მე პატარა ქართველი ვარ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მე პატარა ქართველი ვარ
ავტორი: დუტუ მეგრელი


პა​ტა​რა ქარ​თვე​ლი

მე პა​ტა​რა ქარ​თვე​ლი ვარ,
კავ​კა​სი​ის მთე​ბის შვი​ლი
და გან​ცხრო​მით სხვა​გან ყოფ​ნას
მირ​ჩევ​ნია აქ სიკ​ვდი​ლი!
ქართლ-კა​ხე​თი, იმე​რე​თი,
გუ​რია და სამ​გრე​ლო _
ყვე​ლა ჩე​მი სამ​შობ​ლოა,
საყ​ვა​რე​ლი სა​ქარ​თვე​ლო.
ქვეყ​ნის თვა​ლი, ეს ქვე​ყა​ნა
ღვთის-მშობ​ლი​სა არის წი​ლი;
ბევრ მწა​რე დღეს მოს​წრე​ბია
და უნა​ხავს ბევ​რიც ტკბი​ლი:
ხან თუ მტე​რი აოხ​რებ​და,
იყო მღვრე​ლი ცრემ​ლის ცხა​რის;
ბრწყინ​ვა​ლე დროც დას​დგო​მია,
დრო და​ვი​თის და თა​მა​რის!..
მე პა​ტა​რა ქარ​თვე​ლი ვარ,
სა​ხე​ლო​ვან ერის შვი​ლი
და მსურს მერ​გოს სა​სა​ხე​ლო
მეც სი​ცოც​ხლე და სიკ​ვდი​ლი!..