ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ



საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები





ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი
(758-828)

ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი კონსტანტინოპოლის პატრიარქი 806-815 წლებში. თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი და მართლმადიდებლობის შეუდრეკელი დამცველი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს ეკუთვნის ისტორიული თხზულება: "მავრიკიოსის მეფობის შემდეგდროინდელი მოკლე ისტორია", რომელიც მოიცავს 602-729 წლების ამბებს და მათ შორის თხრობას ირაკლი კეისრის კავკასიაში ლაშქრობის შესახებ.
ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის თხზულების ცნობები საქართველოს შესახებ თარგმნა და 1954 წ. კრებულში 1954 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი 31 - გვ.217-224 გამოაქვეყნა ალექსანდრე გამყრელიძემ ნაშრომში ალექსანდრე გამყრელიძე - ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის ცნობები ირაკლი კეისრის საქართველოში ლაშქრობის შესახებ.


ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის ცნობები საქართველოს შესახებ - ქართული თარგმანის PDF ვერსია


ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის შრომის რუსული თარგმანი (ნაწ.1)
ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის შრომის რუსული თარგმანი (ნაწ.2)
ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის შრომის რუსული თარგმანის PDF ვერსია





კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნიკიფორე
მავრიკიოსის მეფობის შემდეგდროინდელი მოკლე ისტორია

მაშინ სპარსელთა მეფემ, ხოსრომ, გაილაშქრა რომაელთა წინააღმდეგ; ჯარი გაჰგზავნა სარბაროსის სარდლობით, რომელმაც მოაოხრა მთელი აღმოსავლეთი მხარე და ხელთ იგდო წმინდა ადგილების (იერუსალიმის) ცხოველმყოფელი ჯვარი მაცხოვრის ძელისა მაშინ, როცა იერუსალიმში მოდესტოსი მღვდელთმთავრობდა.