სინოდის კანტორის პირველ დავთარში 1818 წელს მიენიჭა № 508 და მის შესახებ არის ასეთი ცნობა:

"№ 508. ძველის გუჯრებისა და სხვა წერილების პინაქსი, რომელიც არის 453 და ამასთანავე დართულ არს შეწირულობისა და სხვა წერილების ძველის წერილებიდამ გამონაწერის კოპიონი. და ეგრევე დავთარი ქართლისა და სომხითის გლეხებისა და სოფლებისა, რომელიც არის წიგნად შეკრული და 71 ფურცლის ქაღალდზედ დაწერილი".

ანუ კრებული წარმოადგენდა № 507 კრებულის გაგრძელებას, ჰქონდათ საერთო პინაკი ანუ ზანდუკი და მასში დამატებული 71 საბუთის ნუმერაცია იწყებოდა 383-დან.

ეს ძეგლი ამჟამად დაკარგულია, მაგრამ შეგვიძლია სხვადასხვა წყაროების მიხედვით აღვადგინოთ მისი შემადგენლობის რაღაც ნაწილი:

№ 508 კრებულის შემადგენლობა[edit]

№ 405 - უთარიღო - "გუჯარი დიდი ქართლისა და კახეთისა და რაც სუეტისცხოველს შეწირულებანი აქვს"
№ 409 - 1719 წ.
№ 414 - უთარიღო - "წესი და განგება დარბაზობისა"
№ 419 - 1767 წ. 8 აგვისტო
№ 422 - 1721 წ.
№ 424 - 1793 წ.
№ 427 - 1787 წ.
№ 430 - 1793 წ.
№ 432 - 1719 წ.
№ 436 - 1796 წ. 26 იანვარი
№ 440 - 1682 წ.
№ 442 - 1741 წ.
№ 451 - 1516 წ.
№ 453 - 1651 წ. 29 მაისი