საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ
ავტორი: ტერენტი გრანელი


გუშინ ქარიშხალს სევდა მოჰქონდა,
ისევ წაიღებს ალბათ დილისთვის.
დღეს გამოვედი საავადმყოფოდან
და მოვიარე მთელი თბილისი.

თითქო მიხდიდნენ გუშინ პანაშვიდს,
გულო! ყოველთვის მე შენ მღალავდი.
თითქო ვიყავი სხვა ქვეყანაში
და მეუცხოვა მთელი ქალაქი.

და ვიგონებდი იმ დროს, როდესაც
ვიყავი უფრო ძლიერი ღონის.
და ქალაქიდან უცებ მომესმა
ხმაური ქუჩის და გრამაფონის.

გუშინ ქარიშხალს სევდა მოჰქონდა,
ისევ წაიღებს ალბათ დილისთვის.
დღეს გამოვედი საავადმყოფოდან
და მოვიარე მთელი თბილისი.

რესურსები ინტერნეტში[edit]