სიმღერა (ნიკოლოზ რაზიკაშვილი)
Appearance
სიმღერა ავტორი: ნიკოლოზ რაზიკაშვილი |
1882 წელი |
ვეალერსები, შევხარი,
დილას ამოსვლას მზისასა;
ნეტა, ვერ შევესწრობია
დამარცხებასა მტრისასა?
გაჰღვიძებოდეს ქართველსა,
ვადას ჰფერავდეს ხმლისასა,
ნათელი გადაჰდიოდეს
ლაჟვარდს ივერის ცისასა.