ოქტომბერია და მოდის ნისლი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ოქტომბერია და მოდის ნისლი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ოქტომბერია და მოდის ნისლი,
ეს ცა, ეს ყოფნა ხომ სიზმარია.
აქ საუბრობდნენ ოცი წუთის წინ,
ახლა ისინი სხვაგან არიან.

ისმის ძახილი შორეულ ქარის,
ქარი და წვიმა მოვიდა ერთად.
ახლა ოთახში არავინ არის,
ოთახი უკვე დაცარიელდა.

რესურსები ინტერნეტში[edit]