მოვიდა ღამე - გლოვის ნიშანი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მოვიდა ღამე - გლოვის ნიშანი
ავტორი: ტერენტი გრანელი


მოვიდა ღამე - გლოვის ნიშანი,
სხვა განცდას იწვევს ეს უცხო ბინა.
ისევ ღამეა, ქრის ქარიშხალი,
ღამეა, ახლო მეგობარს ძინავს.

ახლა თენდება, სიცოცხლე მსურს მე,
ახლა თენდება და მოდის სხივი.
და სინათლეა, თენდება, ვუსმენ
ძაღლების ყეფას, მამლების ყივილს.

რესურსები ინტერნეტში[edit]