მისტერია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მისტერია
ავტორი: ტერენტი გრანელი


ის მახსოვს, ვინც მტერია
ვსაუბრობ უცნობ კაცთან.
ეს ლექსი - მისტერია
და სასიკვდილო განცდა.

მე ვსდუმვარ, ვით მუმია,
ალბათ სიცოცხელე არ ღირს.
და ახლა სიჩუმეა
მიტოვებული ბაღის.

დღეს კარგი ტაროსია,
მივსდევ ოცნებას დაღლილს.
ირგვლივ კვიპაროსია,
გარდა ცისფერი სახლის.

ეს თვალი მსურველია,
კიდევ დაღვაროს ცრემლი.
და ირგვლივ სურნელია
აყვავებული ტყემლის.

ის მახსოვს,ვინც მტერია
ვსაუბრობ უცნობ კაცთან.
ეს ლექსი-მისტერია
და სასიკვდილო განცდა.

რესურსები ინტერნეტში[edit]