მივალ, ჩემს წინ გზა არი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მივალ, ჩემს წინ გზა არი
ავტორი: ტერენტი გრანელი


მივალ, ჩემს წინ გზა არი,
ახლო - სხვებიც არიან.
რომ ელვარებს, ცა არის,
რომ შრიალებს, ქარია.

ასეთი დღე რა არი,
მზეა და მიხარია.
რომ მდუმარებს, ცა არი,
რომ შრიალებს, ქარია.

რესურსები ინტერნეტში[edit]