მოსე ჯანაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მოსე ჯანაშვილისადმი
ავტორი: ვასილ ბარნოვი


(პირადი წერილები)

ძმაო მოსე!

მივიღე შენი ძმმური წერილი და მსურს ეხლავე (განა ემართლებოდნენ რასმე მაგ კაცსა?), მაგრამ მე მაგ ალაგზედ თუ გადმომიყვანეს ეგ ან მაგათი საქმეა, რახან ჩემგან ყოველი ღონისძიება უკვე ნახმარებია მანდ გადმოსვლაზედ. აი საქმე: მანდ მყოფობის დროს მე მივეცი ექსარხს თხოვნა ღეოგრაფიაზე და იგიც შემპირდა, მაგრამ მერმე გავიგე, რომ ის საგანი ზვერევისთვის მეენდომებინა. ეს რომ ვსცან, მივწერე წერილი, სადაც ვიმეორებდი იმავე თხოვნას საზოგადოდ, რომ მეეცა რამე ადგილი მანდ, სასწავლებელში. კეთილი, კიდევ მაცნობეს, რომ არ თანხმდებაო და შენთვის სემინარიაში ინსპექტორის პომოშნიკობის ადგილი უნდაო. ავდექი და გავუგზავნე თხოვნა: თუ თბილისში არ მაძლევ, გორში მაინც მომე მასწავლებლობის ადგილი-მეთქი. ეს თხოვნა ჩავაგდე ფოჩტაში და იქვე მომცეს სემინარიის სამმართველოს მოწერილობა, რომლითაც სამმართველო მაძლევდა წინადადებას: თუ გსურს, პომოშნიკობის ადგილი დაიჭირეო. იმავე დღეს მივიღე თედოს და დათეშიძეს წერილები, რომლებშიაც იგინი მაფრთხილებდნენ უარი არა სთქვაო. მეც ავიღე და გავუგზავნე თანხმობის ქაღალდი (ეს იყო აპრილის 11-ს). მე რასაკვირველია, მანდ მასწავლებლობა მირჩევნია, მაგრამ კვალად თხოვნა ჩემი ორი თხოვნის და ერთი წერილის შემდეგ უადგილო იქმნება,როგორც თქვენცა ხედავთ. მე მაინც მოვიფიქრებ, როგორ მოვკიდო ამ საქმეს ხელი და ძრიელ გმადლობ, რომ მაცნობე ეს საქმე. მაინცდამაინც მე მთლად გადაწყვეტილი მაქვს წელს დავანებო თავი აქაურობას: ეაც იქნება-იყოს. თუ რამე გაიგო ჩემ საქმეზე, თუ ძმა ხარ, არ დაიზარო მოწერა. მომიკითხე დიმიტრი და ნაცნობები.

თქვ. მ. მ. შენი ძმა ვასილ ბარნოვი

1885 წ. 21/IV

p.s. თუ მანდ ვერას გავხდი, ეპარხიულში და სააზნაუროში ვსცდი.

დ.ბ. დათეშიძეს ვსწერ დღეს წერილს.

ვ.ბ.

ძმაო, მოსე!

უმორჩილესად გთხოვ, ეს წიგნი მიართო ბატონ დ.ზ. ბაქრაძეს. მე დიდ ბოდიშს ვიხდი მასთან წიგნის დაგვიანების თაობაზედ. გაისარჯე, თუ ძმა ხარ და მით დაუვიწყრად დამავალე. თუმცა ძრიელ შეგაწუხე, მაგრამ კიდევ გთხოვ: ,,ცისკარში” დასაბეჭდად იყო მიცემული ერთი მოთხრობა სახელად ,,ნამდვილიდგან,”ეტყობა რაიმე მიზეზით არა ჰსურთ მისი დაბეჭდვა და გამოართვი, არ დაკარგონ. მქონდა ცოტა რამე მაგ რედაქციაში გამოსაგზავნი, მაგრამ ჯერ მაგის დაბეჭდვას ველოდდი...კიდევ ,,ივერიაში” დაავედრე ყმაწვილებს ჩემ მაგივრად, ი რვეულები არ დამიკარგონ და გამარჯვებაც უთხარ ჩემ მაგივრად.

მოვიკითხავ თავმდაბლად შენს მეუღლეს, მომიკითხე ამხანაგობა. შენი ძმა ვასილი ზ-ძე ბარნოვი.

მარტის 7-ს.

1887 წ.