კმარა სიჩუმე, ქარიშხალს ველი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კმარა სიჩუმე, ქარიშხალს ველი
ავტორი: ტერენტი გრანელი


კმარა სიჩუმე, ქარიშხალს ველი,
დღეს გულში ლექსი დავაბინავე.
ღამეა ჩუმი, ღამეა ვრცელი
და ვარსკვლავები ცაზე ბრწყინავენ.


და ცხრა გათავდა, ათია სრული,
უკვე ღამეა, უკვე აცივდა.
დე იყოს ცრემლი, იყოს უფსკრული,
იყოს წამება, იყოს დაცინვა.

რესურსები ინტერნეტში[edit]