მარტო ვარ, არ მეძახიან

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მარტო ვარ, არ მეძახიან
ავტორი: ტერენტი გრანელი


მარტო ვარ, არ მეძახიან,
რა ვქნა, ქარია ისევე.
ჩემს წინ ვიღაცა მარხია
და მეც მკვდარივით ვისვენებ.


დრო ასე მიდის, სულ მიდის
გულმა ტირილი ინება.
დუმილი, ისევ დუმილი,
დუმილი და მოთმინება.

რესურსები ინტერნეტში[edit]