Jump to content

მიდის წამება ჩემი

From Wikisource
მიდის წამება ჩემი
ავტორი: ტერენტი გრანელი


მიდის წამება ჩემი
და უფრო გული მტკივა.
ისევ მიწასთან ვრჩები,
ისევ მიწაზე მივალ.

გული ქარს უნდა მივცე
რა სიჩუმეა ირგვლივ.
მსურს, გადავლახო სივრცე,
მინდა, გავექცე სიკვდილს.

შენ სამარეში წევხარ,
გველივით მიდის ნისლი.
და წამებიდან ეხლა
მხოლოდ სიკვდილი მიხსნის.

ქრიან დღეები ჩემი
და უფრო გული მტკივა.
ისევ მიწასთან ვრჩები,
ისევ მიწასთან მივალ.

რესურსები ინტერნეტში

[edit]