მგონი გარშემო მტრები დადიან

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მგონი გარშემო მტრები დადიან
ავტორი: ტერენტი გრანელი


მგონი გარშემო მტრები დადიან,
ტკივილს ყოველთვის შველის წამალი.
ღამე გათავდა, განთიადია,
ეზოს კარებთან ყივის მამალი.


სკრიპკის ხმა გვიან შეწყდა გოდებით,
შუაღამეა, ვკეტავ ამ კარებს.
შუაღამეა მტერს ველოდები
და ჩემს ოთახში შიშით ვკანკალებ.


ოქტომბერია და ოდნავ ცივა,
გაჰქრნენ ზაფხულის დღეთა გუნდები.
ახლა საკუთარ ოთახში ვზივარ,
ახლა საკუთარ თავს ვუბრუნდები.


მგონი გარშემო მტრები დადიან,
ტკივილს ყოველთვის შველის წამალი.
ღამე გათავდა, განთიადია,
ეზოს კარებთან ყივის მამალი.

რესურსები ინტერნეტში[edit]