Jump to content

მოსჩანს ბაღში ყვავილები ცოტა (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)

From Wikisource
მოსჩანს ბაღში ყვავილები ცოტა
ავტორი: ტერენტი გრანელი


მოსჩანს ბაღში ყვავილები ცოტა,
სხივი ელის გარინდებულ მიწას.
როგორც იქნა, დავისვენე ოდნავ,
როგორც იქნა, გავიჩინე ბინა.

ბაღის გვერდით დაყრილია ქვები,
აქეთ ისმის ავადმყოფის კვნესა.
ლურჯი ბაღის ფოთლებია ქვევით,
მაღლა ისევ მშობლიური ზეცა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]