მოწამეთას ოთხთავი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მოწამეთის ოთხთავი XII ს (1).jpg
მოწამეთის ოთხთავი XII ს (3).jpg





ქართული სიძველეები



XII ს. მოწამეთას ოთხთავი







შესავალი[edit]

მოწამეთის ოთხთავი - XII-ს ქუთაისის მუზეუმში დაცულ მხატვრულად გაფორმებულ ხელნაწერთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს K-182 ხელნაწერი ოთხთავი /XII ს./ მოწამეთადან. წიგნი შემკულია კამარებით, თავსამკაულებით, მახარებელთა მინიატურებითა და მხატვრული ასომთავრულით. ხელნაწერის გაფორმების საერთო დონე გვაფიქრებინებს, რომ იგი მოხატულია პროფესიონალის, მაღალი ტექნიკის მქონე მხატვრის მიერ. მინიატურების შესრულების მაღალი დონე და ამასთან მინიატურებში გამოყენებული ბიზანტიური მხატვრობისათვის დამახასიათებელი ფერები, მიმანიშნებელია იმაზე, რომ მხატვარი ან ბიზანტიელი, ან ბიზანტიურ მხატვრობაში ფართოდ გავითცნობიერებული პირია. გაფორმებისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით K-182 ღირსეული ადგილი უნდა მივუჩინოთ ალავერდის, გელათისა და ვანის მოხატულ ოთხთავთა შორის. მკვლევართა განსაკუთრებით ინტერესს იწვევს K-182 ოთხთავის ბუდეც, რომელიც მოოქროვილი ვერცხლისაგან არის დამზადებული და შემკულია მცენარეული ორნამენტებით. ბუდის ზედა მხარეს წარმოდგენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული ჯვარცმა ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლის გამოსახულებებით, ქვედა ნაწილზე კი მოცემულია ვედრების კომპოზიცია იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ხატებით, შესაბამისი ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებით. ქუთაისის მუზეუმში დაცული მოხატული ხელნაწერები და მათ შორის K-182 მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ქართული და არა მარტო ქართული მინიატურული მხატვრობის კვლევისათვის.

ლიტერატურა[edit]