მე ისევ ცისფერ სამყაროს ვეძებ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მე ისევ ცისფერ სამყაროს ვეძებ
ავტორი: ტერენტი გრანელი


მე ისევ ცისფერ სამყაროს ვეძებ
და სადღაც ჩემზე ტირიან დები.
ახლა მარტო ვარ მე ბრძოლის ველზე
და ირგვლივ დგანან ურიცხვი მტრები.

და გამარჯვების დღე მოვა მალე,
ახლა გარშემო ქარია მხოლოდ.
შენ, მეგობარო, მომეცი ხმალი,
მინდა სისხლიან მტერს შევებრძოლო.

მე ამდენ დარდებს გულში რად ვაწყობ,
ანდა მიწაზე რა დამრჩენია.
დამამარცხებენ? დე დამამარცხონ,
ვგრძნობ მომავალი მაინც ჩემია.

რესურსები ინტერნეტში[edit]