რა ვქნა, გრიგალში გული ვიტკინე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
რა ვქნა, გრიგალში გული ვიტკინე
ავტორი: ტერენტი გრანელი


რა ვქნა, გრიგალში გული ვიტკინე
და ჩემი ფიქრი ცისკენ წავიდა.
ახლა ხომ კმარა, რაც მოვითმინე,
მეტ დამცირებას ვეღარ ავიტან.

ჩემი დღეები უცნაურია
და ჩემი გრძნობა ასე ძლიერი.
ძვირფასო, შენი სისხლი მწყურია
და ახლა დროა შურისძიების.

რესურსები ინტერნეტში[edit]