სიზმარი (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სიზმარი
ავტორი: ტერენტი გრანელი


თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი,
თითქოს ვიყავი ბავშვი - უფალი.
არ ქროდა ქარი და უცხო ბაღში
მე მივდიოდი თავისუფალი.

და ამ დროს უცებ მოვარდა ქარი,
და თითქოს განგებ თავს ვიღუპავდი.
და შემხვდა ვიღაც უცნობი ქალი,
და მე ვიყავი თავისუფალი.

თითქოს მესმოდა ყორნის ჩხავილი,
წინ იშლებოდა გზები უვალი.
ხელში მეკავა თეთრი ყვავილი
და მივდიოდი თავისუფალი.

რესურსები ინტერნეტში[edit]