სიკვდილს ვინ აცდა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სიკვდილს ვინ აცდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


სიკვდილს ვინ აცდა,
ვღონდები უცებ.
ვდგავარ მინასთან
და როიალს ვუსმენ.

სდუმს ჩემი ლეში,
და უფრო ალი.
და ისმის მზეში
ხმა როიალის.

ერთ წერტილს ვუმზერ,
არის შრიალი.
ეცემა გულზე
ხმა როიალის.

სიკვდილს ვინ აცდა,
ვღონდები უცებ.
ვდგავარ მინასთან
და როიალს ვუსმენ.

რესურსები ინტერნეტში[edit]