ოსმალეთის სახელმწიფო მოხელეები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

აჰმედ ფაშა[1][edit]

აჰმედ ფაშა - 1115 წელს (1703/1704) ჩავუშბაშია. 1130 წელს (1718) ვეზირის წოდებით დაინიშნა კონიის ვილაიეთის ლაშქარში. შემდეგ დიარბექირის ვილაიეთის და ერევნის სერასქერია. 1137 წელს (1724/1725) ერევნის ვალია. (ს.ჯიქია)


  1. 1723 წ. თბილისის აღებისას ოსმალთა ჯარის ერთ-ერთი სარდალი

იბრაჰიმ ფაშა[1][edit]

იბრაჰიმ ფაშა - თავდაპირველად სამეფო კარის მწერალი იყო. 1116 წელს (1704/1705) შეჰრიზორის ვალის თანამდებობაზე დაინიშნა; 1117 წელს (1705/1706) ალეპოს ვალია; 1119 წელს (1707/1708) არზრუმის ვალია. 1121 წელს (1709-1710) მეორედ დაინიშნა შეჰრიზორის ვალიდ. 1122 წელს (1710/1711) კვლავ ალეპოს ვალია. 1123 წელს (1711/1712) და 1125 წელს (1713) მოსულისა და დიარბექირის ვალია. 1134 წელს (1721/1722) მეორედ ინიშნება არზრუმის ვალისა და ამ მხარის სერასქერის თანამდებობაზე. 1135 წელს (1723) განჯისა და ერევნის კომენდანტია. გარდაიცვალა 1136 წელს (1723). დაკრძალულია არზრუმში. (ს.ჯიქია)


  1. 1723 წ. თბილისის აღებისას ოსმალთა ჯარის მთავარსარდალი

ხოსრო ფაშა[1][edit]

ხოსრო ფაშა - წარმოშობით იგი ბოსნიელია. სულთნის სასახლეში დაწინაურებით ხოსრო ფაშა ჯერ სამეფო ჩოხადარი[2], ხოლო შემდეგ სილაჰდარი[3] გახდა. 1623/24 წელს მან იანიჩართა აღას თანანმდებობა მიიღო, 1626/27 წ. კი იგი დიარბექირის ვალის თანამდებობაზე დანიშნეს. 1628 წ. აპრილში სულთანმა მურადმა ხოსრო ფაშა იზმირში გაგზავნა დიდვეზირის თანამდებობაზე. 1630 წელს ბაღდადზე ლაშქრობის შემდეგ იგი ამ თანამდებობიდან გადააყენეს. 1632 წელს ხოსრო-ფაშამ აჯანყება მოაწყო ხელისუფლების წინააღმდეგ და თავისი მომხრეებით ქ. თოყათში გამაგრდა, მაგრამ სულთანმა აჯანყების ჩასახშობად დიდძალი ლაშქარი გაგზავნა. ხოსრო ფაშა ბრძოლაში დამარცხდა და 1632 წ. 11 მარტს სულთნის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს (ნ. გელაშვილი).


  1. დიდი მოურავის მკვლელი
  2. მოხელე, რომელსაც სულთნის ტანსაცმელი ჰქონდა ჩაბარებული
  3. სულთნის საჭურველთმტვირთველი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა სასახლეში