სამშობლოს მცველნო

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სამშობლოს მცველნო
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1899 წელი


ამშობლოს მცვენლო, სადა ხართ?!
ერთხელ ვერ გნახეთ თვალითა,
სახე ნათელით, აბჯარში
და მადლიანის მკლავითა.
რა ძლიერ შეგყვარებიათ
თავისი მშვიდი სადგური...
ადექით, ერთხელ გვეჩვენეთ,
ერთხელ დაგვიგდეთ ჩვენც ყური!
გვეჩვენეთ, თორემ ეს არი
გაყინა ტვინი და გული,
ხვალ აღარ გვეცოდინება
ანდერძი თქვენი და რჯული.
ნეტავი ერთხელ ჩემს თვალთა,
მწყურვალთ გმირების ნახვითა,
თქვენ მაინც დაუდგებოდით,
სრულის ჯანით და სახითა,
რომ გამძღარიყო, ბეჩავი,
მხოლოდა თქვენის ცქერითა
და მაშინ გულის ნაგრძნობი
მე კი მეუბნა ენითა.
არ უწყით? ავიკრიფენით
თქვენს ნაანდერძევს კერითა,
დავიარებით სოფლადა
თავზე წაყრილის მტვერითა.
მე კი გულს ვიფხან კიდევა
თქვენთან წერილის წერისა.
ხან, როგორც ეხლა, გემდურით,
ხან გიხსენიებთ ქებითა,
თქვენგან პასუხი არ მესმის,
კაცნო, რად მაგრე ჰშვრებითა?