მე ეს ოცნება ყოველთვის მსდევდა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მე ეს ოცნება ყოველთვის მსდევდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


მე ეს ოცნება ყოველთვის მსდევდა,
არ ვეძებ სიკვდილს ასეთ ფიქრებთან.
რომ იყოს ახლა, ვიცი, ჩემ სევდას
ბარათაშვილიც ვერ გაიგებდა.

გაჩნდა ცხოვრება, როგორც წვალება
(სადღაც გზა მიდის, სადღაც ფშანია).
ახლა ეს გრძნობა ჩემთვის მწვავეა,
ახლა ეს გრძნობა რის ნიშანია?!

ჩუმი ტირილი ბევრჯერ მსმენია,
ისევ გრიგალი მოდის შეტევით.
უკვე იწამეს ჩემი გენია
და ჩემი ცეცხლი დაუშრეტელი.