მოვიდა ღამე - ასე აშკარა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მოვიდა ღამე - ასე აშკარა
ავტორი: ტერენტი გრანელი


მოვიდა ღამე - ასე აშკარა,
მოვიდა ღამე და სევდა რბილი.
ვერ მოვისვენე, ვაღებ ფანჯარას,
რომ გადავხედო აქედან თბილისს.

და ვფიქრობ ასე განმარტოებით
და ვუცდი ისევ სხვა საოცრებას.
და მომაშორეს თბილისს დროებით,
თბილისი გახდა ჩემთვის ოცნება.

ისევ ღამეა, ცა ელავს შავად
და ჩემს წამებას ბოლო არ უჩანს.
მგონი, ციხიდან ორ დღეში გავალ
და ისევ დამღლის თბილისის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში[edit]