ლენორა - წმინდა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ლენორა - წმინდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ლენორა - წმინდა,
ლენორა - ერთი.
ლენორა მინდა,
ლენორა - ღმერთი.


ლენორა მოდის
და მოაქვს კუბო.
ლენორა - ლოდი,
ჩემია უფრო.


ლენორა მინდა,
ლენორა - ფიქრი.
ლენორა - წმინდა,
ლენორა მიჰქრის.


ლენორა მოდის,
ლენორა მოვა.
ლენორა - ლოდი,
ლენორა - გლოვა.



ლენორა - სხვებთან,
ლენორა - მარტო.
ლენორა - სევდა,
ლენორა დარდობს.


ლენორამ დატოვა
ოთახი ჩემი.
ლენორა მარტოა,
ლენორა - ცრემლი.


ლენორა - წმინდა,
ლენორა - ერთი.
ლენორა მინდა,
ლენორა - ღმერთი.

რესურსები ინტერნეტში[edit]