ნისლიანი ბაღი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ნისლიანი ბაღი
ავტორი: ტერენტი გრანელი


მფარველი ლანდი მაშინ არ მყავდა,
ახლა შენსავით მეც ვიმოსები.
და სევდის ბაღში ისევ აყვავდა
იები, ვარდი და მიმოზები.

უზრუნველობა და სიხარული
ცოდვილმა ბედმა მე არ მაღირსა.
მე ვარ უცნობი, მე ვარ ფარული
და ანგელოზი თეთრი ბაღისა.

ეს ჩემი ბედი ახლა ამაღლდა,
ვით შუაღამის თეთრი ლოცვები.
და სევდის ბაღში ისევ აყვავდა
იები, ვარდი და მიმოზები.

რესურსები ინტერნეტში[edit]