Jump to content

ისევ ვიგონებ შორეულ წამებს

From Wikisource
ისევ ვიგონებ შორეულ წამებს
ავტორი: ტერენტი გრანელი


ისევ ვიგონებ შორეულ წამებს,
ვიგონებ ცისფერ ფიქრების გროვას.
და ღამე, ღამე; და ღამე, ღამე.
და გლოვა, გლოვა; და გლოვა, გლოვა.

ხსოვნა დარჩება და დღენი წავლენ,
უხილავია ალბათ ხილულშიც.
მზე - მწვავე, მწვავე; მზე - მწვავე, მწვავე.
ცა - ლურჯი, ლურჯი; ცა - ლურჯი, ლურჯი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]