ისევ მოვშორდი მე აურზაურს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ისევ მოვშორდი მე აურზაურს
ავტორი: ტერენტი გრანელი


ისევ მოვშორდი მე აურზაურს,
(სულმა ოცნების ზღვაში შესტოპა).
ვერ გავასწორებ ჩემს დანაშაულს,
ვერ გავასწორებ მე ჩემს შეცდომას.

ეს დღე გათავდა, მზე გაიპარა,
ასეთ მოლოდინს ბევრი დრო უნდა.
ახლა ჩემს სხეულს ბალახი ფარავს,
ახლა ჩემს სხეულს მიწა მოუნდა.

რესურსები ინტერნეტში[edit]