ნაჩვევ ადგილას
Appearance
ნაჩვევ ადგილას ავტორი: ტერენტი გრანელი |
რა ვქნა, მე ისევ დავიკრეფ ხელებს,
ჩემი სხეული კიდევ საღია.
ახლოა შარა, ახლოა ღელე,
ისევ ფიქრში ვარ და წინ ბაღია.
აფრინდა ყვავი ვერის მაღლობთან,
და ისევ მარტის დღეა მზიანი.
მე აქაც ნელა მომიახლოვდა
ვიღაც უცნობი ადამიანი.
ქრიან საღამოს ნელი ფიქრები,
წინ გრიგალია და გამარჯვება.
და ვიცი, მალე მე არ ვიქნები
და ეს ადგილი ასე დარჩება.