თოვლია, ირგვლივ თეთრი ფერია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თოვლია, ირგვლივ თეთრი ფერია
ავტორი: ტერენტი გრანელი


თოვლია, ირგვლივ თეთრი ფერია
და ოცდასამი დეკემბერია.

თეთრი ფიქრები ისევ მოვლიან,
შიგნით ციხეა, გარეთ თოვლია.

ცეცხლი ედება ახლა ამ დარდებს,
მე აქ ვიქნები ჩვიდმეტ მარტამდე.

დაო, ციხიდან მომაგონდები,
უფრო დარდია, უფრო ვღონდები.

თოვლია, ირგვლივ თეთრი ფერია,
დღეს ოცდასამი დეკემბერია.

რესურსები ინტერნეტში[edit]