ისევ მიწა და მდუმარე სივრცე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ისევ მიწა და მდუმარე სივრცე
ავტორი: ტერენტი გრანელი


ისევ მიწა და მდუმარე სივრცე
და გულიდან ისევ სისხლის ნთხევა.
ბაღში ვზივარ და სიცივე ვიგრძენ,
თითქოს უკვე შემოდგომის დღეა.

დღესაც ვეტრფი მე შორეულ მიზანს,
ჩაივლიან ღამეები თრთოლვის.
მოვა სხვა დრო და სისხლიან მიწას,
როგორც ცრემლი დაეცემა თოვლი.

ო, სიმები აგრძელებენ გლოვას,
დაო, ვკვდები, დამიმზადე კუბო.
ალბათ მალე გაზაფხული მოვა,
ახლა სულში ზამთარია უფრო.

ისევ მიწა და მდუმარე სივრცე
და გულიდან ისევ სისხლის ნთხევა.
ბაღში ვზივარ და სიცივე ვიგრძენ,
თითქოს უკვე შემოდგომის დღეა.

რესურსები ინტერნეტში[edit]