თოვლი (ტერენტი გრანელის მესამე ლექსი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თოვლი
ავტორი: ტერენტი გრანელი


უკვე გათენდა დილა,
გაქრნენ წამები გლოვის.
ასეთი დღეა, თბილა
და სიმშვიდეა თოვლის.

კმარა ამდენი ცრემლი,
კმარა, არ მინდა მეტი.
მოდის ნუგეში ჩემი,
როგორც ცისფერი მტრედი.

ახლა გამშორდი, წადი!
დღეა ამნაირ ქროლვის.
ისე იცვლება წამი,
როგორც თამაში თოვლის.

ცრემლია სიტყვის იქით,
მგონია ხვალაც მოთოვს.
ისევ ეცემა ფიფქი
ხეზე დარჩენილ ფოთოლს.

უკვე გათენდა დილა,
გაქრნენ წამები გლოვის.
ასეთი დღეა, თბილა
და სიმშვიდეა თოვლის.

რესურსები ინტერნეტში[edit]