Jump to content

ორი ვედრება

From Wikisource
ორი ვედრება
ავტორი: დუტუ მეგრელი


ორი ვედ​რე​ბა

I
"ჩემს მა​მულ​ზედ უკე​თე​სი სად არი?
იგია თვით სა​მოთ​ხი​სა სა​და​რი;
მაგ​რამ ვაი, რომ მის ჭვრე​ტით ვერ ვტკბე​ბი,
უც​ხო-უც​ხო მხა​რე​ებ​ში ვბერ​დე​ბი!
ოჰ, გან​გე​ბავ, მის​მი​ნე ეს ვედ​რე​ბა:
თუ სამ​შობ​ლოს ხილ​ვა აღარ მერ​გე​ბა,
მომ​კალ ბა​რემ, _ რაც ვი​ტან​ჯე, მაკ​მა​რე
და მკვდარს მა​ინც იქ მა​ღირ​სე სა​მა​რე!..

II
"ჩემს სატ​რფო​ზედ უკე​თე​სი ვინ არი?
იგია თვით ან​გე​ლო​ზი მცი​ნა​რი;
მაგ​რამ ვაი, რომ მის ჭვრე​ტით ვერ ვტბე​ბი,
მისს ალერ​სსა მოკ​ლე​ბუ​ლი ვბერ​დე​ბი!
ოჰ, გან​გე​ბავ, მის​მი​ნე ეს ვედ​რე​ბა:
თუ საყ​ვარ​ლის ხილ​ვა აღარ მერ​გე​ბა,
მომ​კალ ბა​რემ, _ ტან​ჯვას გა​და​მარ​ჩი​ნე
და მკვდარს მა​ინც მის ცრემ​ლი და​მა​დი​ნე!..