თირის მონასტრის წარწერები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ლაპიდარული წარწერები







თირის მონასტრის წარწერა № 1[edit]

წარწერა მოთავსებულია სამრეკლოს პირველი სართულის აღმოსავლეთის შესასვლელის არქიტრავის ქვაზე

თავხელისძეთა სიაოშ და რატის და ასათს და ხელს და მაჩაბელს და მშობელთა მათთა შეუნდვენ ღმერთმან

თირის მონასტრის წარწერა № 2[edit]

წარწერა მოთავსებულია ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიშენებული საძვლე ეკვდერის დასავლეთ კედელზე.

ქრისტე, მოლარეთუხუცესისა ხელას ერთგულსა მახატლიშვილსა ბევროზს შეუნდოს ღმერთმან.

თირის მონასტრის წარწერა № 3[edit]

1682 წლის წარწერა მოთავსებულია ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთის მინაშენის დასავლეთ კარის ტიმპანზე.

ქრისტე, შეწევნითა ღვთისათა, მეოხებითა თავდების ღვთისმშობლისათა, ჩვენ თაქთაქიძემ, მროველ ეპისკოპოზმან ფილიპე, არდაშელმან, ჩემმან ელიზბარ აღვაშენეთ საყდარი ესე წმიდისა ნიკოლაოზისა სულისა ჩვენისა სახსრად, ოდეს ბედნიერის ხელმწიფისაგან ჩვენს ნათესავთა სასაფლაოდ, სამკვიდროდ, სამამულოდ მოსცემოდა ესე მონასტერი. მამა-პაპანი მარხულ იყვნეს, მათი მოშლა აღარ იქნებოდეს, ეკვდერი აღვაშენეთ, სასაფლაოს შეუმატეთ. ქორონიკონს ტო.

ლიტერატურა[edit]

1969 - ანდღულაძე ნუგზარ - თირის მონასტრის წარწერები[edit]