თითქოს ვარ, თითქოს არა ვარ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თითქოს ვარ, თითქოს არა ვარ
ავტორი: ტერენტი გრანელი


თითქოს ვარ, თითქოს არა ვარ
(ალბათ ვიღაცა დამეძებს).
და შემაშინა სიზმარმა
მე, წუხელ შუაღამეზე.

ვიღაც გავიდა ეზოდან
(ალბათ ვიღაცა დამეძებს).
რაღაც ჩურჩული მესმოდა
მე, წუხელ შუაღამეზე.

ასეთი ლანდები მომდის
(ალბათ ვიღაცა დამეძებს).
და შემეშინდა მოკვლის
მე, წუხელ შუაღამეზე.

რესურსები ინტერნეტში[edit]