რიცხვი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
რიცხვი
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
რიცხვი პოეტის
წყნარი კენტია.
ფიცი პოეტის -
ცის ტრაგედია.

რიცხვი ყოველთვის
წყნარი წყვილია.
ფიცი პოეტის -
შორი ჩრდილია.

ბედი ყოველთვის
არის სპეტაკი.
დიდი პოეტი
გრიგალს ეძახის.

დიდი პოეტი -
ბედის მსურველი.
ვარდი ყოველთვის -
ბაღის სურნელი.

რიცხვი პოეტის
წყნარი კენტია.
ფიცი პოეტის -
ცის ტრაგედია.